ქართველი მოციგურავე, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ელოდება
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ოლიმპიადა ყოველგვარი პოლიტიკისგან შორს დგას და სახელმწიფოთა ურთიერთობები მასზე არ უნდა აისახოს (თუმცა, მეორე მხრივ, ისიც უთქვამთ, რომ სპორტი ყველაზე დიდი პოლიტიკაა).

თავის დროზე ახალმა ხელისუფლებამ სწორედ ამ მოტივით გადაწყვიტა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა, მაგრამ ოლიმპიადის აპოლიტიკურობის ცნება რამდენიმე დღის წინ თავად რუსეთმა დაარღვია, როცა აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის "გმირად" შერაცხილი პილოტი ივან ნეჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ შეარჩია.

საქართველოში ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია და სამართლიანადაც - საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის შეურაცხყოფაა და ოლიმპიადის ბოიკოტს ითხოვს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით კი, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ხელისუფლება და ოლიმპიური კომიტეტი.

მანამდე კი "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მთავარ იმედად მიიჩნევა. ჩვენ გედევანიშვილს აშშ-ში დავუკავშირდით:

- რაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვარჯიში განვაგრძოთ.

- კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ თქვენ მზად ხართ, უარი თქვათ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

- უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ.

- ამ დღეებში ყველას გაახსენდა, რომ წლების განმავლობაში თქვენ რუსეთში ვარჯიშობდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ იქ ვარჯიშის გაგრძელების საშუალება აღარ მოგცეს.

- რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ.

ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ, ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.

მარი ონეზაშვილი

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ნიკა რურუა: ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ელენე გედევანიშვილი: ფედერაციამ მომწერა ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი წერილი
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ევროპაც, მსოფლიოც, ოლიმპიადაც - ინტერვიუ მაკა გიორგობიანთან
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე 22-ე ადგილს დასჯერდა
ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]