"ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ბრძანებას არ დაემორჩილა
იაპონიის გრანპრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ფერარის" ბრაზილიელი პილოტი ფელიპე მასა არ დაემორჩილა ბოქსებიდან ბრძანებას - წინ გაეშვა თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო. ამ ფაქტს თავად ესპანელი პილოტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ფელიპესთან არანაირი პრობლემა არ გააჩნია.

რბოლის დასაწყისში მასამ თავისი სარბოლო ინჟინრისგან, რობ სმედლისგან შეტყობინება მიიღო: "მულტი-ფუნქცია სტრატეგია "A"-ში, ახლავე, გთხოვთ". საკმაოდ გაუგებარი ფრაზაა, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ, გუნდი სთხოვდა ბრაზილიელს, მეხუთე ადგილზე გაეშვა ალონსო. მაგრამ ფელიპემ უგულებელყო ეს თხოვნა და თანაგუნდელებს შორის ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ, ალონსომ მე-20 წრეზე შეძლო მასას გასწრება.

"სულაც არ ვარ გაბრაზებული ან განაწყენებული. ამისგან პრობლემა არ უნდა შევქმნათ. ჩვენ რბოლებში ვმონაწილეობთ და დღეს, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შევძლებდით უფრო მაღალ პოზიციებზე ასვლას. არ ვიცი, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ მე მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

ვცდილობთ მაქსიმალური შედეგების მიღწევას - მე, ფელიპე და მთელი გუნდი. გვინდა მაქსიმალურად მეტი ქულა მოვიპოვოთ. ხანდახან ეს იოლია, ხანდახან კი სირთულეების გადატანა გვიწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლიდს სისწრაფე არ გააჩნია. სიტუაცია ყოველთვის რთულია, არ აქვს მნიშვნელობა როდის ხდება ეს - სტარტზე, წამყვანი ადგილებისთვის ბრძოლაში თუ პელოტონის ბოლოში.

კარგი იქნებოდა იმ პერიოდში დაბრუნება, როცა "ფერარი" პირველი ან მეორე ადგილებისთვის იბრძოდა, გამარჯვებულის ბედი კი უშუალოდ რბოლებში ირკვეოდა. ან აღმოვჩნდეთ ისეთივე სიტუაციაში, როგორშიც "რედ ბულია" - ამ გუნდის ერთი მანქანა რბოლას ორი პიტსტოპით გადის, მეორე - სამით და საბოლოოდ, პილოტები პირველ და მეორე ადგილებზე გადიან. ასე ცხოვრება გაცილებით იოლია", - ამბობს ალონსო.

"კმაყოფილი ვერ იქნები, როცა გუნდი ასეთ ინსტრუქციებს გაძლევს. დიახ, ჩვენ ამ საკითხს გუნდში განვიხილავთ, ყოველთვის ასე ვაკეთებთ. თავად რბოლის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ. არ გამიმართლა იმ მხრივ, რომ ჯარიმა მივიღე, მაგრამ უკმაყოფილო დავრჩი გუნდის ინსტრუქციებით. საბოლოოდ, ფერნანდომ ტრასაზე ბრძოლაში გამისწრო", - მოკლე კომენტარი ჰქონდა მომხდარზე მასას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იაპონიის გრანპრი: სებასტიან ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე გამარჯვებები

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა