10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" სტარტს საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი აიღებს
10 ოქტომბერს სასპორტო კომპლექს "არენაში" სტარტს აიღებს საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც რვა გუნდი იასპარეზებს.

ორგანიზატორებმა ისინი ორ - აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფში გაანაწილეს.

შეჯიბრება დაიწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეჯგუფების გუნდები დაუპირისპირდებიან.

პირველი წრის დანარჩენი შეხვედრები, ზონების მიხედვით, თბილისსა და სენაკში გაიმართება. მედალოსნები გაისად, გაზაფხულზე სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდებიან.

ჩემპიონატში ცალკე გუნდად მონაწილეობს 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრები. ამ ასაკის ბიჭები სპეციალური პროგრამით ემზადებიან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს. ამიტომ უფროსებთან პაექრობაში მიღებული გამოცდილება თანატოლებთან ორთაბრძოლებში გამოადგებათ.

ეროვნული პირველობის სასტარტო შეხვედრები საქართველოს ნაკრების დასაკომპლექტებლადაც არის მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 30 ოქტომბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (საქართველო, ლიტვა, თურქეთი, ფინეთი) ჩაებმება.

ევროპული ზონის პლეი ოფში ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის. პირველ მატჩს ქართველი ხელბურთელები სტუმრად ლიტვასთან გამართავენ.

მანამდე ბელორუსებთან ორი სპარინგია დაგეგმილი. შესარჩევი ტურნირისთვის ჩვენს ნაკრებს სერბი ჯორჯე რასიჩი წვრთნის.

ახლა კი ეროვნული ჩემპიონატის თბილისური ბატალიების კალენდარს გაგაცნობთ:

10 ოქტომბერი

იმედი - ჭაბუკთა ნაკრები, ქუთაისი - თელავი, სტუ - სამტრედია, ბათუმი - პეგასი.

11 ოქტომბერი

თელავი - ბათუმი, სამტრედია - იმედი, პეგასი - ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები - სტუ.

12 ოქტომბერი

პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები, ბათუმი - იმედი, სამტრედია - თელავი, სტუ - ქუთაისი.

13 ოქტომბერი

სტუ - ბათუმი, სამტრედია - პეგასი, ქუთაისი - იმედი, ჭაბუკთა ნაკრები - თელავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა