საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი საკლუბო და სანაკრებო თემებზე საუბრობს
საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა.

"დინამოში" კარიერა ზღაპრულად დაიწყო: 2010/11 წლების სეზონის ბოლო მატჩში კახა კაჭარავამ ქუთაისის "ტორპედოსთან" ძირითადში დააყენა და ახალგაზრდა ნახევარმცველმა დებიუტი ულამაზესი გოლი აღნიშნა...

ალექს გარსიას დროს ჯიღაური ძირითად შემადგენლობაში უკვე ხშირად ხვდებოდა. ტექნიკური დინამოელი მოლდოვურ "მილსამთან" ევროპალიგის სადებიუტო შეხვედრაში საფეხბურთო სითამამითაც დაგვამახსოვრდა...

მაგრამ შეიცვალა დრო და დამოკიდებულება: დუშან უჰრინს მასში რაღაც არ მოეწონა და 2013 წლის ზამთარში იჯარით "ჩიხურაში" გაუშვა, სადაც დღემდე თამაშობს. ჯაბა არ მალავს, რომ "დინამოში" დაბრუნებაზე ოცნებობს. მას საკლუბო თემაზეც ველაპარაკეთ და სანაკრებოზეც.

ალექსანდრე ჩივაძემ ის ჰოლანდიასთანაც ათამაშა და შოტლანდიასთანაც, თან სქოთებს გოლიც გაუტანა და ჩვენების გამარჯვებაში (2:1) დიდი წილიც დაიდო...

- შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ბევრი სინანულით აღნიშნავდა - ჩვენი ფეხბურთელები ამ ასაკში ნიჭიერები არიან, მაგრამ გავა წლები და ისინი უკეთესად და მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშებენო...

- ჩვენი ფეხბურთელები, შოტლანდიელებთან შედარებით, მართლაც ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ. იმავეს ვიტყვი მთლიანად ნაკრებზეც. ჭანტურიას რომ პენალტი გამოეყენებინა, დარწმუნებული ვარ, დიდი ანგარიშით მოვუგებდით. თამაშის გადარჩენის შანსი ისევ ჩვენი მოდუნების გამო გაუჩნდათ...

ისე, მართალია - ჩვენთან რომ ბიჭები არიან, მათი მსგავსი შოტლანდიაში ნამდვილად არ ჩანდა, აი, ამის მერე რა ხდება და რა გვემართება, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა არც შოტლანდიელთა დაკნინება მინდა - მე მგონი, ბრიტანელების სისუსტე ჩვენი კარგი თამაშის დამსახურება იყო.

საკუთარი თამაში "დავიჭირეთ" და ფეხი ამიტომაც ვერ გაანძრიეს. არადა, "სელტიკის", "აბერდინის" და ბევრი ცნობილი კლუბის მოთამაშეები ჰყავდათ.

- თქვენი აზრით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბევრი მოთამაშე შეძლებდა "სელტიკისა" და "აბერდინის" დონის კლუბებში თამაშს?

- ჩვენ ბევრი რამ გვიშლის ხელს. ერთი ის, რომ არ გვიცნობენ, მეორე - ევროკავშირელები არ ვართ...

ბევრი პრობლემაა, თორემ რამდენი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, ეს გამოჩნდა. კი ბატონო, ჰოლანდიასთან წავაგეთ, მაგრამ შოტლანდიაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი.

ჩემი აზრით, პრობლემები რომ არ გვექმნებოდეს, ჩვენი ნაკრების ძალიან ბევრი წევრი შოტლანდიის პრემიერლიგაში დამკვიდრებას მოახერხებდა.

ჩვენი უპირატესობა ხომ აშკარა იყო. აბა, მათ პირობებში მოაქციეთ ჩვენი მოთამაშეები და დარწმუნდებით, რომ არანაკლებ სწრაფად ითამაშებდნენ.

- ჯგუფიდან ახალგაზრდული ნაკრების გასვლა რეალური გგონიათ?

- პირველ ადგილზე ლაპარაკი უკვე ძნელია. ჰოლანდიასთან წაგება დიდი დარტყმა კი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება.

ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეორეადგილოსნებიც ხვდებიან და იქნებ, ეს მაინც მოვახერხოთ. საამისოდ, შემდეგ შეხვედრაში შოტლანდია გასვლაზეც უნდა დავამარცხოთ.

- რამდენად გაძლევთ საჩხერის "ჩიხურაში" მომზადების დონე იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში კარგ ფორმაში მყოფი გამოცხადდეთ?

- არსებულ პირობებს შეძლებისდაგვარად ვიყენებ და ვცდილობ, კარგად ვივარჯიშო, მოვემზადო, რეჟიმი დავიცვა და ისე ვიცხოვრო, როგორც ნამდვილ სპორტსმენს შეეფერება. თუ რა გამომდის და რა - ვერა, ეს მწვრთნელებმა შეაფასონ.

- "ჩიხურას" ევროთამაშებიდან და ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ საჩხერეში გადასვლამ თქვენზე ფსიქოლოგიურად კარგად არ იმოქმედა. თბილისის "დინამოში" უფრო თავდაჯერებული ჩანდით, საკუთარ თავზე თამაშს უფრო ხშირადაც იღებდით...

- შეიძლება... ამაზე ლაპარაკი მაინც გამიჭირდება. ალბათ, გარედან უფრო კარგად ჩანს. საერთოდ, სადავო არაა - თბილისის "დინამოში" თამაში ნებისმიერ ფეხბურთელზე კარგად მოქმედებს, მით უფრო - ახალგაზრდაზე, უფრო თავდაჯერებულიც ხდები.

"დინამოში" ყველა სხვა გუნდზე უკეთესი პირობებია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად ვერ ვგრძნობ, რომ უფრო შებოჭილი გავხდი.

- "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თქვა, რომ "სტიაუას" მაგალითი მოსწონს, რომელიც საკუთარ აღზრდილ ახალგაზრდებს ეყრდნობა. თქვენც "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ხართ, დღემდე ამ კლუბს ეკუთვნით და გუნდში დაბრუნება რეალური ხომ არ არის?

- რა თქმა უნდა, მინდა, თავი გამოვიჩინო და "დინამოში" დავბრუნდე. ეს ჩემთვის გამორჩეული კლუბია, მას ვეკუთვნი და მისი ფორმით ფეხბურთელიც უფრო კარგად ჩანს. ჯერ ჩემთვის ასეთი რამ არ უთქვამთ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ასეც მოხდება.

ჯიღაურს დინამოში დაბრუნების იმედი აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vova
ჟორა,ამათ უმეტესობას ასაკი გადაკეთებული აქვთ და ამიტომაც ჯობიან ბავშვებს,მერე რომ კცდებიან იმიტომ ხდებიან უსუსურები
zuka
მართლა ვერ გავიგე რეებს ლაპარაკობს ეს ბიჩი. ურტიერთგამომრიცხავ რაგაცეებს ყვება, ამათ განათლება სცჰირდებატ თუნდაც ის საპეხბურთო განათლება რომელსაც ქვია რომ რაგაცას მიაგციონ , უგუნურ რაგაცეებს ლაპარაკობს და რა ფეხბურთი უნდა ითამაშონ ამათმა
jora
აგიჟებენ ნიჭიერები ხართო და რა ქნან, ამათაც სჯერათ:)
kolia
რას ლაპარაკობს ვერ მივხვდი. რა შოტლანდიას ჯობდნენ? თურმე ჰოლანდიასთან იმიტომ წავაგეთ რომ იმათ გაუმართლათ. მაშინ შოტლანდიას რომ გაეტანა ის უეჭველი ბურთი მე-5 წუთზე, რა მოხდებოდა? საფეხბურთო დისციპლინით ჰოლანდიაც გვჯობია, შოტლანდიაც და სლოვაკიაც. აი ამიტომ არ იწვევენ ჩვენებს ევროპაში. აფრიკელები რომელი ევროკავშირის წევრები არიან ევროპაში რომ თამაშობენ. დისციპლინა უგებს კლასს. და ჩვენებს ეს კლასიც არ აქვთ. აბა სლოვაკიათან რო გუნდი წააგებ რაღაზე უნდა ილაპარაკო.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა