ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლადო დვალიშვილი: ეროვ­ნულ ნაკრებში რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს

ლადო დვალიშვილი: ეროვ­ნულ ნაკრებში რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და შე­იც­ვა­ლოს

რას ერჩოდა ვარშავის "ლეგიას" ქართველი თავდამსხმელი სტადიონის სარეკლამო ბანერს და რითი ჰგვანან პოლონელი ქომაგები ქართველებს
ვლადიმერ დვალიშვილმა, რომელსაც პოლონურ მედიაში "ტანკს" უწოდებენ, რომელმაც "ექსტრაკლასას" მე-12 ტურში გლივიცეს "პიასტის" კარში ორი გოლი გაიტანა!

ცოტა რომ გამართლებოდა, ვარშავის "ლეგიას" და საქართველოს ნაკრების ფორვარდს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა დუბლიც ჩინებული შედეგია და ლადოს სტატისტიკაც - პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დვალიშვილს 8 მატჩში 7 ბურთი აქვს გატანილი, ანუ, საშუალოდ, ყოველ 73 წუთში ერთი გოლი!

რატომ ვერ არის ასეთივე შედეგიანი საქართველოს ნაკრებში, რას ერჩოდა "ლეგიას" სტადიონის სარეკლამო ბანერს და რითი ჰგვანან პოლონელი ქომაგები ქართველებს - ამას თავად ფეხბურთელი გვიამბობს:

იხილეთ ვიდეო

- "პიასტთან" მატჩში გუნდის თამაშითაც კმაყოფილი ვარ და საკუთარი გარჯითაც. პირველი ტაიმი მოვიგეთ, მაგრამ მთლიანობაში, თამაშის საწყისი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია, 46-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს.

საბედნიეროდ, ამის შემდეგ უპირატესობას "ლეგია" დაეუფლა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მესამე ბურთის გატანაც შემეძლო, ბურთი კარის ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ყველას ჩემმა თანაგუნდელმა დაასწრო და ანგარიშში სხვაობა გაზარდა.

- "პიასტის" კარში გატანილი პირველი გოლი ძალზე ემოციურად აღნიშნე... გასაგებია, რომ რამდენიმემატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ გატანილმა ბურთმა გაგახარა, მაგრამ სარეკლამო ბანერს რას ერჩოდი?

- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გახარებულმა ბანერს მივარტყი ფეხი, ეს იყო და ეს (იცინის). ბოლო ორ მატჩში მართლაც არ მქონდა ბურთი გატანილი, მანამდე კი ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რეაქცია ორმატჩიანი უგოლო "სერიის" ბრალია. უბრალოდ, მატჩი ისე დაძაბულად და ემოციურად მიდიოდა, ანგარიში რომ გავხსენი, ძალიან გამიხარდა...

- და ამ ჟესტით კრიტიკოსებსაც უპასუხე?

- ბოლო თამაშებში მართლაც არ მაკლდა კრიტიკა. პოლონეთში ერთი მატჩის ჩაგდებასაც კი არავინ გაპატიებს. "ლეგია" ისეთი ტრადიციებისა და მიზნების მქონე გუნდია, მისგან ყველა შეხვედრაში მაქსიმუმს ითხოვენ. მით უმეტეს, ლეგიონერისგან... მოიგებ? პოლონელები მაშინვე გმირად შეგრაცხავენ, მაგრამ საკმარისია, ერთ მატჩში წაიფორხილო, იმწუთსვე კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაგატყდება თავს!

- პოლონელები ქართველი ქომაგებივით ყოფილან...

- არამხოლოდ ქართველები, თითქმის ყველა ქვეყნის გულშემატკივარი ერთმანეთს ჰგავს - წაგების "პატიება" არ უყვართ... მით უმეტეს, როცა თამაშობ ქვეყნის წამყვან კლუბში, რომლის მიზანიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაა.

ვიმეორებ, ლეგიონერებისგან მუდამ განსაკუთრებულ თამაშს ითხოვენ, თუმცა, როცა ასეთ გუნდში ხარ, ქომაგებისა და პრესის წნეხსაც უნდა გაუძლო. პირადად მე უკვე მივეჩვიე ამ ყველაფერს და თუნდაც უიღბლო პერიოდი მქონდეს, ვიცი, როგორც კი გოლების გატანას გავაგრძელებ, გულშემატკივარსა და ჟურნალისტებს ისევ მოუბრუნდებათ გული...

მძიმე მომენტები ადამიანმა თავად უნდა გადალახოს. უფლის წყალობით, აქამდე ყოველთვის ვახერხებდი არასასიამოვნო პერიოდების "გადაგორებას" და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. წნეხის გაძლება თუ არ შეგიძლია, მაშინ წადი და უბნის დონეზე ითამაშე ფეხბურთი...

- რვა მატჩში შვიდი გოლი გაქვს გატანილი. პოლონელმა ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ საშუალოდ, ყოველ 73 წუთში ერთხელ გაგაქვს ბურთი... როგორც ჩანს, "ლეგიას" ქომაგები მართლაც ძალიან კრიტიკულები არიან, ასეთი სტატისტიკის მქონე ფეხბურთელის საყვედურს რომ ბედავენ...

- რვიდან მხოლოდ ხუთი მატჩი მაქვს დაწყებული ძირითად შემადგენლობაში, დანარჩენ შეხვედრებში კი ბოლო წუთებზე შევდიოდი შეცვლაზე. რამდენი გოლიც არ უნდა გქონდეს გატანილი, საკმარისია, მომდევნო მატჩი წააგო და აქაურები მაშინვე გაგაკრიტიკებენ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ხომ შეიძლება, კარგად ითამაშო და მაინც წააგო?! მაგრამ არა, - პოლონეთში ყურადღებას მხოლოდ შედეგს აქცევენ! ჩემთვის მთავარია, გოლების გატანა გავაგრძელო და რამდენიც უნდათ, მისაყვედურონ (იცინის).

- 73 წუთში ერთი კი არა, საქართველოს ნაკრებში ბოლო 730 წუთის განმავლობაში გოლი აღარ გაგიტანია...

- ნაკრებს ისეთი ტაქტიკა და გეზი აქვს არჩეული, ძნელია გოლის გატანა... ამის მიუხედავად, მომენტები მაინც გვქონდა და ჩემს თავსაც ვადანაშაულებ - როცა შანსი მქონდა, მაშინ ხომ უნდა გამეტანა?!

თუმცა, ვიმეორებ, როცა გუნდი უმეტესწილად დაცვაზე ფიქრობს, გოლის გატანა თავდამსხმელისთვისაც რთულია... არადა, მანამდეც ხომ ვთამაშობდი ნაკრებში და გამქონდა გოლები? ამას წინათ წავიკითხე - სამი წელია, საქართველოს ნაკრებში ნომინალურ თავდამსხმელს გოლი აღარ გაუტანიაო და რაღაზეა ლაპარაკი?!

- ნაკრების ფეხბურთელები ამბობენ, რომ ქეცბაიას არასოდეს აუკრძალავს მათთვის შეტევა... გამოდის, მხოლოდ მწვრთნელის პრობლემასთან არ გვაქვს საქმე?

- მართალია, მწვრთნელს არასდროს უთქვამს, არ შეუტიოთო, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრები დაცვიდან თამაშობს. ეროვნულ გუნდში რაღაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ფეხბურთს მეტი ყურადღება სჭირდება. ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებაც აუცილებელია. მაგალითად, პოლონეთში საკმარისია, ახალგაზრდა მოთამაშემ 3-4 კარგი მატჩი ჩაატაროს, ნაკრებშიც იწვევენ და ძლიერი კლუბებიც ინტერესდებიან. საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდების მეტი რა არის, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას?

არადა, ნიჭიერი ახალგაზრდები რომ გვყავს, ასაკობრივი ნაკრებების შედეგებიც ადასტურებს. სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელებს მენტალიტეტის გამოც ექმნებათ პრობლემები. მცირედს მიაღწევენ თუ არა, სტიმულს კარგავენ, ზოგიერთს უკვე ვარსკვლავი ჰგონია თავი და... ასე იკარგება უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა.

- აქამდე პოლონურ მედიაში "ტანკს" გიწოდებდნენ... "პიასტთან" შესრულებული დუბლის შემდეგ ახალი მეტსახელი ხომ არ შეგარქვეს?

- ალბათ, დაწერდნენ - "ტანკი დაბრუნდაო" (იცინის). სიმართლე გითხრათ, არ ვკითხულობ ასეთ რაღაცებს. იმდენ რამეს წერენ, ყველაფერი რომ წავიკითხო, ვარჯიშისთვის დრო აღარ დამრჩება.

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი

ვაკო გვილიამ "ლეგიას" გამარჯვება 90+4-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

გვილიას საჩემპიონო მატჩის ელის: შეიძლება მთელი პოლონეთი ჩვენ წინააღმდეგაა, მაგრამ...

ვაკო გვილია: შეცვლაზე შესვლისას ჩემი ამოცანა გოლის გატანა იყო

კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს

"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ვაკო გვილიამ გაიტანა - "ლეგიამ" გაიმარჯვა

ვაკო გვილია გიბრალტარულ ფრეს თვითკრიტიკულად აფასებს: ასე თამაში არ შეიძლება

legionisci.com: ვაკო გვილია თანაგუნდელის ზურგსუკან "იმალებოდა", ორთაბრძოლებს აგებდა

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია