არგენტინელის თქმით, პორტუგალიელ სპეციალისტს "რეალში" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია
ლეგენდარული ფეხბურთელი და არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი დიეგო მარადონა გუშინ საღამოს მადრიდის "რეალის" ვარჯიშს დაესწრო გუნდის ბაზაზე ვალდებებასში, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს დამსახურებით "სამეფო კლუბში" შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. არგენტინელის თქმით, პორტუგალილე სპეციალისტს უახლოეს მომავალში მადრიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც ხელეწიფება:

"მოურინიოს მეთოდები უბრალოდ საოცარია. ის თავის შეგირდებს ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების საშუალებას აძლევს, მაგრამ როცა მკაცრი მიდგომაა საჭირო, ესეც ყველაზე კარგად გამოსდის. მეგობრული სული გუნდში უმაღლეს დონეზეა და ეს მწვრთნელის დამსახურებაა, რომელსაც მართვის სადავეები ხელში მაგრად უჭირავს. "სამეფო კლუბში" ადრეც არანაკლები ვარსკვლავები ირიცხებოდნენ, მაგრამ მსგავსი ატმოსფერო არ ყოფილა".

მარადონას აზრით, ” მოურინიო მსოფლიოს სამი საუკეთესო მვრთნელის სიაში შედის და გვარდიოლაც მათ შორისაა. ორივემ ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა. ჟოზესთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ერთხელ, მისი იტალიაში მუშაობის დროს მთელი სამი სააათი ვისაუბრეთ. მან ბევრი რამ ამიხსნა მოთამაშეებსა და მათთან დამოკიდებულების შესახებ. ეს ადამიანი ჭეშმარიტად პატივს სცემს ფეხბურთელებს. ჩვენ ხშირად ვცდებით, მაგრამ ვალდებულები არა ვართ, ჟურნალისტებთან და სხვა ადამიანებთან კარგ ურთიერთობაში ვიყოთ, აი, საკუთარ ფეხბურთელებთან კი ვალდებულები ვართ, კარგი ურთიერთობა გვქონდეს”.

”რაც შეეხება კრიტიკას პორტუგალიელის მისამართით, არა მგონია, რომ ეს მას ძალიან აშფოთებდეს. მოურინიომ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და დაამტკიცა, რომ ის "რეალისთვის" საუკეთესოა. "სამეფო კლუბის" ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზე კი ვიტყოდი, რომ ჟოზეს დრო სჭირდება, რათა მისმა შეგირდებმა, გაიგონ თუ რა სურს მათგან მწვრთნელს. ასე იყო "ინტერშიც". თუ პორტუგალიელ სპეციალისტს დავუჯერებთ, ის მადრიდს ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულს უახლოეს მომავალში აჩუქებს", -აღნიშნა მარადონამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

giorguna
საიტი რატო ჭედავს ? ან სიახლეები რატო არ იდება ?ადმინისტრაცია: ტექნიკური პრობლემის გამო საიტი დროებით შეფერხებით მუშაობდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. პრობლემა გამოსწორებულია.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა