თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ახალგაზრდებმა სომხურ არტაშატში წარმატებით იასპარეზეს
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ახალგაზრდებმა წარმატებით იასპარეზეს სომხურ არტაშატში, რაზმიკ გოლეციანის მე-13 საერთაშორისო ტურნირში.

შეჯიბრებაში მხოლოდ სამი გუნდი გამოდიოდა - სომხეთი, საქართველო და რუსეთი, მაგრამ 142 მონაწილე კი მოგროვდა. ჩვენებმა 5 ოქროს, ამდენივე ბრინჯაოს მედალი და 2 ვერცხლი მოიპოვეს, ორ წონაში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა.

ტურნირი რომ ქართველთა სრული უპირატესობით წარიმართა, ამას იქაური საიტებიც ღიად წერენ. ჩემპიონები რამაზ დარჩიძე (55), შოთა ფარტენაძე (60), ომარ გურჯიძე (66), ტარზან მაისურაძე (74) და ნოდარ კურტანიძე (96) გახდნენ.

მაისურაძემ ფინალში რევაზ მწითური დაამარცხა, კურტანიძემ (ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის შვილია) გივი მაჭარაშვილს სძლია. მესამე საპრიზო ადგილზე შალვა ხუციშვილი (60), ირაკლი გოგობერიშვილი (74), გიორგი ჩხარტიშვილი, მოგელი მეზვრიშვილი (ორივე - 84) და გიორგი ანდრიაძე (96) გავიდნენ.

ამათგან უმეტესობა ახალი გადმოსულია ჭაბუკთა ნაკრებიდან და მათთვის მსგავსი შეჯიბრებები ოსტატობის ამაღლების ჩინებული შანსია. ამიტომაა საშური, რაც შეიძლება ხშირად გამოვიდნენ ტურნირებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა