აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ორმაგი ქართული დერბი შედგა
გასულ უქმეებზე აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ორმაგი ქართული დერბი შედგა. ქართველი ფეხბურთელებთან ერთად ჩვენებური მწვრთნელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თანაც ვინ - მოსწავლე და მასწავლებელი. ეს დუელი კი ახალგაზრდა მწვრთნელის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა ბაქოს "ინტერმა", რომლის თავკაცი კახა ცხადაძეა, მისი თანაშემწე კი გიორგი ჩიხრაძე, რევაზ ძოძუაშვილის "თურანს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. სტუმართა გუნდის მარცხს, დავით ოდიკაძემ მეორე წუთზე გატანილი გოლით დაუდო სათავე.

ამ შეხვედრაში ოთხმა ქართველმა ითამაშა, სამმა მასპინძელთა რიგებში, ერთმაც სტუმრებში. "ინტერში" ნახევარმცველ დავით ოდიკაძესთან ერთად იყვნენ მეკარე გიორგი ლომაია და მცველი ილია კანდელაკი. მცველი კახა მჟავანაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშმა არ მოუწია. სტუმართა ჩვენებურმა თავდამსხმელმა გიორგი ჭედიამ ქართველთა ტრიოს მსგავსად 90 წუთი დაჰყო მოედანზე. ნახევარმცველი შალვა ფირცხალავა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე გასვლამ არ მოუწია.

ძოძუაშვილმა მარცხის შემდეგ აღიარა:

"მეტოქეს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს, მათ გვაჯობეს და დამსახურებულადაც მოიგეს. "ინტერი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი უკვე მომდევნო მატჩებზე უნდა ვიზრუნოთ და ქულები დავაგროვოთ".

თანამემამულე კოლეგის მისამართით ცხადაძემაც არ დაიშურა კომპლიმენტები:

"ჩვენს მოწინააღმდეგეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა რევაზ ძოძუაშვილი წვრთნის. მისი ხელი აშკარად დაეტყო "თურანს". თაუზელების არაერთი მატჩი ვნახე და ეს გუნდი შეტევაში ახლა უკეთ თამაშობს. ტანდაბალი და სწრაფი შემტევები ჰყავს. ეს კარგად ვიცოდი და ჩემს ფეხბურთელებს დაცვაში გაათმაგებული ყურადღებით თამაში დავავალე. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ".

ამ მოგების შემდეგ ცხადაძის გუნდი მეოთხე ადგილზეა. ძოძუაშვილის "ტურანი" კი მეცხრე საფეხურზეა. აზერბაიჯანული საიტების ცნობით, ზამთრის პაუზისას რევაზ ძოძუაშვილი "თურანს" ორკვირიან შეკრებაზე ბათუმში ჩამოიყვანს და ამხანაგურ მატჩებს ქართულ კლუბებთან გამართავს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა