ჩვენს გუნდში, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და რუსების დამარცხების იმედიც ღვიოდა
2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ არც ერთი ქართული კლუბი ევროტურნირებში არ ითამაშებდა.

ეს ქართული კალათბურთისთვის იმ დროში დაბრუნებას ნიშნავდა, როცა ერთ ქვაბში ვიხარშებოდით და ქართველ ქომაგს არ ჰქონდა ემოციების დარბაზში გადმოტანის საშუალება.

არადა, თუნდაც სანაკრებო მატჩებიდან ვიცით, რომ კალათბურთს ჩვენს ქვეყანაში ბევრი ქომაგი ჰყავს. სპორტის სასახლეში გულშემატკივრის შესაკრებად მთავარია არა მხოლოდ ხარისხიანი თამაშის ჩვენება, არამედ უცხოელი მეტოქე.

ჰოდა, საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გახსნით მატჩზე თბილისის სპორტის სასახლე რომ შეივსო, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობების დამსახურება როდი იყო.

მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ სტუ-ს (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველი მეტოქე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

თან, ჩვენს გუნდში, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და რუსების დამარცხების იმედიც ღვიოდა.

შეხვედრას დაესწრნენ პოსტსაბჭოელი ვეტერანები ბალტიისპირეთიდან, რუსეთიდან და ყველა გაკვირვებული ავლებდა თვალს სავსე ტრიბუნებს. აღნიშნა კიდეც სტუდენტური ლიგის პრეზიდენტმა ანდრეი პერეგუდოვმა:

- ჩვენს შეჯიბრებაში ამდენი გულშემატკივარი აქამდე არც ერთ მატჩს არ დასწრებია. სწორი ნაბიჯი გადავდგით, სტუდენტური საერთაშორისო ლიგის ახალი სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონიალიც სწორედ თბილისის სპორტის სასახლეში რომ დავგეგმეთ.

შეჯიბრების მონაწილე ქვეყნების წარდგენის და ცეცხლოვანი ქართული ცეკვის შემდეგ მოედანზე სტუდენტური გუნდები გამოვიდნენ. სიმბოლურად სადავო გდებისთვის მოედნის ცენტრში დადგნენ გურამ მინაშვილი და ივან ედეშკო.

ბევრი დაკვირვება სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ ქართველებს ფარქვეშ უპირატესობა ექნებოდათ - სასტარტო ხუთეულის წევრის, 209 სმ სიმაღლის რიჩარდ მათიაშვილის შეჩერება რუსებს ძალიან გაუჭირდათ.

კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მოსკოველთათვის პირველი წუთების წნეხის დაძლევა - სპორტის სასახლის ტრიბუნებზე შეკრებილი უამრავი ქომაგის დანახვის შემდეგ თამაშის დალაგება ევროჩელენჯზე "არმიას" მეტოქეებსაც გასჭირვებიათ და რა გასაკვირია, ასეთივე სიტუაციაში აღმოჩენილიყვნენ ახალგაზრდა სტუდენტები.

პირველ მეოთხედში ქართველთა უპირატესობამ 11 ქულას რომ მიაღწია, მნიშვნელოვნად მათიაშვილის დამსახურება იყო, რომელმაც დასაწყისში 10 ქულა ჩააგდო.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ შედარებით ტანდაბალ მეტოქეს არ ჰქონდა იარაღი თამაშის შემოსატრიალებლად.

სამწამიან ზონაზე უკვე ვთქვით, ხოლო პერიმეტრიდან მოსკოველები არცთუ ხშირად სტყორცნიდნენ და მიზანსაც იშვიათად აღწევდნენ.

მეორე პერიოდში კი სტუმრებმა მოგებისკენ მიმავალი გზა დალანდეს, მიუახლოვდნენ და აღმოჩნდა, რომ ემოციებიდან გამოსვლა, ფარქვეშ მეტი ჟინით ბრძოლა და თამაშის ასწრაფება სიტუაციის გამოსწორებისთვის სრულიად საკმარისი იყო.

დიდ შესვენებამდე წამები რომ რჩებოდა, მოსკოველებმა რამდენიმე სწრაფი შეტევა დაასრულეს შედეგიანად და ეფექტური ჩატენვით ანგარიშიც გაათანაბრეს - 34:34. სწორედ მაშინ გაგვახსენდა მთავარი მწვრთნელის, ნიკოლოზ დერიუგინის ნათქვამი: ჩვენი გუნდი ახალი შეკრებილია, შეთამაშება აკლიაო.

ასეთ სიტუაციაში კი ყველაზე რთული დაცვაში მწყობრად მოქმედებაა.

სწორედ ეს კომპონენტი აღმოჩნდა საბოლოოდ გადამწყვეტი. შეტევაში? იყო რამდენიმე კომბინაცია, თუმცა მათ წინასწარ დამუშავებული არ ეთქმოდა, ძირითადად, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდიოდით ფონს. თუმცა ისიც შევნიშნოთ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე დაცვაში სათანადოდ განსწავლული გუნდი აღმოჩნდა.

ტაბლოზე მესამე პერიოდის ბოლოსაც თანაბარი ანგარიში ეწერა. ყველაფერი მეოთხე რაუნდში უნდა გადაწყვეტილიყო. რომელი გუნდიც უკეთეს კონდიციებში აღმოჩნდებოდა, სეზონის გახსნის მატჩიც მისი იქნებოდა.

გუნდებზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მოსკოველთა 33-ე ნომერმა ფიოდორ მარკინმა მეოთხედიდან მეოთხედამდე უმატა და ბოლო პერიოდში მისი შეჩერება ისევე რთული აღმოჩნდა, როგორც პირველ მეოთხედში რიჩარდ მათიაშვილისა.

საბოლოოდ, მატჩის ბომბარდირი სწორედ ფიოდორი გახდა - 30 ქულა ჩააგდო. რიჩარდმა მატჩი 17 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა.

სტუ მომდევნო მატჩს თბილისში 20 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე როსტოვის სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი იქნება.

15 ოქტომბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

სტუ (თბილისი)-მსუ (მოსკოვი) 75:83

18:9, 16:25, 24:24, 17:25

სტუ: ღუდუშაური (2ქ), ანთაძე (4ქ, 7მ), დიდია (17ქ, 7მ, 4პ), გრძელიძე (7ქ), გოგოძე (5ქ, 4პ, 4ჩ), ფხაკაძე (2ქ), ცირეკიძე, მათიაშვილი (17ქ, 15მ), ლომინაშვილი (6ქ), ალხანაიძე (13ქ, 8მ, 3პ), ლობჟანიძე, დეკანოიძე (2ქ).

მსუ: სტრეკინი (6ქ), ვოლონსკი (11ქ, 13მ, 7პ), დემენტიევი (7ქ), მელიქიანი (10ქ), ნოვიკოვი (8ქ), კურიშკინი (10ქ), მარინი (30ქ, 7მ, 3პ, 5ჩ, 3დ), გორბანი, ვასილენკო (1ქ).

მსაჯები: რ. პონომარენკო, მ. ამბროსოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან - ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
კასილასს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია - ესპანელი ჟურნალისტი ლეგენდარულ მეკარეზე ისტორიას იხსენებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა