საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა
საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინასამატჩო ვარჯიშები ალბასეტეს კარლოს ბელმონტეს სახელობის სტადიონზე გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქში უკვე 6 დღეა იმყოფება. დელ ბოსკეს გუნდი კი, როგორც გუშინ გამცნეთ, ბელორუსთან მატჩის შემდეგ, მალიორკადან მადრიდში ჩავიდა.

შესარჩევის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები მიმდინარე ციკლში ყველაზე გადახალისებული შემადგენლობით ატარებს.

ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე), სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკრებს ესპანეთთან ვერ დაეხმარებიან.

ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ნაკრებში პირველად მოხვდნენ ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდნენ, ოპტიმალურ ფორმაში არიან.

მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ მედიასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა:

"დიდი დანაკლისია იმ ფეხბურთელების არყოფნა, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ისინი კი, ვინც ახლა ჩვენთან არიან, კარგად მოემზადნენ.

ვეცდებით, ახლაც ისე ვითამაშოთ ესპანეთთან, როგორც ეს თბილისში, პირველ შეხვედრაში იყო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით.

ყველამ კარგად იცის, რომ ესპანეთი დღეს საუკეთესოა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება" - განაცხადა ქეცბაიამ.

როგორც ვთქვით, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით, საქართველო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ასრულებს, ჩვენი მეტოქე - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კი 16 ოქტომბრიდან უკვე მსოფლიო თასისთვის მოემზადება.

ესპანელებმა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის მასპინძელ ქალაქად ალბასეტე შეარჩიეს, სადაც მსოფლიო გრანდმა ბოლოს 2008 წელს ითამაშა.

5 წლის წინ ესპანეთმა აქ სომხეთი დაამარცხა - 4:0 და ამის შემდეგ მათ მსოფლიო თასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს. 2012 წელს კი ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული კიდევ ერთხელ მიიღეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოგებული თასებით, ალბასეტეს ცენტრალურ სკვერში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. თითოეულ გულშემატკივარს თასებთან ფოტოების გადაღება და ფავორიტი ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

მთელი დღის განმავლობაში ეს ღონისძიება ალბასეტეში ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული იყო. საღამოს კი, როცა საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ასრულებდა, ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები სტადიონზე შეუშვეს. ესპანელებმა მოედანი ჩვენი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დაიკავეს და სტადიონი ზუსტად 15 წუთში შეივსო.

საფეხბურთო არენაზე შესვლა, დაახლოებით, 18 ათასმა გულშემატკივარმა შეძლო, 10 ათასამდე ქომაგი კი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა. მათი ერთადერთი იმედი მატჩზე დასწრებაა. ბილეთების უმეტესი ნაწილის ფასი კი 50 ევროა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ გასვლით მატჩზე დასწრების შესაძლებლობა კვლავ არ აქვს ქართული მედიის არც ერთ წარმომადგენელს. ალბასეტეში არსებული საფეხბურთო გარემო კი მედიის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს - ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თასები, სწორედ ესპანეთის ერთ პატარა ქალაქშია თავმოყრილი.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

ალბასეტე, ესპანეთი

zango
კარგი რა ქართული ფეხბურთი უკვე დიდი ხანია მოკლეს..ზღაპრების არავის არ ჯერა უკვე
murtalo
ამის სურათებს მაინც ნუ დადებთ,აშკარად ს-ასო-წარკვეთილი როჟაა:)
ციბა
რაღაც ვერ გავიგე,რა შანსი უნდა გამოიყენო, თემურ ბატონო?ან რა შანსი უნდა გვქონდეს,როცა კარში დარტყმა არის 0.
akhali
ქართულ ფეხბურთში საჭიროა სასწრაფოდ უმკაცრესი რადიკალური რეფორმები!გასაგდებია ყველა ძველი კადრი და საჭიროა ახალგაზრდა კადრები(პოლიციის რეფორმის მსგავსად)!საჭიროა ბატონი ბიძინას ფინანსები,კონსულტანტად- იოჰან კროიფი,ფედერაციის პრეზიდენტად- მიხეილ სააკაშვილი(დაასაქმეთ,თორემ ან უმუშევრობა ემუქრება ან...) !ენერგიულად ,ყოველდღიური,24საათიანი მუშაობა!!!თორემ ყოველთვიური სამარცხვინო მარცხები გაუთავებლად გაგრძელდება!!!დინამოს 0-8,ფინელებთან,0-6 ჰოლანდიასთან....ეს დაუსრულებლად გაგრძელდება!!!სხვა შანსი არ გვაქვს და ზევით დასახელებული სამივე პიროვნება საჭიროა!!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა