რუმინეთში მოთამაშე 25 წლის თავდამსხმელის მიზანი ის არის, რაც შეიძლება ძლიერ ევროპულ ლიგაში მოხვდეს

გიორგი ალავერდაშვილი სექტემბერში რუმინეთის ლიგა A-ს (უმაღლესი ლიგა) "გაზ მეთანში" ჩაირიცხა. აკაკი ხუბუტიას ყოფილ კლუბთან მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გახარებული იყო - ცხადია, ლიტვასთან შედარებით, რუმინეთის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა და თავის გამოჩენისა და წინსვლის მეტ შანსს იძლევა.

25 წლის თავდამსხმელის მიზანი კი ის არის, რაც შეიძლება ძლიერ ევროპულ ლიგაში მოხვდეს.

საგულისხმოა, რომ ამის გამო ალავერდაშვილი არც ხელფასს ხარბდება და არც სინჯებზე წასვლა ეთაკილება.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელმა მოკლე ხანში სამი ლიტვური კლუბის ("ბანგა", "კრუოია", "შიაულიაი") ფორმა მოირგო, ჩემპიონატის 29 მატჩში 20 გოლი მიითვალა, ოთხიც - თასზე.

25 სექტემბერს ალავერდაშვილმა "გაზ მეთანში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. რუმინეთის თასის 1/16-ფინალში მისი გუნდი გასვლაზე ბოლდეშტის "პერტოლისტულს" შეხვდა და 4:0 გაანადგურა. გიორგი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა.

ახლა კი ალავერდაშვილმა ახალი გუნდის ფორმა ჩემპიონთა ლიგის ყოფილ მონაწილე "კლუჟთან" საკონტროლო შეხვედრაში მოირგო:

"ამხანაგური შეხვედრა კი იყო, მაგრამ ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ახლა ყველა მატჩში თუ ვარჯიშზე მაკვირდებიან და თავის გამოჩენა მსურს.

თამაში 3:3 დამთავრდა. მოედანზე თავიდანვე ვიყავი, საგოლე გადაცემა გავაკეთე და ვთვლი, რომ შეტევების გამწვავებითაც გამოვიჩინე თავი.

თუ გახსოვთ, "კლუჟმა" "მანჩესტერს" "ოლდ ტრაფორდზე" მოუგო. ახლა ცოტა კი დასუსტდა, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდია და ასეთ მეტოქესთან კარგი თამაშით თავდაჯერებული ხდები.

ახლა, 30 ოქტომბერს, თასის მერვედფინალში, "ასტრას" ვხვდებით. ნელ-ნელა გუნდსაც ვეგუები და ვგრძნობ, უკეთესად ვარ. მთავარია, აქ კარგად ვითამაშო და მერე იქნებ რომელიმე, უფრო უკეთეს ლიგაში წავიდე.

ისე, რუმინეთის ჩემპიონატში იმდენად კარგი დონეა, აქ პროგრესი სავსებით შესაძლებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგიონი გუშინ: გიორგი ჭანტურიას გოლი და მუხლის ტრავმა [VIDEO]
"გაზ მეთანს" აკაკი ხუბუტიას გოლმა ვერ უშველა
ლეგიონი: პაპუნაშვილისა და კვირკველიას გოლები, არველაძის მოგება [VIDEO]
რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის
აკაკი ხუბუტია: მიხარია, რომ ისევ რუმინეთში დავბრუნდი
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
აკაკი ხუბუტია "რუსთავში" ითამაშებს
ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა
პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა
აკაკი ხუბუტია კარიერას "ვიტებსკში" გააგრძელებს
დინამო (თბ)-გურია 3:2 - როცა ქვილითაია შეუჩერებელია... [VIDEO]
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს