გუსტავო ალფაროს გუნდის წარმატება
ქალაქ კატამარკაში გამართული არგენტინის თასის ფინალი სარანდის "არსენალმა" მოიგო და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან თასი არგენტინაში სულ მესამედ გათამაშდა. პირველად ეს ტურნირი 1969 წელს გაიმართა და მაშინ "ბოკა ხუნიორსმა" იმარჯვა, ისევე, როგორც შარშან, როდესაც ფინალში "რასინგს" სძლია.

"სან ლორენსომ" და "არსენალმა" რამდენიმე დღის წინ ტორნეო ინისიალში ითამაშეს და გამარჯვება მაშინაც "მეთოფეებს" დარჩათ. საინტერესოა, რომ იმ შეხვედრაში ალმაგროელებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ ანგარიში მაინც მათ გახსნეს - თავი იგნასიო პიატიმ გამოიჩინა. "ლეჩეს" ყოფილი ფეხბურთელი ამჯერადაც გამოირჩა, ოღონდ უარყოფითი კუთხით - პიატიმ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

სარანდელების მხრიდან გოლები ნიკოლას აგირემ, მარიანო ეჩევერიამ და ცვლილებაზე შემოსულმა ემილიო სელაიამ გაიტანეს. კოპა სუდამერიკანას (2007), არგენტინის ჩემპიონატის (2011 კლაუსურა) და არგენტინის სუპერთასის (2012) შემდეგ "არსენალმა" ისტორიაში მეოთხე ტიტული მოიპოვა. ყველა ეს გამარჯვება მთავარი მწვრთნელის, გუსტავო ალფაროს სახელს უკავშირდება, რომელმაც მანამდე არაფრით გამორჩეული გუნდისგან საკუთარი ხელწერის მქონე, საკმაოდ ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბა.

51 წლის ალფარო "მეთოფეთა" მწვრთნელი 2006 წელს გახდა და გუნდს სუდამერიკანა მოაგებინა. 2008-09 წლებში ის "როსარიოში" მუშაობდა, 2010 წელს კი ისევ "არსენალს" დაუბრუნდა და სარანდელებს აქამდე არნახული წარმატება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის მიმდინარე ჩემპიონატში "არსენალი" მეორე ადგილზეა და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია. ალფაროს კრებული ლიდერ "ნიუელსს" სამი ქულით ჩამორჩება და დუბლის შესრულების შესანიშნავ შანსს ინარჩუნებს.

სან ლორენსო-არსენალი 0:3

გოლები: 0:1 ნ. აგირე (37), 0:2 ეჩევერია (55), 0:3 სელაია (67)

გაძევება: ი. პიატი (45. სან ლორენსო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"მანჩესტერ სიტიმ" "არსენალს მოუგო" და მეცხრედ გახდა ლიგის თასის გამარჯვებული
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს