32-დან 14 ცნობილია, დარჩა 53 თამაში
მუნდიალის შესარჩევი ციკლი დასასრულს უახლოვდება - ევროპაში პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიღა დარჩა და შემდეგ დაიწყება პლეი ოფი. უკვე პლეი ოფის სტადიაა აფრიკაში, სრულდება ყველაფერი ამერიკის კონტინენტზეც. მიუხედავად ამისა, ჯერ ბრაზილიაში მონაწილე გუნდების ნახევარიც კი არ გარკვეულა.

14 საგზურის ქრონიკა

2014 წლის მუნდიალის საგზურების 43% გაცემულია. 14 საგზურის ქრონიკა კი ასე გამოიყურება: მასპინძელ ბრაზილიას ჯერ 4 ივნისს იაპონია შეუამხანაგდა, შემდეგ სხვა აზიური ნაკრებები - 18 ივნისს საგზურებს ავსტრალია (აზიის ზონაშია), ირანი და სამხრეთი კორეა დაეუფლნენ. ამის მერე 10 სექტემბრამდე პაუზა იყო, ათში კი მუნდიალზე თამაშის უფლება კიდევ 5-მა გუნდმა მოიპოვა: ჰოლანდიამ, იტალიამ, აშშ-მ, კოსტა რიკამ და არგენტინამ. 11 ოქტომბერს საგზური გერმანიის, შვეიცარიის, ბელგიისა და კოლუმბიის ნაკრებებმა მოიპოვეს.

ვან პერსის რეკორდი

ჰოლანდიის ნაკრებმა 8:1 გაანადგურა უნგრეთის გუნდი. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა რობინ ვან პერსიმ, რომელიც ჰოლანდიის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა - ახლა მას 79 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი, ერთით მეტი, ვიდრე პატრიკ კლუივერტს.

ლუის ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "ეს მისთვის დიდი მიღწევაა. პატრიკს თავად ყველაზე მეტად უხაროდა რობინის მიღწევა".

იცით თუ არა, რომ...

* მუნდიალის 31 საგზურისთვის ბრძოლა 202-მა ნაკრებმა დაიწყო (მათ შორის, საქართველომ).

* ყველაზე მეტი ნაკრები უეფას ზონაშია - 53, შემდეგ მოდის აფრიკა - 52, აზია - 43, კონკაკაფი - 35, ოკეანეთი - 11 და სამხრეთი ამერიკა - 9.

* აზიის საკვალიფიკაციო ტურნირი დიდი ხანია, დასრულებულია, თუმცა აზიიდან კიდევ ერთ გუნდს შეუძლია მუნდიალზე მოხვედრა - იორდანია ელის კონმებოლის ზონაში მე-5 ადგილზე გასულ გუნდს.

* მუნდიალის 767 საკვალიფიკაციო მატჩი უკვე გავლილია, დარჩა 53.

* სულ გავიდა 2 187 გოლი.

* ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ახალი კალედონიის ნაკრებმა - 36. შემდეგ მოდის არგენტინის ნაკრები - 33, ჰოლანდია და ანტიგუა - 32-32.

ევროპა

* 9-დან 5 ჯგუფში გამარჯვებულის და შესაბამისად, მუნდიალის საგზურის ბედი გარკვეულია. სხვათა შორის, ისე დაემთხვა, რომ გარკვეულია პირველი ხუთი ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი.

* ევროპაში 13 საგზურიდან 5-ის მფლობელი გარკვეულია, დარჩენილი 8 საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს 19 ნაკრები. აქედან, რუსეთის შანსს 99%-იანი ეთქმის, ხოლო სომხეთისას - მხოლოდ თეორიული.

* C ჯგუფი ერთადერთია, სადაც ყველაფერი გაირკვა: გერმანიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა, შვედეთმა კი პლეი ოფის საგზური გაინაღდა. გამორიცხულია, რომ ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი (ბოსნია) ყველაზე უარესი გამოდგეს 9 ჯგუფში და შესაბამისად, პლეი ოფში ვერ გავიდეს.

* პირველ-მეორეადგილოსანთა (ბელგია, ხორვატია) ვინაობა გარკვეულია A ჯგუფშიც, ოღონდ ხორვატიის ნაკრებს პლეი ოფი ჯერ არ გაუნაღდებია.

* დღევანდელი მდგომარეობით, უცუდესი მეორეადგილოსანი ბულგარეთია (7 ქ).

* სულ მცირე, პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვთ რუსეთს, ბოსნიას, საბერძნეთს, ინგლისს, ესპანეთსა და საფრანგეთს. შვედეთზე უკვე ვთქვით - ეს გუნდი უკვე პლეი ოფშია.

* საშუალო დასწრება ყველაზე მაღალი ჩვენს ჯგუფშია - 38 985. G ჯგუფში ეს მაჩვენებელი მართლაც კატასტროფულია - საშუალოდ 9 150 ადამიანი დადის თითოეულ მატჩზე.

* საქართველოს ნაკრებზე მეტი გოლი გაიტანა 35-მა ფეხბურთელმა!

* ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს: ჰოლანდიამ (32), გერმანია (31), ინგლისმა (29) და ბოსნიამ (29).

* ყველაზე ცოტა გოლი გაიტანეს: ანდორამ (საერთოდ არ გაუტანია), სან მარინომ (1) და საქართველომ (3).

* ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს: ბელგიამ (3) და ესპანეთმა (3).

* ყველაზე მეტი გოლი გაუშვეს: სან მარინომ (46), ანდორამ (28) და ფარერის კუნძულებმა (26).

* ყველაზე მეტი გოლი პენალტით გაიტანა უნგრეთის ნაკრებმა (4).

* ყველაზე მეტი მოგება აქვთ: ჰოლანდიას (8), გერმანიას (8) და ბელგიას (8).

* ტურნირზე არ მოუგიათ: ლიხტენშტაინს, ფარერის კუნძულებს, სან მარინოს და ანდორას.

* საქართველოს ნაკრებმა სულ 1 მატჩი მოიგო.

* ყველაზე მეტი მატჩი ფრედ დაასრულა აზერბაიჯანმა - 5.

* ყველაზე მეტი მატჩი წააგეს: სან მარინომ (9) და ანდორამ (9).

* ტურნირზე არ წაუგიათ: ჰოლანდიას, გერმანიას, ინგლისს, ბელგიას, იტალიას, შვეიცარიას და ესპანეთს.

ბომბარდირები: 11 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია), დიონ მაკოული (ბელიზი); 10 - ლიონელ მესი (არგენტინა), ბლას პერესი (პანამა), ლუის სუარესი (ურუგვაი), ედინ ჯეკო (ბოსნია), პიტერ ბირსი (ანტიგუა); 9 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), რადამელ ფალკაო (კოლუმბია); 8 - ჯერი ბენგსტონი (ჰონდურასი), კლინტ დემპსი (აშშ), შინჯი ოკაზაკი (იაპონია), ჟორჟ გოპ-ფენეპეი (ახალი კალედონია).

ასისტენტები (მხოლოდ ევროპა): 7 - თომას მიულერი (გერმანია); 6 - ჟოაო მოუტინიო (პორტუგალია); 5 - ჯერმაინ ლენსი (ჰოლანდია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვან გაალი: რონალდო უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე მესი
ფეხბურთის ისტორიაში TOP 10 ყველაზე სკანდალური ტრანსფერი
"ფეინოორდის" მწვრთნელად რობინ ვან პერსი დანიშნეს
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ცნობილი გახდა, რას ნიშნავდა მესის აღნიშვნა მუნდიალის 1/4-ფინალში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ვან პერსიმ "ოქროს ბურთის" ნომინანტებში რონალდო და მესი არ დაასახელა
ვან პერსიმ ადვოკატს უარი ვერ უთხრა და მწვრთნელი გახდა
ვან პერსი: მსოფლიოში საუკეთესო ახლა ეს სამი ფეხბურთელია