საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ყაზანის "რუბინში" ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. წლეულს, რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 12 ტურში 21 წლის ქართველმა მცველმა გუნდის ფორმა 3-ჯერ მოირგო, მაგრამ წინ მთელი სეზონია და სჯერა, რომ მოედანზე უფრო ხშირად გამოჩნდება.

"ჩვეულებრივად ვარ გუნდში, ძირითადის შემადგენლობასთან ერთად ვვარჯიშობ, რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე და მჯერა, მალე უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

ისიც მაიმედებს, რომ პრემიერლიგის 18-კაციან განაცხადშიც მუდმივად ვარ, ევროპალიგის განაცხადშიც შემიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი მენდობა", - ამბობს კვირკველია.

"რუბინის" მცველი ახალგაზრდული ნაკრების განვლილ შეხვედრებზეც გველაპარაკა:

"ჰოლანდიასა და სლოვაკეთთან წაგებების შემდეგ ჯგუფში წარმატებული გამოსვლისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ თამაშებს აზრი ჰქონოდა, შოტლანდიასთან გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებოდა.

ამიტომ განსაკუთრებული მონდომებით გავედით მოედანზე - წაგებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

რა თქმა უნდა, შოტლანდიასთან თამაშითაც კმაყოფილი ვარ და შედეგითაც. ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს.

წინ უმძიმესი მატჩებია, თუნდაც იმავე შოტლანდიასთან - გასვლაზე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო თამაშები ჩვენთვის სასარგებლოდ დავასრულოთ და ხალხს ჰოლანდიასთან წაგება კარგი თამაშით დავავიწყოთ.

ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან