ამ დღეებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგ-კონტროლის მორიგი შედეგები და დასჯილთა სია გამოაქვეყნა
ამ დღეებში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა დოპინგ-კონტროლის მორიგი შედეგები და დასჯილთა სიაც, რომელიც ამჯერად შედარებით მოკლეა.

ეს კვლევა ეხებოდა ახალგაზრდებში გამართულ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს.

საბედნიეროდ, შერისხულთა სიაში ქართველები არ არიან, უცხოელთაგან კი მასში სამი სპორტსმენი მოხვდა. თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბიჭებში დოპინგი აღმოაჩნდათ რუსთა მსოფლიოს ჩემპიონ ზაურ უგუევს (55), უკრაინელ ევროპის გამარჯვებულ გორ ოგანესიანს (60) და გოგოებში მოლდოველთა ევროპირველობის მომგებ ელენა ტურკანს (55).

სამივე მათგანი 2-2 წლითაა დისკვალიფიცირებული. უგუევს სასჯელის ვადა 2015 წლის 2 ოქტომბერს უმთავრდება, დანარჩენებს - ცოტა ადრე, 2015 წლის 7 აგვისტოს, რადგან ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოზე უფრო ადრე ჩატარდა.

რუსთა ინგუში უგუევი სოფიაში ქართველს არ შეხვედრია, მაგრამ ნახევარფინალში ნიკა ტატუაშვილის მომგები ყაზახი ერნურ კაბატაევი დაამარცხა.

ამით ჩვენებურსაც, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა, სანუგეშოში გადასვლის შანსი დაეკარგა.

არავინ იცის, მოიპოვებდა თუ ვერა ტატუაშვილი ბრინჯაოს, მაგრამ გამორიცხულიც არაფერია და სინანულის გრძნობა მაინც რჩება.

ცხადია, უგუევს ჩამოერთვა ოქროს მედალი, რომელიც თურქ ფინალისტ სულეიმან ატლის გადაეცა, რითაც მას დუბლი გამოუვიდა - წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა. ვერცხლის მედლამდე სწორედ კაბატაევმა აინაცვლა, მისი ბრინჯაო კი უზბეკ მახმუდჯონ შავხატოვს გადაეცა.

დაახლოებით იმავეს ვიტყვით შოთა ფარტენაძესა (60) და ოგანესიანზეც - სკოპიეში, ევროპის პირველობაზე ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან, მაგრამ უკრაინელთა სომეხმა ნახევარფინალიდან ჩვენებურის მომგები აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი გამოაგდო, რითაც ჩვენებურსაც გადაუკეტა სანუგეშო წრის კარი.

ოქრო ოგანესიანსაც ჩამოერთვა და ბელორუს გიორგი კალიევს გადაეცა. ვერცხლამდე გვარზატილოვი ამაღლდა მესამე ადგილიდან, მის ნაცვლად კი ბრინჯაოს ბულგარელი გეორგი ვანგელოვი დაეუფლა.

ამ ცვლილებებით ფარტენაძემ მეხუთე ადგილამდე აიწია, თუმცა ეს ოდნავი შეღავათიც არაა, რადგან მას, ვფიქრობთ, მეტიც შეეძლო - ერთ თვეში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, სადაც იმავე გვარზატილოვთან წააგო.

როგორც გითხარით, ამჯერად დოპინგის ბადეში ქართველები არ მოყოლილან, თუმცა კულუარული ხმებით, ახალგაზრდების იმავე მსოფლიოს პირველობაზე ამის საშიშროება იყო და თადარიგი დროულად დაიჭირეს საკადრო გადაადგილებით.

ვიმეორებთ, ეს მოარული ხმებია და თავს ვერაფერზე დავდებთ, თუმცა ძალიან კარგია, სიფრთხილის ზომებს მაინც თუ ვიცავთ, მაგრამ აჯობებს, პრეპარატებთანაც ფრთხილად ვიყოთ. მით უფრო, ამით სპორტსმენის ორგანიზმსაც სერიოზული ზიანი ადგება და 2-3 წელიწადში ჩამქრალ ვარსკვლავად იქცევა.

თანაც, დოპინგის სია სულ უფრო ფართოვდება და მასში წამლებთან ერთად საკვები დანამატებიც შედის.

ამასთან, დოპინგზე ლაპარაკისას რაღაც ძნელად საშოვნელ და განსაკუთრებით საშიში შემადგენლობის წამალსაც ნუ წარმოვიდგენთ.

მაგალითად, უგუევი ფართო მოხმარების და ძალზე იაფფასიანმა, ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომმა ფუროსემიდმა ჩააგდო.

ეს პრეპარატი თავად არ შეიცავს სტიმულატორს, ანუ მისი მიღება არავითარ ემოციურ თუ ფიზიკურ ენერგიას არ მატებს, მაგრამ შარდმდენია და ძალიან ხშირად იყენებენ ორგანიზმიდან დოპინგის კვალის გამოსადევნად. აკრძალულთა სიაშიც ამიტომაა შეტანილი.

სადღეისოდ ფილას დოპინგით შერისხულთა სიაში მხოლოდ ერთი ქართველია - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბესარიონ გოჩაშვილი (55), რომელიც შარშან ინდოეთში, საერთაშორისო ტურნირზე ასევე ფუროსემიდზე ჩავარდა და ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს.

აკრძალვის ვადა მას 2014 წლის 27 ივნისს გასდის. ქართველს არა, მაგრამ საქართველოს კი ეხება და საინტერესოა, რომ თბილისში მარტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რუმინელი ქალი ესტერა დობრე ჩავარდა.

როგორც გითხარით, ზემოაღნიშნული სანქციები ახალგაზრდების ევროპისა და მსოფლიოს პირველობებს ეხებოდა, უფროსთა მსოფლიოს პირველობის საბოლოო შედეგები კი ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თუმცა იქ ჩვენები იმდენად სუსტად გამოვიდნენ, ვფიქრობთ, საშიშროება მაინც არ გვემუქრება - დოპიგზე, ძირითადად, მედალოსნებს ამოწმებენ, ჩვენგან კი კვარცხლბეკზე "თავისუფლად" მოჭიდავე გენო პეტრიაშვილის (120) გარდა, ვერავინ ავიდა.

საბედნიეროდ, ამ მართლაც ტალანტ ფალავანს დოპინგ-მაქინაციები არაფერში სჭირდება, ისედაც ცალი ხელით უგებს თანატოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს