17 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩს ჩაატარებს
17 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩს ჩაატარებს და ნოდარ აკობიას გუნდისთვის ეს უეფას ეგიდით გამართულ ოფიციალურ ტურნირებში დებიუტი იქნება.

ჩვენმა გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში გაიარა და თბილისში 15 ოქტომბერს, საღამოს დაბრუნდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა არჩევანი იმ 18 ფეხბურთელზე, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 17-წლამდელთა ასაკში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ და ელიტრაუნდში გასვლისთვის იბრძოლებენ.

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")

მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ვასილ კაციტაძე ("დინამო", თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე - "საბურთალო"), გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე ("შუქურა", ქობულეთი), ნიკა ქორიძე ("რეჯანა", იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - "საბურთალო"), ნიკა ლაშხია ("ზესტაფონი"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე ("დილა 2", გორი), გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი"), საბა ცინცქილაძე ("შუქურა", ქობულეთი).

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართა.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან 17 ოქტომბერს და პირველ მატჩს, სადაც ისინი სან მარინოს ნაკრებს შეხვდებიან.

19 ოქტომბერს მათი მომდევნო მეტოქე ფარერების კუნძულების 17-წლამდელთა ნაკრები იქნება, 22 ოქტომბერს კი შესარჩევის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი ჰოლანდიელ თანატოლებთან გამართავს.

16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 წუთზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაც ჩვენი სტუმარი გუნდები ცხოვრობენ, ოთხივე ნაკრების მთავარი მწვრთნელების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აქვე მედიის წარმომადგენლები ტურნირზე დასასწრებ აკრედიტაციებსაც მიიღებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ALIURA
იროდიჩ კითხვა მაქვს: მაგ ხალხიდან გამაზული რამდენია????
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ