საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
თბილისის "დინამომ" შინ 3:2 მოუგო ლანჩხუთის "გურიას". იურაი იარაბეკის გუნდმა გამარჯვება დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების - ოთარ კაკაბაძის, ნიკა გელაშვილისა და უჩა ლობჟანიძის გარეშეც მოიპოვა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო.

"დინამო" ამ შეხვედრას ჩემპიონის რანგში შეხვდა, თემურ მახარაძის გაწვრთნილ "გურიას" კი ოფიციალურად ჯერაც არ შეუნარჩუნებია ადგილი უმაღლეს ლიგაში. ამის გათვალისწინებით, ლანჩხუთელებს ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ...

პირველი ტაიმი "დინამოს" კარნახით წარიმართა. გოლის გატანა შეეძლო ზაზა ჭელიძეს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. გოლი მაინც გავიდა. ალექსანდრე იაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გიორგი გველესიანმა შეაგდო, თუმცა გოლი წესების დარღვევის გამო გაუქმდა.

თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როცა "გურიის" უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი მოროზენკომ სახიფათო ჯარიმა შეასრულა და ბურთი თბილისელთა კარის ძელს მოხვდა.

ეს იყო და, გიორგი ქვილითაიამ ერთხელაც გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავისიანები დააწინაურა.

იქვე, იმავე მოროზენკოს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, თუმცა ვერც ამჯერად გაიტანა.

პირველი ტაიმის დასრულებას 3 წუთი აკლდა, როცა ქვილითაიამ დუბლი მიითვალა. მან გოლად აქცია იაშვილის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი.

ტაიმის ბოლომდე "გურიამ" ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა. დინამოელებმა საჯარიმოში პატერსონი წააქციეს. პენალტიდან გოლი გამოცდილმა გიორგი კახელიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმი "გურიის" აქტიურობით დაიწყო. ირაკლი კვეკვესკირს გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა, ამის შემდეგ კი ქვილითაიას ჰეთ-თრიკიც ვიხილეთ.

63-ე წუთზე გიორგი ალავერდაშვილმა შორეული, ულამაზესი დარტყმით შეარხია დინამოელთა კარის ბადე.

"დინამოდან" მომენტები ჰქონდათ ჯაბა ჯიღაურს, იაშვილსა და ვახტანგ ჭანტურიშვილს. ბოლოს შანსები კვლავ მასპინძელს მიეცა, თუმცა მიკელ ალვარომ და იმავე ჭანტურიშვილმა მომენტები ვერ გამოიყენეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური

09.05. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-გურია 3:2

გოლები: 1:0 ქვილითაია (39), 2:0 ქვილითაია (42-პენ), 2:1 კახელიშვილი (45-პენ), 3:1 ქვილითაია (57), 3:2 ალავერდაშვილი (63)

დინამო: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, გურული, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (60. ალვარო), ს. ლობჟანიძე (46. ჯიღაური), ჭანტურიშვილი, იაშვილი (90. ჯანელიძე), ქვილითაია.

სათადარიგოები: ბეგაშვილი, რენე ფერეირა, თევზაძე, მიქელთაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, პატერსონი, გელაშვილი, კილაძე, კვეკვესკირი (60. შტანდერი), მოროზენკო, გამყრელიძე, კახელიშვილი (46. ფოდო/85. გუჯაბიძე), ალავერდაშვილი.

სათადარიგოები: იოვანოვიჩი, ლაბაძე, ხარაბაძე

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

გაფრთხილება: კიტეიშვილი (31), ჭანტურიშვილი (32), კვეკვესკირი (45), ამისულაშვილი (89)

არბიტრი: გ. ავაზაშვილი.

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 23

ო. მარცვალაძე (დილა) 17

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXIX ტური

14 მაისი, შაბათი

შუქურა-ჩიხურა

ზუგდიდი-კოლხეთი

სიონი-დინამო (თბ)

საბურთალო-დინამო (ბთ)

გურია-სამტრედია

საპოვნელა-ცხინვალი

მერანი-დილა

ლოკომოტივი-ტორპედო

ბოლო ტური

22 მაისი, კვირა

ტორპედო-საბურთალო

დილა-ზუგდიდი

დინამო (ბთ)-მერანი

სამტრედია-სიონი

დინამო (თბ)-შუქურა

კოლხეთი-გურია

ცხინვალი-ლოკომოტივი

ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ივა
ეხლა დავაკვირდი ალავერდაშვილის გოლს ეგეთი გოლი ჩემპიონატში არ მინახავს
gio
არანაირი აბსაიდი არ იყო,მომენტი კარგად ნახეთ და პენალს რაც შეეხება ფეხზე ითამაშა მცველმა და ორივე გუნდის კარში დანიშნული პენლები სამართლიანი იყო' რაც შეეხება დინამოს გასაძლიერებელია
მაყურებელი
კიდევ კარგი თამაშს ვუყურე. ამდენი დანაკლისით (4 ფეხბურთელის წასვლა), ბოლო ადგილზე მყოფმა გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია დინამოს. გურიას თავდამსხმელი, გოლის გამტანი არ ჰყავს, თორე დაცვამ (3 უაზრო გოლის მიუხედავად) კარგად ითამაშა.
ივა
ერთი აბსაიტი ერთი ტყუილად დანიშნული პენალტი ამითი ორი ბურთი და ამას ჰქვია შეუჩერებელი?????????????????????????????
Guadua
ასეთი დინამო ჩემპიონთა ლიგაზე პირველსავე ეტაპზე დამარცხდება გარანტირებულად, ისე რომ ევროპალიგაზეც კი ვერ მოხვდება არ არის გეგუჩაძე და არ არის ხიბლი,ხარისხი და პერსპექტივა. გურიამ სამჯერ მოინდომა და 2 ჯერ გაიტანა, დინამომ 20 ჯერ გაიფაფხურა და 3 გაიტანა,აქედან 1 ჩვეული ძალიან საეჭვო პენალტი.
maxo
დინამოს ტრენერი რო გააძევეს კაკაურიძემ ეტყობა ვერ შენიშნა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
სფფ-ის განცხადება თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო
ლანჩხუთის "გურიამ" საკონტროლო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა
პოლონურმა "ზავიშამ" გიორგი ალავერდაშვილი ტრანსფერზე დააყენა
დილა-შუქურა 4:0 - ბრაზილიურად ჩაბარებული გამოცდა [VIDEO]
გურია-შუქურა 0:0 - ქართველს დაარტყმევინეთ, ქართველს!
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ლეგიონი: როლანდ გიგოლაევი გოლით დაგვენახა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
გიორგი კახელიშვილი და დაჩი ფოფხაძეც "შევარდენში"!
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
გიორგი კახელიშვილმა "შევარდენი 1906" დატოვა და "შუქურაში" ითამაშებს
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ტორპედო-ცხინვალი 3:1 - სამქულიანი დებიუტი [VIDEO]
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
უმაღლესი ლიგა. თეთრი ჯგუფი. II ტურის წინ: შეუთამაშებლობა და მაღალი ტემპერატურა
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"შახტარიდან" "გურიაში"?! ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლანჩხუთში ითამაშებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
შოთა მახარაძე უკვე ნაკრებში - ქართველ მწვრთნელს მოლდოვაში წარმატებული საქმიანობა დაუფასეს
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..