"მე რომ ნაკრებში თამაში ყველაზე მეტად მიხაროდა, ეს ნაღდია... გაცილებით მეტი შემეძლო და ამაზე გული მტკივა"
ბოლო 20 წლის ერთ-ერთი საუკეთესო და სკანდალური ფორვარდი ზაზა ჯანაშია საქართველოში დაბრუნდა და, შესაძლოა, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში იმუშაოს.

ჯანაშიას საქართველოსა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრის შემდეგ დაველაპარაკეთ...

- რას უნდა მივაწეროთ საქართველოში თქვენი დაბრუნება?

- ათი დღეა, რაც ჩამოვედი და არსადაც აღარ მივდივარ!

- ...და თბილისში დაბინავდებით?

- დიახ, საბოლოო გადაწყვეტილება ასეთია. თავიდან მოსკოვში ცხოვრება და მუშაობა მართლაც მსურდა, საფეხბურთო სკოლაშიც ვმუშაობდი, მაგრამ შენი ქვეყანა მაინც სულ სხვაა; მენატრებოდა საქართველო, სულ აქეთ მომიწევდა გული და ჩამოსვლაც ამიტომ გადავწყვიტე.

აქ ვაპირებ კიდეც მუშაობას. თუ ვინმე სამუშაოს შემომთავაზებს, რატომაც არა? - სიამოვნებით დავთანხმდები. მაგრამ ეს ნაბიჯი მხოლოდ სამსახურის გამო როდი გადავდგი - ბავშვების გულისთვის გავაკეთე. ჯობია, ისინი საქართველოში, ჩვენს ტრადიციებსა და ღირებულებებზე გაიზარდონ.

- ბოლოს სად საქმიანობდით?

- მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლაში, მაგრამ მიზეზთა გამო იქ გაჩერება აღარ მსურდა.

- არადა, მიიჩნევენ, რომ ფეხბურთისთვის რუსეთი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა...

- ჩემთვის მხოლოდ საქართველო იყო და არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ გაჭირვებაა და გასაკვირი არ არის, რომ ქართულ ფეხბურთსაც უჭირს. რაც უნდა კარგად ცხოვრობდე უცხოეთში, შენი ქვეყნის ტკივილი მაინც ვერ მოგასვენებს.

მეც ძალიან განვიცდიდი, ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთის დონე ძალიან რომ დაეცა...

სხვათა შორის, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, თითქოს ფეხბურთელები არ გვყავს. მე კი მგონია, რომ მათ შესაძლებლობებს კარგად ვერ ვიყენებთ, თორემ ბევრი საინტერესო, პერსპექტიული მოთამაშეა და ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში არ უნდა ვიყოთ. მაგალითად, რუსთავის "მეტალურგში" ჩემი ახლობლები მუშაობენ, "ვიტ ჯორჯიასთან" მათი მატჩი ვნახე და ბევრი რუსთაველი ახალგაზრდა მომეწონა...

- ისე ლაპარაკობთ, ეჭვი ჩნდება - საქართველოში კონკრეტული წინადადების გამოც ხომ არ დაბრუნდით?

- შესაძლოა, მართლაც ვიმუშაო უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში, მაგრამ ჯერ ვერაფერს გეტყვით. "მეტალურგი" რომ ვახსენე, ამან დაგაეჭვათ? უბრალოდ, ამ გუნდის თამაშს ინტერესის გამო დავესწარი...

მოკლედ, მალე უმაღლეს ლიგაში მუშაობისთვის საჭირო A-ლიცენზიას მივიღებ და კონკრეტულად მერე ვილაპარაკოთ.

- ბევრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში არ გსურდათ, უცნობი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდზე გული აგიცრუვდათ. რა მოხდა ასეთი?

- მე რომ ნაკრებში თამაში ყველაზე მეტად მიხაროდა, ეს ნაღდია. არადა, ეროვნულ გუნდში ძალიან ცოტა, სულ 9 შეხვედრა ჩავატარე. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შემეძლო და ამაზე გული მტკივა, მაგრამ...

ახლა წარსულის გახსენების დრო არ არის. იმიტომაც ჩამოვედი, რომ სიტუაციის გამოსწორებას ხელი მეც შევუწყო.

თუმცა, რომ ვუყურებ, ახლაც ბევრი რამ ადრინდელივით ხდება. ასე არ შეიძლება! ეს კიდევ უფრო მიძლიერებს სურვილს, რომ საქართველოში ვიმუშაო და ჩვენი ფეხბურთის აღორძინებაში მეც დავდო ერთი აგური.

სამი ბიჭი მეზრდება და არ მინდა, ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, სადაც ფეხბურთი ასეთ მძიმე დღეშია.

- საქართველოსა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთა შეხვედრაზე რას იტყვით?

- იცით, ჩემს დროს უფრო მოტივირებული თაობა იყო. თამაშს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად ვუყურებდი და ყველა ამბობდა - ჩვენები უსისხლოდ, ჟინის გარეშე თამაშობენო.

არ მინდა ბიჭებს გული ვატკინო, მაგრამ ამ თამაშიდან სხვაგვარი დასკვნის გამოტანა მეც გამიჭირდება.

არადა, პირველ ტაიმში რამდენი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა...

- საერთოდ, სამწუხაროა, რომ მუდმივი წარუმატებლობა მენტალიტეტში გაგვიჯდა...

- მერე? მწვრთნელები იმისთვის არიან, რომ ფეხბურთელებს თავდაჯერება შემატონ. მე ასე მასწავლიდნენ და ამიტომ იყო, ქუთაისის "ტორპედოს" ვეთამაშებოდი, "ლაციოს" თუ "ინტერს", ყველას ერთნაირი შემართებით ვუტევდი, შიში არ მქონდა. ეს ჩემი კი არა, იმ მწვრთნელების დამსახურებაა, ვინც გამზარდა და თავში ბრძოლის ჟინი ჩამინერგა.

გასაგებია, რომ ჰოლანდია ძალიან ძლიერი საფეხბურთო ქვეყანაა, მაგრამ სისხლი ხომ უნდა გიდუღდეს და ცოტა საფეხბურთო თავხედობა მაინც გაგაჩნდეს?! მეტოქის თუ შეგეშინდა, წააგებ, აბა, რა იქნება?!

ჰოლანდიელებმა სათამაშო დისციპლინით, ორგანიზებითა და სიმშვიდითაც გვაჯობეს. არადა, ჩვენებს ნამდვილად მეტი შეეძლოთ. გადახედეთ ფეხბურთელებს - უმრავლესობა საკმაოდ დიდი პოტენციალის მოთამაშეა და რა მოუვიდათ?!

სხვათა შორის, ახლა ვფიქრობდი - სად გაქრნენ ჩვენი "ათი ნომრები", რომლებიც ქართულ გუნდებს განუმეორებლობას სძენდნენ?! გიორგი ქინქლაძის დონის ფეხბურთელს არ ვგულისხმობ, ის მართლა განუმეორებელია და მიმაჩნია, რომ არც ერთ დღევანდელ ვარსკვლავზე ნაკლები არ იყო.

საქართველოს ჩემპიონატშიც ბევრი საინტერესო ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც თამაშს ამწვავებდნენ და სასწაულ პასებს აკეთებდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა სწორედ მოედნის ცენტრშია, საიდანაც თამაშს ვერ ვამწვავებთ. ამ ბიჭებში კი ასეთი უნარის მქონე ფეხბურთელები ნამდვილად არიან და ვერ ვხვდები, რატომ ვერ იღებენ საკუთარ თავზე თამაშს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akhali
როცა ფეხბურთელს არ გაქვს ამბიცია-მოიგო მსოფლიო,ევროპა,ჩემპიონთა ლიგა,ითამაშო წამყვან ევროპულ კლუბში და ,,გიხარია,,მოსკოვის ,,ლოკომოტივში,,მოღვაწეობით შემოფარგვლა,იქ არავითარი ტალანტი არ გიშველის!უკვე პრობლემა მენტალიტეტში,ინტელექტში...მოკლედ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე საერთოდ ქართველ ფეხბურთელებთან მიმართებაში.ასათიანიც ,,ლოკომოტივს,,ვერ ან არ გასცდა. ცხონებული დათო ყიფიანი ფეხბურთიდან წავიდა,როცა ბესკოვმა მუნდიალზე არ წაიყვანა.სპორტული ინტერესი!!!და არა ფულადი,ბარიგული დამოკიდებულება ფეხბურთთან
lasha
კაით ახლა ნუ გავარსკვლავებთ ამასაც კარგად თამაშობდა მარა ახლა ეგრეც არ იყო საქმეე ხაან წონას უჩიოდა ხანაც ხასიათს ცხრა ტამაში ვითამაშეო არადა ახლა როგორც მჭედლიზეს სულ მიზეზები როაქ ეგრე იყო მაშინაც ამის ჩამოსვლა არ ჩამოსვლები ხან მწვრთნელი არ უშვებდა ხანაც ტრანვა აქო მერე თამაშობდა ხან ახალი ნაქეიფარია და პახმელიაზეაო და ასე შემდეგ
bl-master
Kონკრეტულზე არავისზე არ უთქვამს ბოსკამს მაგი, საერტოდ ზოგადად თქვა ქართველებზე, მენტალიტეტ დებილ. მართლაც მასეა, საფეხბურთო კუთხით მენტალიტეტ დებილ ..
giorgi
ამ ბიჭის დონის თავდამსხმელი გვყავდეს ნეტავ ეხლა რა გვიჭირს
hunter
ამაზე ნაღდად არ უთქვია, ის ვიზეც თქვა იმას ყიფიანი სფფ-ს პრეზიდენტობას უმზადებს :)
boskam
ეს ის ბიჭია ხო ბოსხკამპმა რომ თქვა მენტალიტეტო დებილ! :)))
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
ბატრაკოვს უკვე პსჟ-ს მაისური აქვს - რუსი კომენტატორი მის პერსპექტივას პესიმისტურად უყურებს
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ბარკოლა არსად მიდის, ბატრაკოვი გამოირიცხა - პსჟ-ის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი გეგმები აქვს
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება