სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორის, ბელგიელი შარლინ ვან სნიკის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა კოკაინზე. ამის შესახებ იტყობინება ბელგიური რადიოსადგური RTBF. სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ვან სნიკმა განაცხადა, რომ მან მიიღო წერილი ანტისადოპინგო სამსახურისგან, რომელშიც მას დადებითი დოპინგ-სინჯის შესახებ ამცნობენ. ძიუდოისტის თქმით, ის განცვიფრებულია ასეთი ახალი ამბით, რადგან ცხოვრებაში არ გამოუყენებია ნარკოტიკები. ვან სნიკმა დაამატა, რომ დაელოდება ანტისადოპინგო სააგენტოებისგან უფრო დაწვრილებით ახსნა-განმარტებას, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავს.

RTBF-ის ინფორმაციით, დადებითი აღმოჩნდა სინჯი, რომელიც ბელგიელ ძიუდოისტს მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ჩამოართვეს. პლანეტის პირველობა 2013 წლის აგვისტოში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. იმ ტურნირზე ვან სნიკმა ბრინჯაო მოიგო 48 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

2012 წლის ოლიმპიადაზე შარლინმა თავის ქვეყანას პირველი მედალი მოუტანა. მოგვიანებით ბელგიელებმა კიდევ ორი ოლიმპიური მედალი (ვერცხლი და ბრინჯაო) მოიგეს.

ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ჯილდოების გარდა, ვან სნიკს სამი მედალი აქვს ევროპის ჩემპიონატებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა