საქართველოში კვლავ გვესტუმრებიან კანადისა და ამერიკის ეროვნული ნაკრებები, ხოლო სამოას ეროვნული გუნდი პირველად ჩამოვა თბილისში
რაც უფრო გვიახლოვდება ნოემბერი, მით უფრო მოუთმენლად ველით ჩვენი ნაკრების შეხვედრებს ნოემბრის ტესტებზე, რომელიც თბილისში გაიმართება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან მუდმივი და შედეგიანი ურთიერთობის შედეგად, ჩვენი ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს.

საქართველოში კვლავ გვესტუმრებიან კანადისა და ამერიკის ეროვნული ნაკრებები, ხოლო სამოას ეროვნული გუნდი პირველად ჩამოვა თბილისში.

კანადა

კანადის ეროვნულმა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე თავისი თამაშით დაამტკიცა, რომ სერიოზული, ანგარიშგასაწევი ძალაა.

ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მან პირველმა შეძლო მომავალი მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლა.

ეს, რა თქმა უნდა, დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვეთამაშებით მას, ეს გუნდი კვლავ ძლიერ და კარგ ოპონენტად ითვლება ჩვენი ბიჭებისათვის.

კანადელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ და ეცდებიან, თავიანთი მოგზაურობა ნოემბერში პოზიტიურად დაიწყონ.

ორივე გუნდისათვის პირველი მატჩი საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან მოსამზადებელი პერიოდი მოკლეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშის მოსაგებად ისინი ყველაფერს გააკეთებენ.

აშშ

კანადის მსგავსად, აშშ-ის ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ მან 2015 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩები დათმო კანადასთან, ის ძლიერი მეტოქეა.

ამერიკელები ჩვენთან დაპირისპირებისთვის დიდი გულისყურით მოემზადებიან, ვინაიდან ჩვენს მსგავსად, ისინიც ჯერ არ გასულან მსოფლიოს თასზე.

ისინი ეცდებიან თავიანთი სრული პოტენციალის ჩვენებას და ჩვენთან მატჩში თამაშის ხარისხის გაზრდას, რათა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო, ამერიკის კონტინენტის პლეი ოფის სერიაში უფრო გაძლიერებულნი წარდგნენ.

ორივე გუნდს ექნება ჩატარებული თითო მატჩი და აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ისინი ხარვეზების აღმოფხვრას შეძლებენ და შესანიშნავ თამაშს შემოგვთავაზებენ.

სამოა

სამოას ეროვნული ნაკრები, რომელიც ამ დროისათვის მსოფლიოს რეიტინგში მე-7 ადგილზეა, ნებისმიერი ოპონენტისათვის უდავოდ ძალზე ძლიერი მოწინააღმდეგეა. რამდენადაც ვიცი, 28 მოთამაშე სამოელთა 30-კაციანი გუნდიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ელიტურ ლიგებში გამოდის.

სწორედ ამ გამოცდილების შედეგად მათ შეძლეს თავიანთ ისტორიაში პირველად ასეთი მაღალი ადგილის დაკავება მსოფლიო რეიტინგში.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს იქნება მესამე და, შესაბამისად, ბოლო მატჩი ჩვენი ბიჭებისათვის, მათ ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ, რათა განსაკუთრებულად მოემზადონ ამ შეხვედრისთვის.

თავდაუზოგავი მცდელობებისა და მიღწევების გამო სამოა ნამდვილად იმსახურებს მსოფლიო დონის გუნდის სტატუსს და ისინი უდავოდ ყველანაირ ძალ-ღონეს იხმარენ, რათა არ დათმონ შეხვედრა ჩვენს ნაკრებთან.

ძალზე საინტერესო ტესტების სერია ელოდებათ ჩვენს ბიჭებს ნოემბერში და ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი მოვა შეხვედრებზე და ჩვენს ბიჭებს ტრადიციულად, მათთვის ჩვეულად ხმამაღლა უგულშემატკივრებს.

თითოეული თამაში იქნება განსხვავებული და უამრავ გასაოცარ ემოციას მოგვიტანს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი მოუთმენლად ელოდება თითოეულ ამ შეხვედრას, ვინაიდან ეს მატჩები მოგვცემს ჩვენი პროგრესის ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას.

ეს მატჩები ნაკრებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და მოამზადებს მათ მსოფლიოს თასზე გასასვლელი ფინალური ეტაპისათვის - ევროპის ერთა თასის გათამაშებისათვის.

ვიმედოვნებ, რომ ყველანი უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ ამ ძალზე საინტერესო შეხვედრებიდან და, მოდით, ყველა ერთად გვერდში დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს, ვინაიდან ნოემბერში ისინი ძალზე რთულ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდებიან.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ynwa
რატომ არ აჩვენებს GMG ჰაინიკენის თასის თამაშებს? პორტუგალიის სოფლური ჩემპიონატის ჩვენება სჯოობს? რაც შეეხება გულშემატკივრების მოსვლას იმ ტესტებზე, საეჭვოა, რომ ბევრი მოვიდეს. შარშან ასეთი დიდი გუნდი - ფიჯის ნაკრები ჩამოვიდა და ლოკომოტივზე 5-6 ათასზე მეტი გულშემატკივარი არ შეიკრიბა, რაც სამწუხაროა. ამას ყველაფერს ირბი ითვალისწინებს და აკვირდება და თუ გვინდა, რომ ელიტურ ნაკრებებსაც შევხვდეთ მომავალში ქვეყანაში მეტი ინტერესი უნდა იყოს რაგბისადმი და არა მხოლოდ რუსეთთან თამაშში უნდა იყოს სავსე სტადიონი.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სამოას მორაგბეთა ნაკრები ისტორიას ქმნის
პერსონალური ტესტი: რა ფერია შენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"პუმები" "ბორჯღალოსნებს" უფრთხიან
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
პერსონალური ტესტი: გაიგე, რომელი კლუბი შეგეფერება ეროვნულ ლიგაში!
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა
არგენტინის ნაკრების კაპიტანი: ქართველებთან მძიმე მატჩი გველის
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
საქართველო-პორტუგალია 20:15 - რა იყო რუმინელი არბიტრის მისია? [VIDEO+PHOTO]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რიჩი დიქსონი: ქართველებს ახლავე უნდათ ექვს ერში, მაგრამ წარმატება ასე სწრაფად არ მოდის
ნოემბერში ტესტების სარეკორდო რაოდენობა დაფიქსირდება
"საქართველო ევროპის ერთა თასისთვის გადაზრდილია და უფრო დიდ ტურნირში უნდა ჩაგრთოთ!"