ლანჩხუთის "გურიაში" კარიერიას ვიტალი შუმეიკო გააგრძელებს, ჟანტის მამიშევი კი რუსთავის "მეტალურგთან" თათბირობს
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში რუსეთის პირველლიგელი ნალჩიკის "სპარტაკის" ორი ყოფილი ფეხბურთელი ჩამოვიდა.

პირველის შესახებ უკვე ცნობილია - რომან პოკორამ "გურიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისთანავე უკრაინელი ცენტრალური მცველი ვიტალი შუმეიკო მიიწვია.

შუმეიკო წლების განმავლობაში თამაშობდა ნალჩიკის "სპარტაკში" და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ბევრჯერ მოხვედრილა. ერთი ხანობა ის საუკეთესო მცველის ნომინაციაშიც ერთ-ერთი მოწინავე გახლდათ. აქედან გამომდინარე, საქართველოში მისი გამოჩენა, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო.

რატომ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში? ამის შესახებ ჩვენი მოკლე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 2012 წლის მაისამდე მოსკოვის "ტორპედოში" თამაშობდით და გუნდის კაპიტანიც იყავით. რატომ დატოვეთ გუნდი?

- "ტორპედო" ცნობილი კლუბი კი არის და, შესაძლოა, აქედან ამ ნაბიჯის ახსნა გაგიჭირდეთ, მაგრამ რეალურად, კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მისი ძველი დიდებისგან აღარაფერი დარჩა. რომ არ წამოვსულიყავი, სხვა გზაც არ მრჩებოდა. კლუბს ფეხბურთელების დავალიანება დაუგროვდა და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გავწყვიტეთ.

- თქვენი მაშინდელი ინტერვიუ წავიკითხე ერთ-ერთ რუსულ ინტერნეტ-გამოცემაში, სადაც ამბობდით - რუსეთის პირველ ლიგაში ღირსეულ კლუბს მოვნახავო. დღეს ლანჩხუთის "გურიაში" ხართ...

- კარიერაში ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს. მეც ასე მომივიდა, რუსეთში ვერაფერი მოვძებნე და უგუნდოდ დავრჩი. ამ დროს დამიკავშირდა "გურიას" მწვრთნელი რომან პოკორა, რომელიც პატარაობიდან მიცნობს და საქართველოში თამაში შემომთავაზა.

- როგორც მან გვითხრა, ნალჩიკის "სპარტაკში" გაუწევია თქვენთვის რეკომენდაცია...

- ასე იყო. მას ყოველთვის ვემადლიერებოდი...

- ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ მორიგ რეკომენდაციას პოკორა საქართველოშიც გაგიწევდათ...

- (იცინის) გეთანხმებით, მაგრამ ასეთია ფეხბურთელის ბედი და სპორტის ეს სახეობა ამითაც არის საინტერესო.

- იყო დრო, რუსეთის პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილის, დავით სირაძის, ლევან გვაზავასა და გოგიტა გოგუას თანაგუნდელი იყავით...

- მაშინ ნალჩიკის "სპარტაკი" ძლიერი გუნდი იყო და ბევრი ლიდერიც გაგვიმწარებია. სხვათა შორის, ქართველებთან ვმეგობრობდი, კარგი ბიჭები არიან.

- ახლა თავისუფალი აგენტი ხართ?

- დიახ, "ტორპედოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე.

- მაშინ "გურიაში" თამაშს დღემდე რატომ ვერ ახერხებთ?

- გათავისუფლების ფურცელს ველოდები, თორემ სხვა მხრივ პრობლემა არ არის. სავარაუდოდ, მომდევნო ტურში უნდა ვითამაშო.

საქართველოში კარიერის გაგრძელებას ნალჩიკის "სპარტაკის" კიდევ ერთი მოთამაშე იმედოვნებს - ახალგაზრდა ჟანტის მამიშევი, რომელიც შემთხვევით თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვნახეთ:

- მოხდა ისე, რომ საქართველოში მომიწვიეს. რუსეთში დუბლებში ყოფნას ისევ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოსვლა ჯობია და ამიტომაც ჩამოვედი.

- სად თამაშობდით?

- ნალჩიკის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში, მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა გუნდი პრემიერლიგაში გამოდიოდა. პირველი ლიგის გუნდების სათადარიგოთა შორის ჩემპიონატი კი არ იმართება და ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა, მეთამაშა. და სწორედ ამ დროს მომიწვიეს საქართველოში.

- რა პოზიციაზე თამაშობთ?

- ცენტრალურ მცველად, თუმცა საყრდენ ნახევარმცველადაც ხშირად მითამაშია.

- რადგან "დინამოს" აკადემიაში ხართ, ესე იგი, "დინამომ" მოგიწვიათ?

- არა, აქ ახლობელს გამოვყევი. ჩემით კი რუსთავის "მეტალურგია" დაინტერესებული.

- ამ კლუბში თქვენი ჩარიცხვა გადაწყვეტილია?

- ეს საკითხი ახლა წყდება და იმედია, კონტრაქტს გავაფორმებ.

- საქართველოს ჩემპიონატზე რაიმე წარმოდგენა თუ გაქვთ?

- ყველა შემთხვევაში, ეს ჩემთვის საინტერესო გამოცდილება იქნება. ვიცი, რომ საკმაოდ რთული ჩემპიონატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ლანჩხუთის "გურიას" გაწვრთნა გიგლა იმნაძეს შესთავაზეს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: ლანჩხუთის "გურია"
პოკორას ოცნებას ახდენა არ უწერია - მესხია კონტრაქტს "ზესტაფონთან" აფორმებს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
რომან პოკორა: რაც ლანჩხუთში ვნახე, მსგავსი არსად მინახავს და არც გამიგია
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ლანჩხუთის "გურია": ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი?
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
ლანჩხუთის "გურია": თემურ ლორია არა, გუნდს ისევ დავით მახარაძე გაწვრთნის