ლიდერობა განიმტკიცა
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპს მალაიზიამ უმასპინძლა. მართალია, გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა მარკ მარკესმა ვერ შეძლო მორიგი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევარ ხორხე ლორენსოსთან.

შაბათს, პოული სწორედ მარკესმა მოიგო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სტარტი ჩააგდო, რითაც ისარგებლეს ლორენსომ და დანი პედროსამ, რომლებიც მეორე რიგიდან იწყებდნენ ბრძოლას. პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, მარკესი, როსი, ბაუტისტა, კრატჩლოუ...

პირველ წრეებზე "ჰონდას" პილოტები - პედროსა და მარკესი შორს არ უშვებდნენ ლორენსოს და საბოლოოდ, მეხუთე წრეზე პედროსამ შეძლო "იამაჰას" წევრის გასწრება და სათავეში ჩაუდგა პელოტონს. ერთი წრის შემდეგ კი ლორენსოსა და მარკესის ლამაზი ბრძოლა ვიხილეთ, რომელშიც ხორხემ შეინარჩუნა მეორე პოზიცია.

მაგრამ მათი დუელი ამით არ დასრულებულა. მეცხრე წრეზე მარკესმა უფრო კარგად მოამზადა შეტევა და მაინც გაუსწრო მთავარ კონკურენტს, რის შემდეგაც, პირველი სამეული საბოლოოდ ჩამოყალიბდა: პედროსა - მარკესი - ლორენსო. რბოლის მეორე ნახევარი ესპანურმა ტრიომ მშვიდად ჩაატარა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირებაზე გადაიტანა აქცენტი. მეოთხე მივიდა ფინიშთან როსი, მეხუთეზე იყო ბაუტისტა, რომელმაც ამ პოზიციისთვის ბრძოლა მოუგო კრატჩლოუს.

მალაიზიის გრანპრი

1. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 20 წრე; 2. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +2,757; 3. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +6,669; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +10,351; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +22,149; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +22,301; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +30,864; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +45,111...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 298 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 255; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 244; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 198; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 166; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 136; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 120...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოტოგრანპრი: დებიუტანტი ტიტულს მიუახლოვდა

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოგრანპრი.: უცნაური ეტაპი და აღდგენილი ინტრიგა
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
დებიუტანტ მარკ მარკესის სერია ჩემპიონმა შეწყვიტა
ვალენტინო როსი ბრუნდება
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
ᓛᓝᓢᕝᕒᓠᓐᓜᓞᓠᓘ: ᕛᓐᓠᕙᓔᓡᓘᕡ ᓝᓗᓮᓘᓓ
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
ხორხე ლორენსოს მშვიდი გამარჯვება
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დებიუტანტი აღარ ხუმრობს
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
"ᓰᕝᓜᕓᓐ"