თურქები ბოსნიელს იანვარში გააგდებენ

ბოსნიის ნაკრების გამთამაშებელ ზვიეზდან მიშიმოვიჩს, რომელიც ბოლო წლებში ბუნდესლიგაში ბრწყინავდა და „ვოლფსბურგთან“ ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა, სტამბულის „გალათასარაიში“ კარიერა ვერაფრით აეწყო. უახლესი ინფორმაციით, თურქული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა გეორგე ჰაჯიმ მიშიმოვიჩი განაცხადიდან ამოაგდო და მისი დანახვაც აღარ უნდა. ჰაჯისა და მიშიმოვიჩის დაპირისპირებაზე თურქულ პრესაში ძალიან ბევრს წერენ და ვარაუდობენ, რომ 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც „გალათასარაიმ“ ზაფხულში „ვოლფსბურგიდან“ 8 მილიონ ევროდ იყიდა, იანვარში თურქეთიდან აბარგება მოუწევს.

„გალათასარაის“ ვებ-გვერდზე გამოქყვენებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჯაჰიმ მიშიმოვიჩი პირველი გუნდიდან გააგდო და ბოსნიელი ახლა „გალას“ მეორე გუნდში ვარჯიშობს. ჩვენი თურქი კოლეგების ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჩხუბი ზვიეზდანსა და ჰაჯის შორის ერთ-ერთ ვარჯიშზე - შეგირდი და მწვრთნელი ერთმანეთს თურმე ხელითაც შეეხნენ.

რუმინელი სპეციალისტი „გალათასარაის“ დამრიგებლად ოქრომბერში დაინიშნა, შეცვალა რა ჰოლანდიელი ფრანკ რიიკაარდი. წინა კვირას „გალათასარაი“ „მანიშასთან“ დამარცხდა, რის შემდეგაც ჰაჯიმ ფეხბურთელებს შეუტია და თქვა, რომ ნათხოვარ და თანაც ზარმაც ფეხბურთელებს გუნდში ვერ აიტანს. მიშიმოვიჩი კი ჯერჯერობით ნათხოვარ ფეხბურთელად ითვლება, რადგან „გალათასარაის“ „ვოლფსბურგისთვის“ 8 მილიონი ევრო დღემდე არ გადაურიცხია. ფაქტია, რომ მიშიმოვიჩს „გალათასარაიში“ აღარ დაედგომება. მან თურქეთის სუპერლიგაში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიდან ბოლომდე მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა. ზვიეზდანს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია...

გოტფრიდ ლენცი

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა