ეს ამბავი სანკტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ სალონში მომხდარა
ფოტოზე: ბაჩანა (მარცხნიდან მეორე) და ვაჟა (მარჯვნიდან მეორე)

ამ ზაფხულს, აგვისტოში სტამბულში გახლდით და სწორედ მაშინ, როდესაც იქვე ჩამოსული ტურისტები ქალაქგარეთ, ელიტურ პლაჟებზე მზეს ეფიცხებოდნენ, მე ოსმალეთის სამხედრო არქივში ვიჯექი და კისრამდე ჩაფლული ვიყავი ათასგვარ ძველ, ფრიად ღვლარჭნილი არაბულ-ოსმალური ანბანით ნაწერ დოკუმენტებში.

თავისუფალი დრო მხოლოდ საღამოობითღა მქონდა და რადგან სტამბულური ღამის ცხოვრება არ მიტაცებდა, სასტუმროს ბოლო სართულზე - უშველებელ რესტორანში ვიჯექი ხოლმე და ოსმალეთის ყოფილ სატახტო ქალაქს ზემოდან გადავყურებდი.

ჰოდა, ქართველი კაცი რომ რესტორანში შევა და დაჯდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ან ძმაკაცები უნდა ახლდეს იქ, რათა ქუდი ჭერსა ჰკრან, ან მანდილოსანი, ცხოვრების არსზე სასაუბროდ - სხვანაირად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს მამა-პაპას უთქვამს: მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო.

ჩემს შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ იმ რესტორანში ძმაკაცებთან ერთად შევედი და მანდილოსანთან კი დავჯექი მაგიდაზე. ის მანდილოსანი პორტუგალიელი მომღერალი ანა მოურა იყო, რომლის სახელი ყველას სმენია, ვინც კი ფადუს თაყვანისმცემელია.

ანაც ჩემს სასტუმროში ცხოვრობდა და ერთ მაგიდასთან კი კიდევ იმიტომაც აღმოვჩნდით, რომ მხოლოდ მე ვიცოდი მისი მშობლიური ენა. ისე, კარგი სანახავი ვიქნებოდით - შავგვრემანი, ეშხიანი მომღერალი ქალი და წვეროსანი ჟურნალისტი სტამბულში, თაქსიმზე, მრავალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულზე, რესტორანში.

ფადუ პორტუგალიური ხალხური სიმღერის ჟანრია - ჩვენში დარჩეს და, ძალზე ნაღვლიან-რომანტიკული. ანა მოურაც, რომელსაც იმ დღეს დაესრულებინა გასტროლები სტამბულში, ასეთივე ხასიათისა გახლდათ: გამომიტყდა, რომ არ მოსწონდა თანამედროვე ევროპული მუსიკა და ფადუს ამჯობინებდა - მასში ჩემი ხალხის სული ირეკლებაო.

მერე მითხრა: იყო დრო, როდესაც პორტუგალიელთა სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდაო და იქვე მოაყოლა - თქვენს ხალხზე რაღას იტყვითო?

მე საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად გავიღიმე და ვუპასუხე: სენიორა, ჩვენც ისეთი ერი ვართ, რომ თამამად შეგვიძლია, ჩვენი სახელიც მთელ მსოფლიოში დავაქუხოთ, მაგრამ სულ მტრებთან ბრძოლა და ჩვენი მეობის დაცვა გვიწევს და მაგ მხრივ უფრო ვართ ცნობილნი-მეთქი.

მერე კი ავდექი და ის ამბავი მოვუყევი, თუ როგორ გალახეს ვაჟა-ფშაველამ და მისმა ძმამ ბაჩანამ სანკტ-პეტერბურგში ჩასული ერთი საკმაოდ ცნობილი მოკრივე, რომელსაც თავის შერცხვენის ამბავი, ცხადია, არსად მოუყოლია.

ჩვენც არაფერი გვეცოდინებოდა, ვაჟა-ფშაველას რომ ფელეტონი არ გამოექვეყნებინა XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში.

ვაჟა და მისი ძმები - ბაჩანა და თედო რომ კარგი ვაჟკაცები ყოფილან, ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ისიც ვიცით, რომ კრივი მეტად ჰყვარებიათ.

აქ, რაღა თქმა უნდა, ქართულ კრივზეა საუბარი და არა ბრიტანულზე, რომელიც სწორედ ძმების ყმაწვილკაცობის დროს იყო პოპულარული ევროპა-ამერიკაში და რახან სანკტ-პეტერბურგიც ევროპულობაზე დებდა თავს, მასაც ხშირ-ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე იმ დროის ცნობილი მოკრივენი - იმხანად ხომ სპორტული ფედერაციები და ასოციაციები ჯერ არ არსებობდა და მოკრივეებიც თავიანთ იმპრესარიოებს დაჰყავდათ მთელ მსოფლიოში - ნახეთ, რა მაგარი ვინმეა, აბა, თუ ვინმე გამოუჩნდება ტოლ-სწორიო.

სწორედ ამგვარად ეწყობოდა მატჩებიც - ცირკის არენაზე ან სხვაგან სადმე, მსგავს ადგილას, სახელდახელოდ მოწყობილ რინგებზე.

მოკრივეებს კი "ათლეტები" ერქვათ და 1882 წლამდე უხელთათმანოდ ერკინებოდნენ ერთმანეთს. იმ წელს კი, ლონდონის ერთ-ერთ რინგზე ერთ-ერთი "ათლეტი" უხელთათმანოდ კრივისგან ისე დამახინჯდა, რომ მისი მოწინააღმდეგის იმპრესარიოს სასამართლოშიც მოუწია საქმის გარჩევა.

ჰოდა, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დიდ ბრიტანეთში საყოველთაოდ დაადგინეს: ამიერიდან ვინც კი რინგზე ხელთათმანებით არ იკრივებს, სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისჯება და ამას ვინღა ჩივის - ავსტრალიაშიც გადავასახლებთ, როგორც მეამბოხესო. ამიტომ იქაურმა მოკრივეებმა სასწრაფოდ მოირგეს ხელთათმანები.

საქართველო კი იმხანად რუსეთის უღელქვეშ იყო. ამიტომაც აქაურებს არ მოურგიათ ხელთათმანები - კრივი ჩვენში დასაბამიდანვე პრაქტიკული მიზნებით გამოიყენებოდა და არა სატინგიცოდ, როგორც ევროპაში.

სწორედ ამის გამო ჩვენში ყოველი კაცი, რომელსაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო, კარგი მოკრივეც იყო, თუმცა კრივს ევროპელებივით პროფესიად არ იხდიდა - დღესასწაულებზე, გაგიხარია, გვარიანად იქნევდა მუშტებს, სხვა დროს კი ოჯახს უძღვებოდა და ცხოვრობდა მამა-პაპასავით.

ვაჟა და მისი ძმებიც, რა თქმა უნდა, ასევე იყვნენ. გადმოცემით, ჩვენი მთის მგოსანი შიშველი მუშტით გოჯის სიმსხო ფიცარს ამტვრევდა, მისი შუათანა ძმა ბაჩანა კი კიდევ უფრო მაგარი მოკრივე ყოფილა: ყველიერის კვირაში საგანგებოდ ჩამოდიოდა თურმე თბილისში და აქაურ მოკრივეებს ცხვირ-პირს უერთიანებდა.

ევროპაში რომ ეცხოვრა, ალბათ, იმპრესარიოები კარსაც აუტალახებდნენ, მაგრამ ფშავს ვერ ელეოდა და იქამდე კი იმპრესარიოები რას მიაღწევდნენ, გზაც არ იყო წესიერი თბილისიდან ჩარგლამდე.

მიუხედავად ამისა, ერთხელ ისე მოხდა, რომ ვაჟა და ბაჩანა ბედმა მაინც შეახვედრა ერთ სახელგანთქმულ მოკრივეს, თანაც სანკტ-პეტერბურგში.

1883-84 წლებში ვაჟა-ფშაველა რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში იყო და იქაურ უნივერსიტეტშიც ხელმოკლეობის გამო "თავისუფალ მსმენელად" ირიცხებოდა. რადგანაც ასე იყო, საცხოვრებელიც და საკვებიც სტუდენტური ყაიდისა ექნებოდა და ათასში ერთხელ მოუწევდა სანკტ-პეტერბურგის განთქმულ სალონებში (იმ დროს ასე ეძახდნენ რესტორნებს, სადაც კეთილშობილი ხალხი იკრიბებოდა) პურობაც, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად.

ჰოდა, იმ დღესაც, როცა ეს ამბავი მომხდარა, ერთ-ერთ სალონში მსხდარან ქართველები. ვაჟასთან ერთად კი მისი ძმა ბაჩანაც ყოფილა.

მოვლენები კი, ერთი შეხედვით, ძალზე ბანალურად განვითარებულა: გვერდით მაგიდასთან მსხდარ ყოყოჩ უცხოელებს რაღაც არ მოსწონებიათ ჩვენებისა და უკმეხადაც მიუმართავთ. ვაჟა უკმეხად მიმართვას ვის შეარჩენდა და კაი გვარიანი ჩხუბიც ატეხილა - იმდენად მაგარი, რომ სულ მილეწილ-მოლეწილა იქაურობაც და იმ უცხოელთა ცხვირ-პირიც.

მერე, როგორღაც მოგვარებულა ყველაფერი და ქართველებს თავიც დაუძვრენიათ ჟანდარმერიისგან.

რუსული ჟანდარმერია კი ჩვენებურებს ოდითგანვე ძალიან მტრობდა და მისგან თავის დაძვრენა ბაჩანასა და ვაჟას რა და რამდენი დაუჯდებოდათ, მკითხველმა წარმოიდგინოს.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მეორე დღეს, ბაჩანა რომ სამშობლოში გამობრუნდა, ვაჟასთან სასტუმროში ვიღაც ახმახი, დაკუნთული უცხოელი ჯეელი მისულა და თავი ამგვარად წარუდგენია: მე, ბატონო, ის კაცი გახლავართ, გუშინ ამა და ამ სალონში, თქვენ გვერდით მაგიდასთან რომ ვიჯექი და ჩემდა დიდად სამწუხაროდ, თქვენგან მოქნეულმა მუშტებმა დამაზარალაო.

ეს უცნობი ბაჩანას ვინაობით ინტერესდებოდა და ითხოვდა, გამაცანითო.

ვაჟა-ფშაველამ ახედ-დახედა უცხოელ ახმახს და მიხვდა, რომ სულაც არ ჰგავდა შურის საძიებლად მოსულს - უფრო ინტერესი ამოძრავებდა.

თქვენ ვინ ბრძანდებითო, უკითხავს სიმკაცრეშეპარული თავაზიანობით და პასუხად მიუღია: ჩემპიონი ვარ კრივში, თანაც საკმაოდ ცნობილი და ჯერ ჩემი მომრევი, ემაგ კაცის გარდა, არავინ მინახავს და მეგონა, ვერც ვნახავდიო.

გამოიყვანეთ, ერთი კაი პური უნდა ვჭამო მაგასთანო. ერთი სიტყვით, კი ეტყობოდა, რომ ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის ფასიც ესმოდა.

ამიტომაც ვაჟამ არ გააწბილა და მასთან ერთად პურიც გატეხა, ღვინოც დალია და ისიც უთხრა, ის თქვენი მომრევი ჩემი ღვიძლი ძმააო. ალბათ, სტუმარმა ისიც სთხოვა - ჩემი სირცხვილი არ გაამხილო, ისე კი ვწუხვარ, რომ ჩხუბის მიზეზი ჩვენ მოგეცითო. ვაჟამაც აღუთქვა - მაგაზე არ იდარდოო. ამიტომაც არ ახსენა მისი სახელი იმ თავის ფელეტონში, რომელიც მოგვიანებით გამოაქვეყნა.

არქივები კი მოწმობენ, რომ სწორედ იმ დროს სანკტ-პეტერბურგში ტურნეს ატარებდა ირლანდიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე - ჯონ ლოურენს სალივანი.

სხვა რომელიმე მოკრივე იქ იმ დროს არავინ იყო, რადგანაც კრივი რუსეთის იმპერიაში იმდენად პოპულარული არ იყო და, რომ გამხდარიყო, სწორედ იმიტომაც იყო ჩასული ჯონ ლოურენს სალივანიც.

ის კი მაშინ მართლაც იყო ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი და ევროპაში ძალის საცდელად ჩამოსულიყო, თავის იმპრესარიოსთან ერთად. მაშინ მისდარი კი არა, საერთოდ მოკრივეებიც კი იშვიათი სანახავი იყო ბრიტანეთს გარეთ.

ამიტომაც მინდა მჯეროდეს, რომ ვაჟამ და ბაჩანამ სწორედ ჯონ სალივანი გალახეს, თუმცა აშკარა დამამტკიცებელი საბუთი ამისა არ არსებობს - როგორც ვთქვი, ვაჟამ ნამუსი შეუნახა გალახულ უცხოელს. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ვაჟაც ხომ არ იქნებოდა?

მაგრამ ჯონ სალივანი კი ერთადერთი ჩემპიონი იყო, რომელიც იმხანად - 1884 წელს სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა...

მიხეილ ლაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვაჟა
ერთი არ მიაც მოაცვამდე რა. რაღაც ლეგენდებს თუ ძმა ხარ რა. ესეიგი კრივში ხელთათმანები სულ ვაჟას გამო გაიკეთა მსოფლიომ. ან ფაქტი დადე ან მოდი იდი ნახვდის რა
ვაჟა
ერთი არ მიაც მოავამდე რაღაც უსაბუთო ლეგენდებს თუ ძმა ხარ რა. ესეიგი კრივში ხელთათმანები სულ ვაჟას გამო გაიკეთა მსოფლიომ. ან ფაქტი დადე ან მოდი იდი ნახუი რა
gia
ეს ისტორია პატარაობიდან მოყოლებული ვიცი და ვამაყობ რომ ვაჟას,ბაჩანას და კიდევ სხვა ბევრი ზეკაცის გორისა ვარ.
www.
იტორიის დამახინჯებაზე,რომ არაფერი ვთქვათ გრამატიკული შეცდომები აღგაფრთოვანებს პირდაპირ .დავჯექი მაგიდასთან და არა მაგიდაზე. როცა საუბარია ორ ან მეტ პირზე ისინი სხდებიან და არა ჯდებიან.
xevsuri
გაიხარე დავით. აი ეგ არის ზუსტი ისტორია და ასე უნდა იცოდეს ყველამ. იმედია ავტორი წაიკითხავს და გამოასწორებს თავის შეცდომას რადგან "ლელოს" ძალიან ბევრი მკითხველი ყავს(განსაკუთრებით მოზარდი თაობა)!
xevsuri
"კარგის და ცუდის" გამრჩევო ვაჟკაცო.. კარგი, ნომერს არ მწერ და აღარც გამოგეკიდები, მაგრამ იმას მაინც მიხვდი რომ ასეთი უცოდინარობის გამოვლენით თვითონ გაიხადე თავი დასაცინად! მეცნიერული დისერტაცია არა იხვის ტოლმა.. სად ერკელ და სად....!!! ამდენი იმიტომ დავწერე რომ არ მინდოდა იმ ხალხს ვისაც არ სმენია ეს ამბავი არასწორი წარმოდგენა დარჩენოდა.. და საეთოდ ისტორიის დამახინჯება არ შეიძლება და არც უნდა დავუშვათ! ეხლა კი კარგად მისმინე.. რო დამჯდარხარ კლავიატურასთან და სიტყვებს ვერ ზომავ ეგრე არა არის ბიძიკო.ეგეთ კბენებს არავინ არავის პატიობს და მეც "ლაივში" ვინმემ რო მითხრას კარგს და ცუდს ვერ არჩევო ცხვირპირს ჩავულეწავ! მოკლედ თუ ატყობ არ მინდა აგყვე და მეტს ნუღა წაიგესლები და ამით მოვრჩეთ. ასე აჯობებს ორივესთვის დამიჯერე! არ არის ლამაზი ინტერნეტით კინკლაობა.
მთიელი
ბაჩანა კი არა გიორგი. ვაჟა და ვაჟას ძმამ გიორგიმ იჩხუბეს პეტერბურგში. ბაჩანამ კი არა. ფაქტებს ნუ ამახინჯებს ავტორი
გიორგი
დამწერს კი არ ვიცავ, იმას დავცინი, ვისაც სპორტული გაზეთის სტატია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელი დისერტაცია ჰგონია
პაპა
გიორგი !გულზე არ მხვდება გენა (თუ მეც მგულისხმობ) ..მე ვამბობ რომ რუსი სცემა ,რუსი ჩემპიონი მეთქი
z
ხ
დავითა
ვაჟა მუშტი-კრივში გამორჩეული იყო იმ მხრივაც, რომ ფიზიკურად ძლიერი გახლდათ. გორში სწავლის დროს, ის მთელ გორში ცნობილი გახდა, როგორც უძლიერესი მოკრივე. გორი იმ დროს ორ ნაწილად ყოფილა გაყოფილი: ზემოუბანი და ქვემოუბანი. ეს ორი უბანი უპირისპირდებოდა კრივში ერთმანეთს. ზემოუბნელები ჩაგრავდნენ ყოველთვის ქვემოუბნელებს. ვაჟა-ფშაველა და მისი მეგობრები, მათ შორის, გიორგი ლეონიძის მამა, ნიკო ლეონიძე, დამდგარან დაჩაგრულების მხარეს. მას შემდეგ ქვემოუბნელებს დაუჩაგრავთ ზემოუბნელები. თურმე, ვაჟა რომ ჩაერთვებოდა მუშტი-კრივში, ზემოუბნელებში ჩოჩქოლი ატყდებოდა – ჩამოვიდა ფშაველიო და გარბოდნენ. ვაჟას მუშტი-კრივი „დიდ ასპარეზზე” გამოსდგომია. პეტერბურგში მცირე დროით ყოფნის დროს, ფული რომ შემოაკლდათ, ერთხელაც, ვაჟა და მისი უფროსი ძმა – გიორგი, ქუჩაში გამოსულან იმ იმედით, რომ ვიღაცა ნაცნობს გადაეყრებოდნენ და ის დააპურებდა... ამ დროს, გადაეყარნენ, გერმანელ სტუდენტს, რომელიც ასეთივე მიზნით ყოფილა გამოსული ქუჩაში. გერმანელს შეუთავაზებია – ლუდხანაში ჩავიდეთ, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგებს, პურმარილი იკისროსო. მართლაც ჩავიდნენ, ითამაშეს და ვაჟამ მოუგო. – ეს კიდევ ერთი თვისებაა ვაჟასი, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. – ბილიარდს ნამდვილად კარგად თამაშობდა ვაჟა. გახარებული გიორგი, თურმე თვალს უკრავდა ძმას და ღიმილით ეუბნებოდა, მუცლებს ამოვივსებთ, ვაჟას ჭირიმეო. ამ დროს, გერმანელი, საპირფარეშოში გასვლის საბაბით გაპარულა. ვაჟას და გიორგის კი ლუდხანის მეპატრონემ ბილიარდის თამაშის თანხის გადახდა მოსთხოვა. მათ უპასუხიათ, – ჩვენ მოვიგეთ, ვინც წააგო და ვისაც უნდა გადაეხადა, მას მოსთხოვეთო! ლუდხანის პერსონალი დაეხვია რაზიკაშვილებს და გაიმართა მუშტი-კრივი. ვაჟა და გიორგი რამდენსაც დაარტყამდნენ, იმდენს იატაკზე აგდებდნენ. იხუვლეს ლუდხანაში მოქეიფეებმა და ყველანი ერთიანად წაესივნენ „ვიღაც ველურებს”. გიორგი დაჰკრავდა ერთს, გააგორებდა და ვაჟას გასძახებდა: დახკარიკავ ლუკურიკავ, ძმაის ჭირიმეო. როცა დაიღალნენ და უკვე შეიძლებოდა, ჩაეხოცათ კიდეც, გიორგი გამოვარდა, ბოქაულს დაუძახა და შევიდნენ ლუდხანაში. ბოქაულმა რომ გაიგო, 25 კაცი ამ ორ კაცს უჩიოდა, უყვირა მათ: როგორ შევადგინო ოქმი, სირცხვილია, დამეკარგეთ, თქვენი „დუხი“ არ მანახოთო. რამდენიმე ხნის შემდეგ, გიორგი უკვე მარტო, ისევ მშიერი მოდიოდა. ვიღაც უცხო პიროვნებამ, რომელიც ევროპულად იყო გამოწყობილი, თავზე ცილინდრი ეხურა და ტროსტი ეკავა, გააჩერა და ბოდიშის მოხდით, სთხოვა: თქვენი გაცნობა მინდა და თუ შეიძლება, რესტორანში დავსხდეთო. მერე ჰკითხა: ვერა მცნობთო? ვერაო, – უპასუხა გიორგიმ. ამა და ამ დროს, ამა და ამ ლუდხანაში თქვენ იჩხუბეთო? – გიორგი დაეთანხმა. მეორე ვინ იყო თქვენთან ერთადო? – ჩემი ძმაო, – არ დაუმალავს რაზიკაშვილს. სად არის ახლა ისო? – ისევ უკითხავს უცნობს. უფულობისა და გაჭირვების გამო, მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნდაო, – მიუღია პასუხად. ცილინდრიანს უთქვამს: მე ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი „ბოქსიორი“ ვარ, მაგრამ ეგეთი მაგარი მუშტი არასდროს მომხვედრია, თქვენმა ძმამ რომ მითავაზა ფერდში; მოცელილი ბალახივით დამაგდო და სამი დღე კომპრესებს ვიდებდიო.
დავითა
იმ დროს საქართველოში გავრცელებული იყო მუშტი–კრივი,თუ როგორი მოკრივე იყო ვაჟა,ამაზე მეტყველებს პეტერბურგში მისი ყოფნის ერთი ეპიზოდი. პეტერბურგში ყოფნის დროს, ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროს ძმას) ფული სრულიად გამოლეოდათ.შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი,რომელსაც უთქვამს: „წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს,სადილი იმან გადაიხადოსო.“ არც იმას ჰქონია ფული და გაპარულა. ბილიარდის ფულის გადახდაზე ამტყდარა მთელი მუშტი–კრივი. როგორც შემდგომში გაირკვა, ვაჟას უცემია ცნობილი ბოქსიორი.
ტაისონა
ვეთანხმები ხევსურს. მეც ზუსტად ესე მახსოვს ეგ ამბავი როგორც ხევსური ყვება. გიორგი შენ ასე რამ აგაღელვა და გაგამწარა რო ასე თავგამოდებით იცავ ამის დამწერს?
xevsuri
სანამ გიორგის ვუპასუხებ ვიტყვი რომ ამ სტატიის გადამკიდე მეც გამეპარა ერთი უნებლიე შეცდომა. იქ ვაჟასთან ერთან ბაჩანა კი არა ვაჟას უფროსი ძმა გიორგი იყო. მიკვირს ამდენი შეცდომა ერთ პატარა წერილში როგორ მოახერხა ლაბაძემ. მე თვითონ როგორც ყოფილმა მოკრივემ და ვაჟას უსაზღვრო თაყვანისმცემელმა ეს ამბავი ზუსტად ვიცი და რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.. რახან გიორგის ასე ჯერა ამ სტატიის სიმართლის(ისე იცავს ლამის ვიფიქრო თვითონ ხომ არ დაწერა).. თანმიმდევრულად მოკლედ განვიხილავ ამ მართლაც ნაბოდვარს! დავიწყოთ. 1)აქ წერია რომ 1882 წლამდე კრივი უხელთათმანოდ ტარდებოდაო.. ეე სად ხართ ბიჭოო!!! კრივს მაინც გაანებეთ თავი როცა აზრზე არ ხართ. 1867 წელს უკვე კრივის 12 ძირითადი წესი არსეობობდა სადაც გარკვევით იყო მითითებული ხელთათმანებზე რომ უნდა ყოფილიყო ორივე მოკრივისთვის ერთი წონის, კარგი ხარისხის ტყავის და თანაც ახალი!!! ამ კანონებს ერქვა მარკიზ ქუინსბერის წესები. რა ცირკი,როცა უკვე რინგიც არსებობდა და სხვა კიდე მრავალი. მოდით საერთოდ ბოქსზე მაინც ნუ შემეკამათებით! 2)აქ წერია რომ ქართველები კრივს მარტო პრაკტიკული სახით იყენებდნენო.. სადა ბანაობ ავტოორ?!!!! თვალები ფართოდ გაახილე და თუნდაც თბილისის და გორის ისტორია წაიკითხე. შემიძლია სქოლიოების მითითება მაგრამ გიორგის ტონის გამო ამას არ ვაპირებ. წიგნებთან მწყრალად თუ ხარ ინტერნეტში მოიძიე(ცოტა რამეს აქაც მიაგნებ).. 3)იმ დღის მოყოლისას ავტორი წერს რომ იქ თურმე ქართველები ქეიფობდნენო ვაჟასთან და ბაჩანასთან ერთადო. არა ჯიგარო არა.. ვაჟა და გიორგი(და არა ბაჩანა)უფულოდ იყვნენ და სწორედ მაგას მოყვა ჩხუბი. და მათ გარდა იქ სხვა ქართველები არ ყოფილან!!! 4)ჩხუბის ბუნდოვანი ვერსია კიდევ ერთი სისულელე.. ვიმეორებ ჩხუბი მოყვა გერმანელი სტუდენტის გაპარვას რომელსაც უნდა გადაეხადა ფული. 5)აქ რა ჩხუბია აღწერილი უბრალოდ ვერ ვხვდები და რა ჟანდარმერია რის ჯანდაბამერია:))) 6) აი აქ იწყება დიიდი ფანტაზიები. ჯერ ეს იქ იმ დროს არარსებული ბაჩანა თურმე ეგრევე სამშობლოში წამოსულა.. არადა რაღაც პერიოდის მერე ლუკამ დატოვა ქალაქი(ცნობისთვის- ზოგზოგებისთვის- ლუკა ვაჟას ნამდვილი სახელი იყო) და ის მეორე დღის ისტორია ხო გლიჯავს საერთოდ. რა პურმარილი ოეეე!!! ვაჟასთან სასტუმროში მივიდაო.. საიდან მოგაქვთ ეს მართლა ნაბოდვარი.. კიდევ ვიმეორებ გიორგი სეირნობდა ბულვარში და იქ შემთხვევით შეხვდა ის ცნობილი მოკრივე სადაც შედგა სულ სხვა შინაარსის საუბარი. კაცი ამბობდა სამი დღე გვერდზე კომპრესები მედოო და აქ წერენ მეორე დღეს სასტუმროში მოაკითხაო:)კაი რაა!!! მოკლედ მე მოვრჩი ამ თემაზე წერას და თუ ვინმე შეუგნებელია ეს მისი პრობლემაა.. ამდენს იმიტომ გავისარჯე რომ არ მინდა ხალხმა დაუჯეროს ამ სტატიას! ეხლა რაც შეეხება გიორგის. კაცური კაცი აი ჩემი მაილი ze_moreira@mail.ru ერთი მომწერე შენი მობილი. თუ რაში მაიტერესებს და რაზე მინდა გესაუბრო ამას ტელეფონზე აგიხსნი.
ოთარი
ხევსურს ვეთანხმები !
ოთარი
ვეთანხმები ხევსურს ! ეგ ეპიზოდი წიგნშიც არის აღწერილი *კრივი და მოკრივენი* მაგრამ იქ მე მგონი რუსი მოკრივეა ნახსენები კაროლიოვი თუ ვიღაც
პაპა
წიგნში *კრივი და მოკრივენი* აღწერილია ეს ეპიზოდი და იქ თუ არ ვცდები რუსი მოკრივე კოროლიოვზეა საუბარი
გიორგი
ხევსურო, წყარო მიუთითე, თავისი სქოლიოებით და გვერდების დამოწმებებით. შენგან განსხვავებით, მე კარგს და ცუდს ვარჩევ და არ ვთვლი, რომ ეს სტატია ნაბოდვარია ;)
xevsuri
გიორგი. დანამდვილებით გეუბნები რომ რაც დავწერე სიმართლეა. ეგ ჩხუბი მოყვა ბილიარდში წაგებული გერმანელის გაპარვას.xevsur2 საიდან მოიტანე ძმიავ რო სხვადასხვა ჩხუბია. ჯერ ერთი ის გერმანელი არავის უცემია(ცუილივით გაიპარა და როგორღა ცემდნენ) და კი გიორგის კი ეტყობა საერთოდ არ აქვს წაკითხული სინამდვილე და ვეღაცის მონაყოლით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს. გიორგი ჯიგარო კაცურად გთხოვ რომ მონახო სადმე ეს ამბავი და წაიკითხო. და იქ ნახავ თუ როგორ მიანგრიეს ვაჟამ და მისმა ძმამ დაახლოებით 25 კაცი და მერე ბოქაულმა როგორ აგინა იმ ქლიბებს ორ კაცს როგორ უჩივიხართო?! და ჩხუბი მოყვა იმ აფერისტი გერმანელის მიერ ვაჟას გადაგდებას. კაი რა ხალხო რაღას მალაპარაკებთ, ადექით და წაიკითხეთ. ოღონდ წაიკითხეთ ნამდვილი ისტორია და არა ვიღაცის ნაბოდვარი.
გიორგი
მეც ეგრე ვიცი, რომ ხევსურს მოუვიდა შეცდომა - ბოქაულმა რომ ყველას აგინა ის სხვა ჩხუბი იყო და ჩემპიონი რომ გაილახა - სხვა
murtalo
...კიდევ გადავიკითხე...ბოდიში, მაგარი და-------ი ვარ...აუუუ...
murtalo
...ერთი ეგ გამაგებინა, ეს შავი ქალი ვინ იყო?:)...ანა მოურა ვინ ოხერია?:)))
xevsuri2
ხევსურ, ეგ სხვა ჩხუბი იყო და ეს სხვაა, გერმანელები რომ ცემეს ლუდხანაში ეგ სხვა დროს იყო და ეს სხვა დროს.
თუში
სხვათა შორის, ვაჟას და თედოს კარგი მუშტიკრივის ამბავი გადმოცემებში და მოგონებებში თელავსა და გორში ცნობილია,აი, თბილისში კი არა! ეს პერიოდები ძირითადად მოწაფეობის ხანას ემთხვევა და სოლიდურ ასაკში კი, არც ერთი არ ჩხუბობდა, გარდა ყოფითი(ვინმეს დანაშაულისთვის ცხვირის დანაყვისა)შემთხვევებისა...
zurab
მეც xevsuri–ს მონაყოლი ამბავი ვიცოდი
nino
სწორი შენიშვნებია და სტატიის ავტორმა უნდა გაითვალისწინოს ამის შემდეგ. ეგ ის ჩხუბი იყო დაჰკარიკავ ლუკარიკავ ძმაის ჭირიმეო ბაჩანა რომ დასძახოდა და ბოქულმა აგინა ყველას ოცდახუთ კაცს ორმა კაცმა როგორ მოგერიათო.ვაჟა იყო გენიოსი.
გიორგი
ხევსურო, მე მაგ შენს მოყოლილ ამბავში ბევრი განსხვავება ვერ დავინახე :) უბრალოდ აქ მოკლედაა მოთხრობილი და შენ გრძლად მოყევი.
xevsuri
ამ სტატიაში ბევრი შეცდომაა.. ეგ ჩხუბი სულ სხვა რამეს მოყვა. ვაჟა ფშაველა ერთ გერმანელს ეთამაშა ნიძლავზე ბილიარდს. წაგებულს უნდა ეკისრა სუფრა. გერმანელმა შეუკვეთა საჭმელები და როცა გადახდის დრო მოვიდა ტუალეტიდან ფანჯრის მეშვეობით გაიპარა.. მერე ამას მოყვა მეპატრონის დაპირისპირება ვაჟასთან და ბაჩანასთან რომელთაც საკმარისი ფული არ ქონდათ. ეს კამათი გადაიზარდა ჩხუბში.. რადგან მეპატრონემ და მისმა დამქაშებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ვაჟას,ვაჟამ მომენტალურად მიუნაყა ცხვირპირი რამდენიმე კაცს. იმ ცნობილი კაფის თუ რესტორნის მეპატრონეს ყველა იცნობდა და უმეტესად თავისი კლიენტები ყავდა. ამიტომ თითქმის ყველა დაესია ამ ორ კაცს(სტატიაში წერია თითქოს იქ ამათ გარდა კიდევ იყვნენ ქართველები რაც კიდევ ერთი შეცდომაა).მოკლედ, ვაჟა და ბაჩანა ჯერ ზურგებით დადგნენ ერთმანეთთან და ვინც ახლოს მიბედა ყველა ძირს დააგდეს თითო დარტყმით. მერე ბაჩანამ ალყა გაარღვია გავარდა გარეთ და ვაჟას დაუძახა გამაგრდი მე ბოქაულს მოვიყვანო. ვაჟა კედელს მიეყრდნო და გააგრძელა ჩხუბი.. როცა ბოქაული და მაშინდელი სამარათლდამცავები მოვიდნენ ნახეს ასეთი სურათი.. მუშტებმოღერებული ვაჟა და მის გარშემო სახედაბეჟილი ხალხის წრე.. რომლებიც ეგრევე ბოქაულს მიცვივდნენ და ერთხმად დაიწყეს ყაყანი ორი კავკასიელი თავს დაგვესხა და გვცემაო.. ბოქულმა რო ნახა ეს ამდენი ხალხი ორ კაცს უჩიოდა გადარეულა და აქეთ აგინა ყველას და ესენი გაუშვა კიდეც. ამის მერე ბაჩანა ყვება თუ როგორ სეირნობდა მდინარე ნევის პირას ბულვარში და ამ დროს მიუახლოვდა ერთი ევროპულად ჩაცმული კაცი რომელმაც კითხა. თქვენ ის არ ხართ ამა და ამ დროს ჩხუბში რო მიიღეთ მონაწილეობაო.. ბაჩანა დაიძაბა და საჩხუბრად მოემზადა, მაგრამ უცხოელმა დაამშვიდა და უთხრა ის მეორე ვინ იყოო? -ჩემი ძმა იყოო და შენ რაში გაინტერესებსო?-ბაჩანამ. რაში მაინტერესებსო და მე ვარ ევროპის ჩემპიონი კრივშიო და აქამდე ასეთი დარტყმა არასოდეს მიმიღიაო. ისეთი დამკრა გვერდში მუშტი შენმა ძმამ რომ მოცელილი ბალახივით დავეცი და სამი დღე და ღამე ფერდზე კომპრესები მედოო და ვიწექიო.. ასე რომ ძალიან გთხოვთ პატივი ეცით ისტორიას და ნუ ამახინჯებთ. კარგად გაეცანით სინამდვილეს და მერე დადეთ სტატიები ასეთ თემებზე. ის მოკრივე სალივანი იყო თუ არა ამას ვერავინ დაამტკიცებს მაგრამ რახან საკუთარ თავს ჩემპიონი უწოდა მაშინდელი ვაჟკაცური კოდექსების გამო ტყუილს არ იკადრებდა. ანუ მართლა ცნობილი მოკრივე იყო. ხოლო ვაჟა რო ძლიერი მოკრივე იყო ეს თბილისელებმა იცდონენ რადგან მაშინდელ თბილისში ხშირად იმართებოდა სახალხო მუშტი კრივი ზემო და ქვემო უბენებს შორის და როცა ვაჟა მონაწილეობდა ყოველთვის ის მხარე იმარჯვებდა რომელ მახრესაც ის კრივობდა. ანუ სტატიაში კიდევ ერთი დიდი შეცდომა ისაა რომ თითქოს ქართველებს კრივი მარტო სათავისოდ ცოდნიათ და ერთმანეთს არ ეჯიბრებოდნენო. ჯერ ერთი თუ არ იკრივე ხშირად კარგი მოკრივე ვერ იქნები.. P.S.მიუხედავად ჩემი კრიტიკისა ბატონ მიხეილ ლაბაძეს მაინც მადლობას ვეტყვი იმ შესაძლო აღმოჩენაზე რომელიც შეიძლება სიმართლეც იყოს.. უბრალოდ მართლა გასარკვევია ჯონ სალივანი იმ დროს მართლა იმყოფებოდა თუ არა სანქტ-პეტერბურგში.
გიორგი
ანა მოურა თუ ჩამოდის, ამ სტატიის ავტორი გაუშვით მასთან ინტერვიუზე, ვნახოთ აბა, რას იზამს
ქართლოსი
"დაჰკარიკა ლუკარიკა, ძმაის ჭირიმე"! – ასე მახნევებდა ბაჩანა ჩხუბის დროს. ეგ ცნობილი ამბავია და სულივანი იყო თუ "სხვა"–ლივანი ეგ არ ვიცი:)
kaistatiaa:))
ანა მოურა 13 დეკემბერს ჩამოდის ექსპო-ჯორჯიაზე, ოფიციალურ საიტზე წავიკითხე...
მე
დიდი ხანია, ავადმყოფურმა შიშმა ყოველივე ქართულის დადებით შეფასებაზე ტენდენციურ "სვეცკ" საზოგადოებას ორიენტირი აურია და მეორე უკიდურესობაში გადააგდო. არ ვიცოდი, ვიკიპედია თუ ჭეშმარიტების მეტრი იყო :)
გიორგი
"ვიკიპედიას" ვენდობით? იქნება და ეგ ამბავი 1884 წლის დეკემბერში მოხდა? რატომ გხვდებათ გულზე ქართველების წარმატებების ამბები?
ვაჟა
სისულელეებს ნუ წერთ! სალივანმა 1884 წელს (თებერვლიდან - ნოემბრამდე) ათი შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიზე და ათივე მოიგო. რის პეტერბურგი და რა ტურნე. შედით და წაიკითხეთ. http://en.wikipedia.org/wiki/John_L._Sullivan
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა