როგორი იქნება დიდი გამთამაშებლის სადებიუტო სეზონი "ბრუკლინში"
დამდეგი რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება "ბრუკლინ ნეტსის" თამაში ჯეისონ კიდის ხელმძღვანელობით, რომელსაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ გააჩნია და მოთამაშის კარიერიდან პირდაპირ მწვრთნელობაზე გადაერთო.

სეზონის წინ ლეგენდარული გამთამაშებელი ლაპარაკობს თავის გადაწყვეტილებაზე, სამწვრთნელო კარიერის თავისებურებებზე, საკუთარი მუშაობის მეთოდიკაზე...

- კალათბურთელობის პერიოდში თქვენ მიეჩვიეთ გამთამაშებლის პოზიციიდან მოედანზე თამაშის კონტროლს. დღეს ასეთი შანსი არ გაქვთ და მხოლოდ მწვრთნელის პოსტიდან უნდა შეიტანოთ კორექტივები. შეეგუეთ ამას?

- ვცდილობ, ვენდო ჩემს შეგირდებს და მათი იმედი მქონდეს. "ნეტსში" მუშაობის პირველი დღიდან მუდმივად ვლაპარაკობ იმაზე, რომ მზად ვარ ავიღო ტაიმ-აუტი, გავაკეთო შეცვლები ან მივცე რჩევები, მაგრამ მე არ შემიძლია კალათში სროლა და თავის დაცვა - თამაშის გეგმა ბიჭებმა საკუთარი ძალებით უნდა შეასრულონ.

ნდობას ჩემთვის უდიდესი როლი აქვს. ყოველ წუთს ტაიმ-აუტს ვერ ავიღებ, ამიტომაც ხანდახან, უბრალოდ, იმის იმედად უნდა ვიყო, რომ ჩემი შეგირდები დაცვაში თავს არ შეირცხვენენ და ბურთებსაც ჩააგდებენ. თავად გესმით, რომ "ბრუკლინი" ახალგაზრდული გუნდი არ არის და გამოცდილება არ აკლია, მოთამაშეებს ბევრი რთული მომენტი გადაულახავთ.

ამიტომაც ჩვენთვის აუცილებელია, შევახამოთ ყოველი კალათბურთელის ძლიერი მხარეები, გამოვიმუშავოთ ერთმანეთისადმი ასპროცენტიანი ნდობა და მუდმივად კავშირი მოედანზე. ამაზე კეთდება აქცენტი საწვრთნელი ბანაკის დროს.

- ასეთი მიდგომა ძალიან ჰგავს ფილ ჯექსონის მუშაობის მეთოდიკას.

- მართლაც ასეა. ეს არ არის ჩემი ნოვატორული მიდგომა. ეს არის ერთგვარი ნაზავი იქიდან, რაც მე კარიერაში მინახავს. ასეთი ურთიერთობა ჰქონდა მოთამაშეებთან არა მხოლოდ ფილ ჯექსონს, არამედ გრეგ პოპოვიჩსაც. როცა კალათბურთელები ენდობიან თავიანთ მწვრთნელს, ისინი მზად არიან ზედმეტი ირბინონ, ადრე მივიდნენ ვარჯიშზე, გვიან წავიდნენ, უყურონ ზედმეტ ვიდეოს.

ჯექსონმა და პოპოვიჩმა უდიდეს სიმაღლეებს მიაღწიეს, რადგან აქცენტს აკეთებდნენ ნდობასა და გუნდის შიგნით ურთიერთგაგებაზე. რატომ არ უნდა ვცადო მე მათი მეთოდის კოპირება?

- მოგვიყევით თქვენს სამწვრთნელო შტაბზე...

- ჩემ გარშემო შეკრებილნი არიან ძალიან საინტერესო და ძლიერი სპეციალისტები - ლოურენს ფრენკი, ჯონ უელში, ჯო პრანტი, როი როჯერსი. მათ ბრწყინვალედ ესმით არა მხოლოდ სამწვრთნელო სამუშაოს სპეციფიკა, არამედ შეუძლიათ ხუთ წამში დაგიხაზონ შეტევა. მე ეს ჯერ არ მისწავლია, მაგრამ მესმის, რომ აუცილებელია და ვაგრძელებ დახვეწას.

დღეს ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასეთია: თუ მე ვიღებ ტაიმ-აუტს გუნდის დასამშვიდებლად ან გასამხნევებლად, მაშინ თავად ვახერხებ ყველაფრის მოგვარებას. მაგრამ თუ ჩვენ შეტევის მომზადება გვჭირდება, ჩემი ზეპირი ახსნა საკმარისია. მაგრამ მაინც ვეკითხები ბიჭებს: "სრული სიცხადისთვის სქემა ხომ არ გჭირდებათ?" და თუ ეს საჭიროა, მაშინ საქმეში ლოურენსი ან ჯონი ერთვება.

- ვინ არის თქვენს სამწვრთნელო შტაბში იდეების გენერატორი?

- თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, გუნდში საკუთარი იდეებითა და გეგმებით მივედი, მაგრამ თუ რომელიმეს საინტერესო აზრი გაუჩნდება, მზად ვართ, ყველამ მოვუსმინოთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. რაც მეტი ასეთი ინფორმაცია გვექნება, მით უკეთესი, რადგან ეს ზრდაში გვეხმარება მე და გუნდს.

- გრძნობთ საკუთარ მხრებზე პასუხისმგებლობას?

- იყო მთავარი მწვრთნელი - უდიდესი პასუხისმგებლობაა. ის შესამჩნევად განსხვავდება იმისგან, რასაც მოთამაშე გრძნობს. როცა გამთამაშებელი ვიყავი, მხოლოდ იმაზე ვაგებდი პასუხს, როგორ თამაშობდა დანარჩენი ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ მოედანზე. ახლა კი უფრო მეტზე უნდა ვიფიქრო - მოთამაშე ხუთეულზე, სათადარიგოთა სკამზე, სამწვრთნელო შტაბზე.

და ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მოვალეობებისა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი იღებს NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. ამ ლიგაში საუკეთესო მოთამაშეები საშუალო და კარგი კალათბურთელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ სურთ, სხვებმა ავარჯიშონ და მიმართულება მისცენ. ისინი მზად არიან ბოლომდე იმუშაონ და სწორედ საქმისადმი ამგვარ მიდგომას გაჰყავს ისინი სრულიად ახალ დონემდე.

ამიტომაც ჩემს შეგირდებთან პირველ შეხვედრაზე მოვუწოდე ყველა მოთამაშეს ურთიერთნდობისკენ და გამოვთქვი სურვილი, რომ ისინი წარმატებულ კალათბურთელებად დარჩენილიყვნენ.

- თქვენს მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს სამუშაოში კარდინალურ ცვლილებაზე?

- რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ შექმნილი სიტუაცია და მან მიიჩნია, რომ მწვრთნელობის დაწყება - შესანიშნავი იდეა იყო, მაგრამ "ბრუკლინში" ჩემი მუშაობის პირველი ორი კვირის შემდეგ მან წუწუნი დაიწყო იმის გამო, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და უფრო მეტ დროს გუნდთან ერთად ვატარებდი, ვიდრე ოჯახთან.

მეუღლესა და ბაშვებსაც უწევთ გარკვეულ ცვლილებებთან შეგუება: ადრე, როცა ჩემი თამაშის სანახავად მოდიოდნენ, ისინი მოედანზე მეძებდნენ, ახლა კი მუდმივად მათი თვალთახედვის არეში ვიქნები.

- წარსულში რომელმა მწვრთნელმა მოახერხა თქვენი გაყვანა ახალ დონეზე?

- ყველამ იცის, რამდენად ბრწყინვალე სპეციალისტია რიკ კარლაილი. ყველა კალათბურთელს სურს მიიღოს თავისუფლება მოედანზე ზუსტად იმ მომენტამდე, როცა ისინი ამ თავისუფლებას იღებენ, მაგრამ შემდეგ არ იციან, რა გაუკეთონ მას. ამისთვის საჭიროა ვარჯიშებისადმი სისტემური მიდგომა და მწვრთნელის ჩანაფიქრის გაგება. სწორედ ეს გამოგვივიდა "დალასში", როცა ასოციაციის ჩემპიონები გავხდით.

- რა გაკვეთილი მიიღეთ იმ სეზონიდან?

- პირველ რიგში, გუნდში მართლაც ოჯახური სიტუაცია იყო. ბევრ დროს ვატარებდით ერთად, ოჯახებით გვქონდა ურთიერთობა. გარდა ამისა, ჩვენი საკალათბურთო IQ-ს დონე ძალიან მაღალი იყო. "დალასი" არ იყო NBA-ს ყველაზე სწრაფი გუნდი, მით უმეტეს, ყველაზე მძლავრი და ათლეტური, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვრჩებოდით ერთიან გუნდად, იმის მიუხედავად, ვიგებდით თუ ვაგებდით მატჩებს.

ჩვენ ერთმანეთს ვენდობოდით მოედანზე და არ გვყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს გვერდზე გაწევდა და მარტო, თავისი ხელებით შეძლებდა გუნდისთვის წარმატების მოტანას.

რა თქმა უნდა, "მავერიქსში" იყო და არის დირკ ნოვიცკი. მას შეუძლია შეასრულოს გამარჯვების ტყორცნა ან დაეხმაროს პარტნიორებს ამა თუ იმ ხერხით გამარჯვების მოპოვებაში, მაგრამ ნებისმიერი ჩვენი შედეგი იყო თითოეულის ძალისხმევის ნაყოფი. ამით განსხვავდებოდა "დალასი" ნებისმიერი მეტოქისგან.

- ჰგავს თუ არა დღევანდელი "ბრუკლინი" 2011 წლის "დალასს"?

- ჰგავს და ძალიან ბევრი რამით. არც ისე სწრაფი და ფიზიკურად არც ისე ძლიერი, მაგრამ ძალიან მაღალი საკალათბურთო ინტელექტის დონით. იმის გააზრებით, როგორ უნდა თამაში და როგორ არ უნდა გააკეთო ეს. არავინ გადიოდა მოედანზე მხოლოდ იმისთვის, რომ მას ფულს უხდიდნენ.

თითოეულ გუნდს აქვს გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ საჩემპიონო ტიტული მოიპოვოს. ახლა "ბრუკლინის" დრო მოვიდა და გასახდელში ამას ყველა გრძნობს.

- რა დასკვნების გაკეთება შეიძლება დამდეგი სეზონისთვის "ბრუკლინის" შემადგენლობის გაანალიზებისას?

- "ნეტსს" ჰყავს მოთამაშეები, რომლებმაც იციან და ესმით კალათბურთი, აქვთ მოედანზე გასვლისა და გამარჯვების სურვილი. კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ასაკოვანი მოთამაშეების სიმრავლეზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. "ბრუკლინის" გამათამაშებელი ჯერ 30 წლისაც არ არის, სასტარტო ცენტრი სულაც 25 წლისაა.

ამიტომაც ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი, რომელიც ჩვენ შევკრიბეთ, საუკეთესოდ მიმაჩნია ასოციაციაში.

- დერონ უილიამსი გააგრძელებს პროგრესს თუ მან მიაღწია თავისი შესაძლებლობების ზღვარს?

- დერონი, უბრალოდ, საკუთარ თავს უნდა ჰგავდეს. ამბობენ, რომ გამთამაშებელი უნდა ებრძოდეს მოედანზე საკუთარ ეგოიზმს, მაგრამ უილიამსს ეს პრობლემა არ აქვს, რადგან ყოველთვის გუნდურ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას. უნდა ისროლოს თუ არა მან უფრო მეტი? თუ მას სურვილი ექნება, ის უპრობლემოდ მიაღწევს საშუალოდ 20 ქულას მატჩში. მისი თამასა უნდა ავწიოთ ჩვენ - სამწვრთნელო შტაბმა და პარტნიორებმა.

- დაინტერესებული იყავით თუ არა "ბრუკლინში" მუშაობით იქამდე, სანამ კლუბი "ბოსტონთან" გრანდიოზულ ტრეიდს განახორციელებდა?

- რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვიყავი. მზად ვიყავი მიმეღო "ბრუკლინის" წინადადება და მემუშავა იმ ბიჭებთან, რომლებიც იმ მომენტისთვის უკვე იყვნენ კლუბში. მე მაინტერესებს ახალგაზრდა გამთამაშებლებთან მუშაობა, რომლებსაც შემიძლია დავეხმარო რჩევებით.

მე არ გამოვყოფ უილიამსს სხვა მოთამაშეებისგან, რადგან ერთი კალათბურთელი, თუნდაც აბსოლუტურად სრულყოფილი, საკმარისი არ არის მიზნის მისაღწევად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჯეისონ კიდის მუდმივი ხუთიანი

[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
ბითაძის საუკეთესო მატჩი "ორლანდოს" რიგებში - გოგამ "ბრუკლინთან" ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
კრიმინალური საკითხავი: 355 სისხლის სამართლის დანაშაული
ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
დიდი ფილი უმუშევარია - ლეგენდა "ნიუ იორკ ნიქსიდან" დაითხოვეს
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?
ზაზა ფაჩულია: ევრობასკეტის 1/4-ფინალში მოხვედრის ძალა შეგვწევს
ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]
NBA: ოთხქულიანი ხაზი - დიდი ფილის იდეა, როგორ გავამხიარულოთ კალათბურთი
[VIDEO] მამუკელაშვილმა ძირითად ხუთეულში დაიწყო - "ტორონტომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]
როცა კობი ბრაიანტმა შექმნა შავი მამბა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
NBA. ᓠ
ფილ ჯექსონი: კობის ხანდახან ვეზიზღებოდი
ᓓᓔᓠᓘᓙ ᓤᓘᓨᓔᓠᓘ "ᓜᓘᓥᓡᓨᓘ" ᓘᓜᓘᓨᓜᓔᓑᓐ
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | "ორლანდოს" სუპერსერია გრძელდება [VIDEO]
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები