საკადრო კრიზისი "შალკეში" სახეზეა
"შალკეს" გულშემატკივრებმა 17 ოქტომბერს ძალიან სამწუხარო ამბავი შეიტყვეს: გელზენკირხენული კლუბის მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "შალკეს" 30 წლის გოლეადორ კლაას-იან ჰუნტელაარისთვის მიმდინარე სეზონის პირველი წრე დამთავრებულია - ჰოლანდიელი ფეხბურთს ახალ წლამდე ვეღარ ითამაშებს!

"ჰუნტელაარის საბოლოო დიაგნოზი ძალიან მძიმეა. მას მარჯვენა მუხლის შიდა მყესი აქვს გაწყვეტილი და მნიშვნელობა არა აქვს, ოპერაციას გაუკეთებენ თუ ისე უმკურნალებენ, ფაქტია, რომ ახალ წლამდე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს," - უთხრა ჰელდტმა "შპორტ აინსს".

"ბილდის" ცნობით, ჰუნტელაარი მკურნალობის შესახებ აზრს ჰოლანდიელ ექიმებსაც დაეკითხება და მერე გადაწყვეტს, გაიკეთოს თუ არა ოპერაცია. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" მთავარმა გოლეადორმა ამ სეზონში მხოლოდ 3 ოფიციალურ მატჩში იასპარეზა - გერმანიის თასის პირველ რაუნდში, "ნიოტინგენთან" (2:0) გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ჰამბურგთან" (3:3) დუბლი შეასრულა, მერე კი ვოლფსბურგში 0:4-ზე წაგებულ შეხვედრაში დაშავდა.

ჰოლანდიელმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და ვარჯიში ორშაბათს განაახლა, მაგრამ ორმხრივი თამაშის დროს მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო და მყესი ისევ გაუწყდა. ეს ჰუნტელაარისთვის წელს უკვე მესამე სერიოზული ტრავმაა.

სამაგიეროდ, "შალკეს" უნგრელი ცენტრფორვარდი ადამ სალაი გამოუჯანმრთელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენელებს ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, შაბათს, "ბრაუნშვაიგთან" ვეტერანი ჯერალდ ასამოას იმედად ყოფნა არ მოუწევთ (ჩინედუ ობასი და ჯეფერსონ ფარფანიც დაშავებულები არიან).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"შალკეს" თავდასხმა აღარ ჰყავს!

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
ევროპალიგა. II ტურის წინ: ჰუნტელაარი 50-იანელთა კლუბში?
საბა კვირკველიამ ვიტსელსა და პატოს გასაქანი არ მისცა [VIDEO]
რაულ გონსალესის ბოლო აკორდი
Tutto Mercato: გელზენკირხენის "შალკეს" ლევან მჭედლიძე სურს
ჩემს ფულს არ შეეხონ, ხელფასი არ შემიმცირონ - კვირკველიას თანაგუნელმა თავი სასაცილო ვითარებაში ჩაიგდო
ევრო 2016. F ჯგუფი. ავსტრია-უნგრეთი: უნგრეთმა დერბი მოიგო [VIDEO]
"ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა საბა კვირკველია საუკეთესო სამეულს მიღმა დატოვეს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ევრო 2016. A ჯგუფი: ჰოლანდია ჰუნტელაარმა იხსნა [VIDEO]
ჰუნტელაარის შემცვლელი? ჯერ არა!
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი. V ტური. A ჯგუფი: ბოლო წუთების დრამა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ნაკრებში თამაშობენ...
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ტანში ჟრუანტელი რომ დაგივლის - უნგრეთის ნაკრების კაპიტნის სიტყვა [VIDEO]
ჯერალდ ასამოა ფეხბურთიდან ლევან კობიაშვილმაც გააცილა
სიომინი ფარფანს: არ იდარდო, "ლოკომოტივში" კვარაცხელიაც დაიწუნეს
კოპა ამერიკა: ბრაზილიას 3 გოლი არ ჩაუთვალეს და ვერ მოიგო [VIDEO]
რეალი-შალკე 3:4 - სასწაულთან ახლოს [VIDEO]
კვირკველიას თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვინ შეარცხვინა ჰოლანდია?
ბუნდესლიგის XV ტური ”ჰოფენჰაიმმა” "აინტრახტის" დამარცხებით გახსნა