20 ოქტომბერს ქართველი მოკრივე წონის რეიტინგფავორიტ ფრედი ევანსს (უელსი) შეხვდება
ზაალ კვაჭატაძე მოკრივეთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორია. ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმატიში მსოფლიოს ჩემპიონატზეც 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის.

16 ოქტომბერს ქართველი მოკრივე შრილანკელ ჩარინდუ გედარას დაუპირისპირდა. პირველსავე რაუნდში კვაჭატაძემ აქტიურად შეუტია მეტოქეს და 2 წუთსა და 49 წამში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

20 ოქტომბერს იგი წონის რეიტინგფავორიტ ფრედი ევანსს (უელსი) შეხვდება. ეს უკანასკნელი 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონია კადეტებში.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორმა შარშანწინ ანკარაში (თურქეთი), სადაც კვაჭატაძემ ბრინჯაო მოიპოვა, ევანსი ჩემპიონი გახდა და ნახევარფინალში სწორედ ჩვენებურს აჯობა - 20:16 (ფინალში მაგომედ ნურუტდინოვი (ბელორუსი) დაამარცხა). კვაჭატაძეს ახლა რევანშის შანსი ეძლევა.

16 ოქტომბერს ყაზახურ რინგზე გავიდა იაგო კიზირია (81 კგ). მას მეტოქეობას უწევდა გერმანელი სერგ მიხელი. ქართველმა მოკრივემ ალემანს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

17 ოქტომბერს 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭუბაბრია იაჰინ პარინელოს (იტალია) შეხვდება.

17 ოქტომბერს გავლენ რინგზე 75 კილოგრამი წონითი კატეგორიის მოკრივეები. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ჯაბა ხოსიტაშვილი პირველ წრეში ისვენებს, რადგან რეიტინგით მეათე ნომერია.

19 ოქტომბერს მეორე წრეში ჰოსამ აბდინსა (ეგვიპტე) და ეჰბისით ხანხორხუეას (ტაილანდი) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ასევე 19-ში გამართავს თავის პირველ პაექრობას ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხეილ ბახტიძე - მისი მეტოქე ბელორუსი იან სუძილოვსკი იქნება.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების შემდეგ პირველად გამოდიან რინგზე უჩაფხუტოდ.

ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა და სჯა-ბაასი გამოიწვია. შეჯიბრების დაწყებამდე კრივში მომუშავე ექიმები და ექსპერტები ალმათიში შეიკრიბნენ სამეცნიერო სემინარზე.

ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდი, რომ დამცავი ჩაფხუტის გარეშე შეჯიბრებაზე გამოსვლა ტრავმების რაოდენობას გაზრდიდა.

ექიმთა უმრავლესობამ კი პირიქით - კმაყოფილება გამოთქვა. მათი აზრით, უჩაფხუტოდ რინგზე გასვლა მოკრივეს აიძულებს, ტექნიკა განავითაროს, რათა თავიდან აიცილოს დარტყმები. უწინ კი ისინი ჩაფხუტებს იყვნენ მინდობილნი.

ამერიკელთა აზრით, ასე კრივი უფრო მიმზიდველი გახდება, ტექნიკური ტრავმების რაოდენობა კი არ გაიზრდება. მსოფლიოს ჩემპიონატი, აი, უკვე სამი დღეა ძალაში შევიდა და ჯერჯერობით უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tatushka
ზაალი რა ადამიანიცა ის შედექი ეკნება სულ.ფაქტი სახეზეა შედეგი არასდროს არ გეკნება თუ არ ეზიარები.შე კ..ო
gigo
მა რას ელოდიტ ეს არის ნაკრები რა დაჯდა იციტ ამ ხალხის ტურისტებად ცასვლა არ გრცხვენია ბატონო მინისტრო გაარკვიე რა ხდება ვინ მნარტავს კარტულ კრივს
Sergo
საქართველოს კრივის ფედერაციამ , ყაზახეთის ქალაქ ალმათის 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,, 8 სპორტსმენი იახლა ! საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებმა - ტურნირზე ასპარეზობის დროს, 20 ოქტომბრის ჩათვლით , ჩაატარეს 10 (ათი ) ბრძოლა ! - 8 (რვა ) ბრძოლა- ჩვენმა მოკრივეებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი და მეორე წრეში წააგეს და მხოლოდ ორი ბრძოლა პირველ წრეში მოიგეს ! - სამწუხაროდ გუნდი მთლიანად დამარცხდა ! 1) სევერიან ჭილაძემ - თბილისი, 52 კგ.,დამარცხდა 14 ოქტომბერს პირველ ბ…რძოლაში PUR MARCANO Jantony-თან , 2) ბექა ჭუბაბრიამ ფოთი, 56 კგ.,დამარცხდა 17 ოქტომბერს პირველ ბრძოლაში იტალიელ იახინ პარინელლოსთან , 3)გიორგი გოგატიშვილმა - ფოთი, 60 კგ., , დამარცხდა 15 ოქტომბერს პირველ ბრძოლაში პუერტორიკელ დანიელიტო დე ლა როსასთან 4)ზაალ კვაჭატაძემ - თბილისი, 69 კგ.,მოიგო პირველი ბრძოლა 16 ოქტომბერს შრილანკელ ტარინდუ გედარასთან, მეორე ბრძოლაში 20 ოქტომბერს დამარცხდა ევროპის ჩემპიონთან და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორთან - უელსელ ფრედი ევანსთან , 5 ) ჯაბა ხოსიტაშვილმაც - თბილისი, 75 კგ.,პირველ ბრძოლაში 19 ოქტომბერს დამარცხდა ეგვიპტელ ჰოსამ აბდინთან 6) იაგო კიზირიამ - ფოთი, - 81კგ. , დამარცხდა 16 ოქტომბერს პირველ ბრძოლაში გერმანელ სერგეი მიხელესთან , 7 ) ლევან გულედანმა - თბილისი, 91 კკ.,14 ოქტომბერს მოიგო პირველი ბრძოლა ტაჯიკელ ჯეიხან კურბანოვთან, მეორე ბრძოლაში 18 ოქტომბერს დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონთან,ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის პრიზიორთან ,იტალიელ რუსსო კლემენტესთან , 8 ) მიხეილ ბახტიძემ -ქუთაისი, +91 კგ. ,პირველ ბრძოლაში 19 ოქტომბერს დამარცხდა ბელორუსელ იან სუდზილოვსკისთან. http://kazsporttv.kz/ru/online

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული მეოთხედფინალისთვის
8 ქართველი მოკრივე მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: უსაგზუროდ დავრჩით
მსოფლიოს ჩემპიონატს კრივში გიორგი გოგატიშვილიც გამოეთიშა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს