საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მასპინძლებს ნამდვილი ომი გაუმართა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა სომხურ ბერდში საერთაშორისო ტურნირში, სადაც მასპინძლებს ნამდვილი ომი გაუმართა და პირველობა კბილებით გამოჰგლიჯა ხელიდან.

ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელშიც ამჯერად 8 სომხური და ორი ქართული გუნდი გამოდიოდა - აჭარისა და საქართველოს ნაკრებები.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა - ემზარ ბედინეიშვილმა, გიორგი იანტბელიძემ და გელა საღირაშვილმა ეს შეჯიბრება საგაისო სეზონისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს და მთავარ გუნდში მოხვედრის, პრაქტიკულად, ყველა კანდიდატი წაიყვანეს.

მით უფრო, რომ სომხეთი ახლოსაა და ფინანსურად იაფი ჯდება. მათ ორი წონა გააორეს კიდეც და 12 ნორჩი ფალავანი იახლეს: გიორგი ხაჩიძე (42), თემურ ვანიშვილი (46), ალექსანდრე კილაძე და გაიოზ გონგლაძე (ორივე - 50), შმაგი თოდუა (54), გიორგი ყაზარაშვილი (58), მამუკა ჩაჩუა (63), მირზა სხულუხია (69), მურად თოფჩიშვილი (76), მოგელი მეზვრიშვილი, ზაურ ბერაძე (ორივე - 85) და გივი მაჭარაშვილი (100).

შეჯიბრებამაც გაამართლა და მოზარდებმა იქ გამართულ მართლაც ფიცხელ ბრძოლებში თავი არ შეირცხვინეს.

ბრძოლა კი მასპინძლებს ისეთი გაუმართავთ, უფროსთა ტურნირებშიც რომ არ ხდება, მაგრამ არც ჩვენები ჩამორჩენიან და ლეიბზე თუ მის მიღმა გამართულ ჯახში საბოლოოდ აჯობეს კიდეც.

ორგანიზატორებმა ეს 10 გუნდი ორად გაჰყვეს. საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც კვლავ მასპინძელთა გუნდი ელოდა.

ოღონდ სომხებმა, თურმე ჩვენების წინა შეხვედრები რომ იხილეს და მათი ძალა ირწმუნეს, სასწრაფოდ გადააადგილეს თავიანთი ფალავნები - ყველა გუნდის საუკეთესოს ფინალში მოუყარეს თავი და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩვენებს ნაკრები დაუპირისპირეს. ვერც ამან უშველა და მაინც აგებდნენ, აი, მაშინ კი მიუღებელ მეთოდებზე გადასულან.

როგორც ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ გვითხრა, ჯერ მურად თოფჩიშვილის შეხვედრისას დაძაბულა ვითარება, როცა საქმე გაწევ-გამოწევამდე მისულა, მაგრამ ჩვენებურმა მაინც სუფთად იმარჯვა და საბოლოო წარმატებაც სწორედ ამან მოგვიტანა.

მოგვიანებით მასპინძლებმა ქულების დაკლებაც კი სცადეს და ჩვენს მსაჯ ელგუჯა ქობესაშვილს თურმე პირდაპირაც სთხოვეს, ამ ქულებზე თვალი დახუჭე, რომ თასი ჩვენ დაგვრჩესო, მაგრამ ამანაც შორს დაიჭირა...

საბოლოოდ დიდი გაწევ-გამოწევის შემდეგ ქულებზე შეჯერდნენ და სამართლიანობაც აღდგა - ჩვენებმა 24:22 იმარჯვეს.

როგორც გითხარით, გადამწყვეტი თოფჩიშვილის წმინდა მოგება გამოდგა.

ამ უსიამოვნო ეპიზოდების გარდა, მასპინძლებს თავი ვერც ორგანიზებით გამოუჩენიათ და სტუმრებს ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობები დაახვედრეს.

ჩვენებს საყვედურიც გამოუთქვამთ, იქაურ ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კი ბოდიშიც მოუხდია.

ასეთი ექსცესები ძალზე საწყენია, რადგან სომხებთან ჩვენებს, ტრადიციულად, კარგი ურთიერთობა აქვთ - ხშირად მიმოდიან ერთმანეთის ტურნირებზე და მსგავსი ადრე არასოდეს მომხდარა.

სომხები ახლაც იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები და მასპინძლებმა კომფორტული პირობებიც შეუქმნეს, ნოემბრის დასაწყისში კი ისევ ეწვევიან სომხეთს მორიგ შეჯიბრებაზე. იმედია, იქ მსგავსი ექსცესები აღარ მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

knockin on heaven s door
სასწაული მაგრები ვართ
gizo
მორიელი დაგესვლას არ მოიშლის!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა