"კორიერე დელო სპორტმა" პირდაპირ დაწერა, რომ კარგად მოთამაშე "მილანს" გამარჯვებისთვის ალეგრის სითამამე დააკლდა
მიუხედავად იმისა, რომ "მილანი"-"ბარსელონას" შეხვედრაში ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, კარშიც გაცილებით მეტჯერ სწორედ კატალონიელებმა დაარტყეს, ფრე მაინც ლოგიკური შედეგი იყო და ამაზე საფეხბურთო ექსპერტთა თუ ჟურნალისტთა უმეტესობა შეთანხმდა.

შესაბამისად, "მილანი" უფრო მეტად აქეს, ვიდრე გააკრიტიკეს და ეს სრულიად ბუნებრივიც გახლდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლომბარდიული გრანდი დიდი დანაკლისით შეხვდა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან პაექრობას. განსაკუთრებით, ეს შეტევაზე ითქმის - სტეფან ელ შაარავი და ჯამპაოლო პაცინი განაცხადშიც არ იყვნენ, მარიო ბალოტელიმ კი მხოლოდ დასკვნითი ნაწილი ითამაშა და ისიც გამაყუჩებლით.

მოკლედ, ეს ის იშვიათი შემთხვევა გახლდათ, როდესაც "მილანი" "სან სიროზე" ფავორიტი არ იყო და შესაბამისად, ქულა აქტივში ჩაეწერა.

ნამატჩევს, არც მასიმილიანო ალეგრი უჩიოდა უგუნებობას:

"მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მრისხანე მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და ქულა ავიღეთ. დღეს შევქმენით გაცილებით მეტი მომენტი, ვიდრე გასულ სეზონში, როდესაც "ბარსა" "სან სიროზე" 2:0 დავამარცხეთ.

ერთი ეგაა, რომ მეორე გოლი ვერ შევაგდეთ და ერთ ეპიზოდში დაცვაში დაშვებული შეცდომა ძვირად დაგვიჯდა.

როდესაც "ბარსელონასთან" თამაშობ, კონცენტრაცია ერთი წუთითაც არ უნდა დაკარგო, რადგან ხიფათი ნებისმიერი ზონიდან შეიძლება გემუქრებოდეს. ჩვენ ის ერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ამის გამო შეგირდებს ვერაფრით ვუსაყვედურებ.

მათ ყველაფერი გააკეთეს დადებითი შედეგის მისაღწევად, რაც გამოუვიდათ კიდეც. დიახ, "ბარსასთან" ფრე ურიგო შედეგი სულაც არაა, მით უმეტეს, მდევარ "სელტიკს" ორი ქულით ვუსწრებთ.

რაც მთავარია, ამ "მილანს" გაცილებით მეტი შეუძლია".

მოგებამდე სითამამე დააკლდათ

"მილანმა" ერთი ფორვარდით ითამაშა და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებს რობინიო-ბალოტელის ტანდემის ხილვა სურდათ.

ბევრის აზრით, მარიოს შეტევაში ინერტული ვალტერ ბირსა უნდა შეეცვალა, ფლანგზე ბრაზილიელი გადასულიყო და მისი ადგილი სწორედ ბალოტელის დაეკავებინა. ალეგრიმ ბირსას შეცვლა ვერ გარისკა, რობინიო მოხსნა თამაშიდან და ამით მასპინძელთა შემტევი პოტენციალი შეასუსტა.

"კორიერე დელო სპორტმა" პირდაპირ დაწერა, რომ კარგად მოთამაშე "მილანს" გამარჯვებისთვის ალეგრის სითამამე დააკლდა. მწვრთნელს თავისი პოზიცია აქვს:

"ჩვენი ლაზარეთი ჯერ კიდევ სავსეა, დარჩენილი ფეხბურთელები კი იდეალურ ფიზიკურ ფორმაში არ არიან. ბოლო წუთებში ზონების მოშიშვლება დამღუპველი იქნებოდა და ამიტომ ბირსას ნაცვლად ბალოტელის შეყვანა არც კი მიფიქრია.

ვალტერი ურბი ემანუელსონმა შეცვალა, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც შეტევაში, ისე დაცვაში".

ბრავო, კაკა

რიკარდო კაკამ ისე ითამაშა, როგორც ძველ, კარგ დროს. თითქოს წონაშიც დაკლებულია, ან შესაძლოა "მილანის" მუქი ფერების ფორმა ახდუნებს, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსელონასთან" ვიხილეთ ისეთი რიკი, რომელიც სწორედ კარლო ანჩელოტის "როსონერიდან" გვახსოვს.

კაკამ უზარმაზარი სამუშაო გასწია დაცვაში და ეფექტური იყო შეტევაში - მარტო საგოლე პასი რად ღირს, რომელიც რობინიოს "დაუხატა".

როგორც მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, კაკამ "მილანს" თავდაჯერებულობა შემატა - რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკასა და ზოგადად, კლასზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მასიმილიანო ალეგრი: "ბარსელონამ" ერთადერთი შეცდომა არ გვაპატია

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
სერია A. XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ერთ-ერთის სერია შეწყდება...
მხიარულება და სიცილი სტუდიაში - რატომ კაკა... ფეხბურთელმა ახსნა, საიდან მოდის ზედმეტსახელი, რომლითაც ყველა იცნობს [VIDEO]
ლუკა ანტონინი: მშვიდობით ჩემო "მილანო"
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
რობინიოს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა! ბრაზილიელი ევროპის ზონაში არ შედის
რობინიო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და სიმბოლურ ხელფასზე ითამაშებს
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ჯგუფური გაუპატიურების ბრალდებით - რობინიო ციხეში 9 წელიწადს გაატარებს
იტალია. სერია A. VIII ტური: დიდი შემობრუნება ფლორენციულად [VIDEO]
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
კაკამ, თავისი აზრით, ევრო 2024-ზე ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი დაასახელა
კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა - რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ტოპ 5 ბრაზილიელი, ვინც იმედები ვერ გაამართლა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ჩქარა, ციხეში - ბრაზილიელი მინისტრი რობინიოს დასჯას ითხოვს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მასიმილიანო ალეგრი: ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა [VIDEO]
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
FourFourTwo-მ ბრაზილიელთა ყველა დროის ტოპ 10 შეადგინა
დღე, როდესაც ლაპორტამ რობინიოზე უარი მესის გამო თქვა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...