ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ენდი მიურეი ლონდონის წინ

ენდი მიურეი ლონდონის წინ

ბრიტანელმა ტაბლოიდ Telegraph-ის სტუდიაში ონლაინ-ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის წინ, ბრიტანელმა ენდიმ მიურეიმ ტაბლოიდ Telegraph-ის სტუდიაში ონლაინ-ინტერვიუში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს კითხვებს გულშემატკივრები უსვამდნენ, საუბარი კი ერთ-ერთ ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს ჯონათან როსს მიჰყავდა.

- ენდი, ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება. რას ელი ამ უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატისგან?

- ლონდონში შარშანც ვითამაშე და დიდი სიამოვნება მივიღე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ნადალთან შეხვედრა. "დიდი სლემის" ჩემპიონატებს თუ არ ჩავთვლით, ეს არის ტურში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი.

- ვის შეუძლია ყველაზე მეტი პრობლემები შეგიქმნათ?

- მეტოქეთა დონის მიხედვით ეს ყველაზე რთული შეჯიბრია. ვფიქრობ, ყველაზე მძიმე ნადალთან მატჩი იქნება. შესაძლოა, დახურულ კორტებზე ის უფრო სუსტად გამოიყურება, მაგრამ ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ნებისმიერ საფარზე სახიფათოა.

- ესე იგი ნადალთან ფინალზე ოცნებობთ?

- ამის იმედი მაქვს.

- როგორ აფასებთ ტურნირის წინ საკუთარ სპორტულ ფორმას?

- აგვისტოში ფედერერის დამარცხების შემდეგ ჩემს თამაშში შესამჩნევ პროგრესს ვგრძნობ. ბევრი დადებითი ემოცია მომცა ნოემბერში წყვილთა თანრიგში ვალენსიას ტურნირის მოგებამ, სადაც პარტნიორად ჩემი ძმა ჯეიმი მყავდა. ასე რომ, ამ მომენტისთვის კარგად ვარ მომზადებული.

- გადავიდეთ ინტერნეტ-მომხმარებელთა კითხვებზე. ერთ-ერთ გულშემატკივარს აინტერესებს, გააგრძელებთ თუ არა გამოსვლას წყვილთა თანრიგში? მაგალითად, გაისად უიმბლდონზე თუ ითამაშებთ ძმასთან ერთად?

- არა, უიმბლდონზე მხოლოდ ერთეულებში ვითამაშებ და ჩემთვის დასვენების ნებისმიერი საათი მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც წყვილთა თანრიგში გამოსვლაზე არ ვფიქრობ.

- დაგვისახელეთ ამ მომენტისთვის კარიერაში ყველაზე ღირსშესანიშნავი მატჩი?

- რთულია კონკრეტული მატჩის ამორჩევა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრა 2005 წლის უიმბლდონზე შედგა. მაშინ პირველად გავაღწიე მესამე რაუნდში და იქ თუ არ ვცდები დავიდ ნალბანდიანს შევხვდი. ჩემთვის უცხო იყო 15-ათასიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მაშინ სერიოზული გამოცდილება მივიღე.

- ცნობილია, რომ ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი ხართ. არამარტო მოგწონთ მატჩების ცქერა, არამედ ამ სახეობის ელემენტებს იყენებთ საჩოგბურთო ვარჯიშების დროს...

- ჩემთვის ეს მატჩებისა და ვარჯიშების წინ გახურების კარგი საშუალებაა. ყველაზე რთული საჩოგბურთო ბურთით ჟონგლირებაა.

- ისიც ვიცით, რომ ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ფიქრობდით და დიდი დროს ატარებდით საფეხბურთო მოედანზე...

- ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა. საერთოდ, სპორტული ბიჭი ვიყავი. კარგად გამომდიოდა ცურვა, სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი... ასე რომ, კარიერის განვითარების არაერთი ვარიანტი მქონდა.

- კვლავაც მწვრთნელის გარეშე თამაშობთ. რას ფიქრობთ ლეგენდარულ ბორის ბეკერთან თანამშრომლობაზე?

- ამ თემაზე არასოდეს მიფიქრია. ბევრი ღირსეული ჩემპიონი და პროფესიონალი არსებობს, რომლებთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი. პირადად მე მომწონს ივან ლენდლი, ჯონ მაკინროი და ჯიმი კონორსი.

- არსებობს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა არ ისწრაფით პირველობისკენ?

- არ ვფიქრობ პირველობაზე იქ, სადაც ვერ ვერკვევი ან არ მაქვს საკმარისი გამოცდილება.

- გულშემატკივრებს აინტერესებთ, წარსულის რომელ ჩოგბურთელთან ისურვებდით კორტზე შეხვედრას?

- აგასისთან და სამპარსთან. ბავშვობაში სუნთქვაშეკრული ვადევნებდი თვალს "დიდი სლემის" ტურნირებზე მათ დაპირისპირებებს.

- სამაგიეროდ, დღეს ხშირად ხვდებით კორტზე ნადალსა და ფედერერს. მათ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელებს შორის იხსენიებენ.

- ხანდახან ვფიქრობ, რომ არ გამიმართლა და ვერ შევხვდი ATP-ის ნამდვილ ვარსკვლავებს, მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ დღევანდელ მეტოქეებშიც არიან დიდი ჩოგბურთელები. ძალიან მომწონს ნადალისა და ფედერერის წინააღმდეგ თამაში. ამ დროს უდიდეს გამოცდილებას ვიძენ და თანაც მატჩებიც ამართლებს სანახაობრივი თვალსაზრისით. ესპანელს "დიდი სლემის" 16 ტიტული აქვს, ნადალს - ცხრა, არადა, ესპანელი სულ რაღაც 24 წლისაა. ალბათ, ისინი საუკეთესო მეტოქეები არიან.

- სტატისტიკის მიხედვით ფედერერთან უფრო გიადვილდებათ თამაში...

- რთული სათქმელია. ფედერერთან ხშირად მიწევს სამსეტიანი დუელები, ნადალთან - ხუთსეტიანი. მაგრამ პირადად მე უფრო რაფასთან თამაში მირჩევნია, თუმცა ესპანელის დამარცხებას ხშირად ვერ ვახერხებ. მე და ნადალი ერთი თაობის ჩოგბურთელები ვართ, ერთმანეთს 13 წლის ასაკიდან ვიცნობ, ბევრჯერ ვითამაშეთ იუნიორთა ტურნირებზე. გარდა ამისა, მომწონს ნადალის თამაშის ცქერა. მისგან ყოველთვის შეიძლება რაღაცის ახალის სწავლა.

- ბევრს სურს იცოდეს, რა გაიღეთ მსხვერპლად საჩოგბურთო კარიერის გამო. არსებობდა თქვენს ცხოვრებაში ისეთ რამ, რაზეც უარი თქვით კორტზე გამოსვლისა და დიდი გამარჯვებების სანაცვლოდ?

- 15 წლიდან მთელს მსოფლიოში მოგზაურობა დავიწყე და იშვიათად ვხედავდი ოჯახის წევრებს. ცხოვრების ასეთი რითმის გამო უფრო ადრე ყალიბდები ზრდასრულ ადამიანად. ადრეული ასაკიდან სწავლობ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობას. ასევე არ გაქვს საშუალება ბევრი დრო გაატარო საღამოებზე, თუმცა ამის გამო დიდად არ ვნაღვლობ.

- ვიცით, რომ არ გიყვართ ხმაურიანი საღამოები...

- ძმის ქორწილში ერთი წვეთი ალკოჰოლი არ მიმიღია. საერთოდ ვერ ვიტან სპირტიანი სასმელის გამოსა და სუნს. ასე დასვენება არ მიყვარს.

- ვისთან ერთად ისურვებდით რესტორანში საღამოს გატარებას.

- რომელიმე მხიარულ ადამიანს მივიწვევდი. მაგალითად, "არსენალის" ფეხბურთელ სესკ ფარბეგასს. ისტორიულ პერსონაჟებსა თუ ცნობილ ადამიანებს შორის მუჰამედ ალის მივანიჭებდი უპირატესობას. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც ადამიანსა და სპორტსმენს.

- ცნობილია, რომ კრივი მოგწონთ. თავად თუ გიცდიათ ჩხუბი?

- ცხოვრებაში ჯერ არც ერთ ჰუკი არ შემისრულებია და იმედი მაქვს, არც დამჭირდება. მირჩევნია ჩოგბურთით შემოვიფარგლო.

- განტვირთვისთვის რას აკეთებ?

- ისევ სპორტით ვარ დაკავებული. ჩოგბურთისგან თავისუფალ დროს კარტინგის საჭესთან ვჯდები ან სადმე სანაპიროზე მივდივარ და წყლის თხილამურებით ვსრიალებ. მიყვარს აქტიური და ხანდახან ექსტრემალური დასვენება.

- ბოლო დროს რამდენად შეიცვალა თქვენი ვარჯიშების ხასიათი?

- ახლა უფრო მეტ დროს ვუთმობ ფიტნესს, ფიზიკურ მომზადებას. ჩემი ყოველდღიური ვარჯიშების აუცილებელი ელემენტია ხანგრძლივი სირბილი. რაც შეეხება თამაშის ტექნიკურ ელემენტებს, ბევრს ვმუშაობ მოწოდების ძალასა და სიზუსტეზე.

- ჩოგბურთში კარგად ვერკვევი და თამაშიც შემიძლია. როგორ ფიქრობთ, ერთი სეტის განმავლობაში რამდენ ქულას აგართმევ?

- საქმე ისაა, რომ, როცა კარგი მოთამაშეები ხვდებიან ერთმანეთს, ისინი პირველ რიგში ძლიერი დარტყმის შესრულებას ცდილობენ. თუ მე აქცენტს უბრალოდ სიზუსტეზე გადავიტან, შეიძლება მთელი სეტის განმავლობაში არც ერთი შეცდომა არ დავუშვა.

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...

პსჟ-ს აკრიტიკებენ - ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება