ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A: მილანი წინ გაიჭრა

სერია A: მილანი წინ გაიჭრა

რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა “კიევოსთან” გასვლით პაექრობაში ისე წააგეს, შანსი პრაქტიკულად არ ჰქონიათ

სერია A-ს XIII ტურის შემდეგ, მთავარი, რისი თქმის სურვილიც გაგვიჩნდა გახლავთ ის, რომ “მილანი” “ინტერს” უკვე ცხრა ქულით უსწრებს. მართალია, ლიდერს და მის თანაქალაქელს შორის სატურნირო ცხრილში კიდევ ოთხი გუნდია, მაგრამ “როსონერის” უმთავრეს კონკურენტად მაინც “ნერაძური” მიიჩნევა. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ბოლო წლებში “ინტერმა” მიჯრით მოიგო სკუდეტოები და ძნელად დასაჯერებელია, რომ ასე იოლად დათმოს პირველობა. ძნელად დასაჯერებელია ისიც, რომ “ინტერი” მხოლოდ და მხოლოდ მეექვსეა სატურნირო ცხრილში და უკვე კარგა ხანია, გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს. ამჯერად, რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა “კიევოსთან” წააგეს გასვლით პაექრობაში და თანაც ისე, რომ პრაქტიკულად შანსი არ ჰქონიათ.

“კიევომ” პირველ ტაიმში სერჯო პელისიერის თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში დავიდე სანტონმა დაუშვა შეცდომა, პოზიციური ბრძოლა წააგო და ფორვარდს გატანის საშუალება მისცა. მეორე ნახევარში მილანელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. შეხვდრის დასრულებამდე თითქმის ათი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მოსკარდელიმ კიდევ ერთი გაუტანა მოქმედ ჩემპიონს და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. სამუელ ეტოოს მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე გაქვითული ერთი ბურთი მხოლოდ იმის დემონსტრირება გახლდათ, რომ კამერუნელი ერთადერთი ნათელი წერტილია დღეს მილანური გრანდის შემადგენლობაში.

რაფაელ ბენიტესს კი მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს - თავად განსაჯეთ, “კიევოსთან” პაექრობაში ესპანელმა სპეციალისტმა ნვანკო და ალიბეკი ჩართო თამაშში. ვფიქრობთ, ამ ფეხბურთელების იმედზე არ უნდა იყოს სერია A-ს და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული. ნამატჩევს, “ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ძალიან მძიმე გაზონი იყო, რომელმაც შესაძლებლობების დემონსტრირებაში ხელი შეგვიშალა. არ მინდა ჩათვალოთ, თავს ვიმართლებდე, მაგრამ ფაქტია, რომ უხარისხო მინდორმა გვარიანად გაგვირთულა საქმე. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში დაწოლა გავაძლიერეთ მეტოქეზე და გოლის გატანასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ სწორედ ამ დროს გაგვიტანეს მეორედ. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და საკუთარი თავის ბოლომდე ვირწმუნოთ. გადადგება თუ არა ბენიტესი? - არ შეიძლება, რომ ჩავარდნაში მხოლოდ ერთი ადამიანი იყოს დამნაშავე. უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, დაბრუნდებიან და დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთესად ავთამაშდებით”

ამასობაში, “მილანი” თამაშს თამაშზე იგებს. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა ამჯერად “ფიორენტინა” იმსხვერპლეს და საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა, ვინაც პირველი ტაიმის მიწურულს გრძელი გადაცემა დაიმორჩილა და ვარდნაში განხორციელებული ულამაზესი დარტყმით ფლორენციელთა კიპერი უშანსოდ დატოვა. მთლიანობაში, თამაში მეტად თვალსასეირო გამოდგა და გუნდებს არაერთხელ შეეძლოთ თავის გამოჩენა. ბუნებრივია, უფრო მეტს “მილანი” უტევდა და ხიფათიც უხვად შექმნა სტუმართა კართან. აქტიური იყო რობინიო, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში შეარხია კიდეც მეტოქის კარის ბადე, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ყველაზე უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ უკვე მერამდენე თამაშია რონალდინიო სასტარტო შემადგენლობის მიღმა რჩება. როგორც ჩანს, ალეგრიმ სწრაფ, მობილურ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი და ამ სტრატეგიაში გაუჩო ვეღარ ჯდება. გამომდინარე აქედან, უფრო რეალური ხდება ცნობები იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი მალე მილანურ გრანდს დატოვებს.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი გახლდათ: “ფაქტობრივად, ცენტრფორვარდის გარეშე ვთამაშობთ და ასეთ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარმოაჩენენ თავს ნახევარმცველები. მართალია, იბრა სწორედ თავდამსხმელია, მაგრამ ხშირად იხევს უკან და კლასიკურ ცენტრფორვარდს მას ვერ ვუწოდებთ. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ბალანსი ვიპოვნეთ და შედეგიც სახეზეა. შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოს, რომ იბრას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ - შვედი მართლაც ფანტასტიკურია, მაგრამ მთლიანად გუნდმა ითამაშა ძალიან კარგად. გავიხსენოთ, რამდენჯერმე კრისტიან აბიატიმ გოლისგან გვიხსნა, ნუთუ მან არ დაიმსახურა ეს გამარჯვება? - ასე რომ, უმჯობესია “მილანის” წარმატებაზე ვისაუბროთ და არა ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე”.

იტალიელმა ჟურნალისტებმა ალეგრის ამ სიტყვებს ათასი კუდი გამოაბეს - აქაოდა, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინაო. ბუნებრივია, შვედ თავდამსხმელსაც მიუტანეს ენა და ისეთი პასუხი მიიღეს, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: “ალეგრი აბსოლუტურად სწორია - გუნდის თითოეულ ფეხბურთელს თანაბარი წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა გოლი. ბუნებრივია, ძალიან მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს “მილანის” წარმატებებში, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთივე ღვაწლი აქვს “როსონერის” თოთოეულ ფეხბურთელს”.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა “რომამ” და ისეთი ტემპებით მიიწევს წინ, რომ სულ მალე შესაძლოა “მილანის” მთავარ კონკურენტად იქცეს. აბა ვინ იფიქრებდა სეზონის სტარტზე, რომ XIII ტურისთვის სატურნირო ცხრილში “ჯალოროსი” უფრო წინ იქნებოდა, ვიდრე “ინტერი”. ფაქტი სახეზეა - კლაუდიო რანიერის გუნდი 22 ქულით მეოთხე ადგილზეა მოკალათებული და თანაქალაქელ “ლაციოს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩება. რომაელებმა “უდინეზე” ორბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს და ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოუვიდათ: 24-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ჟერემი მენეზი გასცდა ორ ფეხბურთელს და რეიდი შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა - მეორე ნახევარში კი მარკო ბორიელო გამოირჩა, მცველთან ჭიდილში დაიმორჩილა ბურთი და უძლიერესი დარტყმით მეტოქე გუნდის კიპერი სახტად დატოვა.

“ლაციომ” დიდი უპირატესობით წარმართა ბოლო დროს გამოცოცხლებულ “პარმასთან” გასვლითი პაექრობა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა. ანგარიში ემილიელებმა ერნან კრესპოს გოლით გახსნეს, რასაც სერჯო ფლოკარიმ უპასუხა და საბოლოო რეზულტატი დაფიქსირდა. “ბიანკოჩელესტე” ჯერჯერობით მეორე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა ბოლო შეხვედრებში ქულათა კარგვას მოუხშირა და თუ ასე გაგრძელდა, ჩამოჩოჩება მალევე მოუწევს. ამასობაში, ურთულესი გასვლითი მატჩი მოიგო ტურინის “იუვენტუსმა” და “ჯენოა” გააკრა ბეჭებზე, 0:2. გენუელთა ახალი თავკაცის, დავიდე ბალარდინის თქმით, მისი გუნდი თანაბრად ეთამაშა მრისხანე მეტოქეს და მინიმუმ ქულას იმსახურებდა - “იუვეს” მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელ ნერიმ კი გოლის ავტორის, მილოშ კრასიჩის შესანიშნავ თამაშს გაუსვა ხაზი: “ჩემმა შეგირდებმა ძალიან ყურადღებით ითამაშეს და მინიმალური რაოდენობის შეცდომა დაუშვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სეზონის სტარტზე ქულები სწორედ სულელური შეცდომების გამო დავკარგეთ. კრასიჩი ახალი გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მისი ძირითადში დაყენება გადავწყვიტე და არც მინანია, ის შეუდარებელი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს - თუ სტაბილურობას შევინარჩუნებთ, თანდათან შევავიწროვებთ ლიდერებს და სასკუდეტო ბრძოლაშიც ჩავერთვებით. დღეს ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთავარ კონკურენტებს ბევრი აღარფრით ჩამოვრჩებით”.

რომა-უდინეზე 2:0

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო, კასტელინი - გრეკო, ბრიგი, სიმპილისიო - მენეზი (58. ბაპტიშტა) - ტოტი (83. მექსე), ბორიელო (70. ადრიანო).

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - კოდა, ბენატია, დომიცი - ისლა (67. ბადუ), ინლერი (46. სანჩესი), ასამოა, არმერო, პინცი - ფლორო ფლორესი (70. დენისი), დი ნატალე.

გოლები: 1:0 მენეზი (24), 2:0 ბორიელო (56).

გაძევება: ნ. ბურდისო (81).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 1-8; კარში დარტყმა: 12(5)(6) ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 40 000

მილანი-ფიორენტინა 1:0

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ფლამინი, ამბროზინი, გატუზო - ზეედორფი (86. რონალდინიო) - რობინიო (77. ბოატენგი), იბრაჰიმოვიჩი.

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, კროლდრუპი, ნატალი (46. კამპორეზე), პასკუალი - დაგოსტინო, დონადელი - ჩერჩი (60. სანტანა), ლიაჯიჩი, მარკიონი (72. ვარგასი) - ჯილარდინო.

გოლი: იბრაჰიმოვიჩი (45).

გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 10-5; კარში დარტყმა: 14(6)-9(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 47 000

ჯენოა-იუვენტუსი 0:2

ჯენოა (4-3-3): ედუარდო - რაფინია, რანოკია (46. დესტრო), კალაძე, დაინელი - როსი, კრიშიტო, მილანეტო - მესტო (77. ხარჯა), ველოზო (77. რუდოლფი), ტონი.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა (54. სორენსენი), ბონუჩი, კიელინი, გროსო - კრასიჩი (63. სისოკო), მელო, აკვილანი (80. სალიჰამიჯიჩი), მარკიზიო - იაკვინტა, კვალიარელა.

გოლები: 0:1 ედუარდო (18-საკ. კარში), 0:2 კრასიჩი (23).

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10(4)-11(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 25 000

ბრეშა-კალიარი 1:2

ბრეშა (4-3-2-1): სერენი - ძამბელი, ძებინა, ვიდალი, დაპრელა - ბაიოკო (68. დიამანტი), ვასი (71. ბუდელი), კორდოვა - ედერი, კონე (84. პოსანცინი) - კარაჩოლო.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, არიაუდი - ნაინგოლანი, კონტი, ბიონდინი - კოსუ - მატრი, აკვაფრესკა (64. ნენე).

გოლი: 1:0 კარაჩოლო (20-პენ.), 1:1 მატრი (63), 1:2 კონტი (66).

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13(6)-13(7); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 10 000

კატანია-ბარი 1:0

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი - პოტენცა, სილვესტრი, ტერლიცი, ალვარესი - ბიაჯანტი - გომესი, ისკო (80. ლედესმა), მასკარა (59. ლიამა), რიკიუტი (80. მორიმოტო) - მაქსი ლოპესი.

ბარი (4-4-2): ჟილე - ბელმონტე, რაჯი, როსი, პარიზი - პულცეტი, გალასო (90. სტრამბელი), გაცი, კრიმი (84. რანა) - კაპუტო, ალვარესი (73. დალესანდრო).

გოლი: ტერლიცი (77).

გაძევება: მაქსი ლოპესი (73)

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 14(6)-7(0); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 15 000

ჩეზენა-პალერმო 1:2

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი - ფონ ბერგენი, პელეგრინო, ლაურო (71. ჩეკარელი), ნაგატომო - აპია (63. შელოტო), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ბოგდანი, ჯაკერინი (81. მალონგა).

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, ბოვო, მუნოზი, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი (70. რიგონი), ნოჩერინო - ილიჩიჩი, პასტორე (79. გოიანი) - მიკოლი (63. მაკარონე).

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (11), 1:1 ბოგდანი (24), 1:2 მიკოლი (51).

გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 9-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(8)-12(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 16 000

კიევო-ინტერი 2:1

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ანდრეოლი, ფრეი, ცეზარი, მანტოვანი - რიგონი, ფერნანდესი, მარკოლინი (65. გუანა) - კონსტანტი (87. ბოლიაჩინო) - თერეუ, პელისიერი (68. მოსკარდელი).

ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - ძანეტი, ლუსიო, კორდობა, სანტონი - კამბიასო (55. ნვანკო), სტანკოვიჩი (87. მანჩინი) - ბიაბიანი (68. ალიბეკი), სნეიდერი, პანდევი - ეტოო.

გოლები: 1:0 პელისიერი (29), 2:0 მოსკარდელი (83), 2:1 ეტოო (90).

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 14(5)-16(7); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 11 000

ლეჩე-სამპდორია 2:3

ლეჩე (4-1-4-1): როზატი - ფაბიანო, ჯულიატო (46. დიამუტენე), რისპოლი, მესბაჰი - გროსმიულერი (55. მუნარი) - ბერტოლაჩი, ჯაკომაცი, დი მიკელე, ჯედა (80. კორვია) - ჩევანტონი.

სამპდორია (4-4-2): კურჩი - კაჩატორე (75. ვოლტა), გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - ტისონე, კომანი (55. მანინი), ტისონე, გუბერტი - მარილუნგო (67. დესენა), პაცინი.

გოლები: 0:1 პაცინი (8), 0:2 პაცინი (40-პენ.), 1:2 დი მიკელე (72), 2:2 დიამუტენე (77), 2:3 პაცინი (88).

გაძევება: ჩევანტონი (38).

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 9-7; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 10(7)-10(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 8 000

პარმა-ლაციო 1:1

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, ლუკარელი, პაჩი, ანტონელი - გობი, მორონე (20. ანჯელო), ჯემაილი (87. დელაფიორე) - კანდრევა, კრესპო, ბოჟინოვი (57. მარკესი).

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ბიავა (75. დიაკიტე), დიასი, რადუ, ლიხტშტაინერი - ბროკი, მათუზალემი - ერნანესი (71. ლედესმა), სარატე (81. როკი), მაური - ფლოკარი.

გოლები: 1:0 კრესპო (23), 1:1 ფლოკარი (45).

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11(4)-15(5); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 17 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 13 9 2 2 22-11 29

2. ლაციო 13 8 2 3 16-10 26

3. იუვენტუსი 13 6 5 2 25-13 23

4. რომა 13 6 4 3 17-15 22

5. ნაპოლი 12 6 3 3 18-13 21

6. ინტერი 13 5 5 3 14-9 20

7. პალერმო 13 6 2 5 22-18 20

8. სამპდორია 13 4 7 2 14-11 19

9. კიევო 13 5 4 4 14-12 19

10. კატანია 13 4 5 4 14-12 17

11. უდინეზე 13 5 2 6 13-14 17

12. ჯენოა 13 5 2 6 10-13 17

13. ფიორენტინა 13 4 3 6 13-14 15

14. პარმა 13 3 6 4 9-11 15

15. კალიარი 13 3 5 5 13-12 14

16. ბოლონია 12 3 5 4 11-15 14

17. ლეჩე 13 3 3 7 10-25 12

18. ბრეშა 13 3 2 8 11-16 11

19. ჩეზენა 13 3 2 8 9-17 11

20. ბარი 13 2 3 8 9-20 9

ბომბარდირები: 9 - ეტოო (ინტერი); 8 - კავანი (ნაპოლი); 7 - დი ვაიო (ბოლონია), იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პასტორე (პალერმო).

მომდევნო ტური:

27 ნოემბერი: სამპდორია-მილანი, იუვენტუსი-ფიორენტინა. 28 ნოემბერი: ინტერი-პარმა, ბარი-ჩეზენა, ბოლონია-კიევო, ბრეშა-ჯენოა, კალიარი-ლეჩე, ლაციო-კატანია, უდინეზე-ნაპოლი, პალერმო-რომა.

სერია B. XVI ტური

ვიჩენცა-პადოვა 2:1

გოლები: 1:0 აბრუსკატო (44), 2:0 ბრაიატი (48), 2:1 ჯენარო (51).

ასკოლი- ვარეზე 0:0

ატალანტა-კროტონე 2:0

გოლები: 1:0 ტირიბოკი (35), 2:0 პეტინარი (48).

ჩიტადელა-პიაჩენცა 3:0

გოლები: 1:0 სკარდინა (24), 2:0 მანუჩი (43), 3:0 პიოვაკარი (64)

გროსეტო-ალბინოლეფე 3:3

გოლები: 1:0 კარიდი (12), 2:0 გუიდონე (13), 3-0 ალესანდრო (17), 3:1 პრევიტალი (19),

3:2 გროსი (28), 3:3 პრევიტალი (76).

ლივორნო-ემპოლი 2:1

გოლები: 1:0 იორი (36), 1:1 კორალი(პენ) (53), 2:1 მილიონიჩო (64).

პორტოგრუარო-სიენა 1:4

გოლები: 0:1 ტერცი (16), 0:2 მასტრონუნციო (25), 0:3 ბოლცონი (53)

1:3 კუნიჩო (69-პენ.), 1:4 იმობილე (89).

სასუალო-ტრიესტინა 0:0

ტორინო-მოდენა 3:2

გოლები: 1:0 სგრინა (4), 1:1 მაზარანი (11), 1:2 კანი (კანი), 22 დამბოზიო (55),

3:2 დამბროზიო (77).

ფროზინონე-პესკარა 0:0-ზე შეწყდა

ნოვარა-რეჯინა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 15 10 3 2 30-11 33

2. სიენა 15 9 4 2 26-14 31

3. ატალანტა 16 9 3 4 21-13 30

4. რეჯინა 15 8 4 3 22-15 28

5. ემპოლი 16 5 10 1 19-11 25

6. პადოვა 16 6 6 4 27-19 24

7. ლივორნო 16 6 6 4 24-19 24

8. ტორინო 16 7 3 6 20-20 24

9. ვარეზე 16 5 8 3 16-11 23

10. კროტონე 16 5 7 4 16-16 22

11. პესკარა 15 5 4 6 16-18 19

12. ვიჩენცა 15 6 1 8 17-22 19

13. მოდენა 16 4 7 5 17-22 19

14. ჩიტადელა 16 5 3 8 18-23 18

15. ტრიესტინა 16 3 8 5 13-19 17

16. ფროზინონე 15 4 4 7 15-22 16

17. ალბინოლეფე 16 4 4 8 18-27 16

18. ასკოლი 16 4 6 6 17-20 15

19. პიაჩენცა 16 3 6 7 19-25 15

20. გროსეტო 16 3 6 7 16-22 15

21. პორტოგრუარო 16 3 5 8 12-24 14

22. სასუოლო 16 3 4 9 16-22 13

ასკოლის დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 14 - სუჩი (პადოვა); 10 - გონსალესი (ნოვარა), ბონაცოლი (რეჯინა), ბერტანი (ნოვარა), კორალი (ემპოლი);

ლეგა პრო 1 A

ბასანო-სპეცია 0:0, ლუმეცანე-გუბიო 0:2, მონცა-კრემონეზე 2:2, პაგანეზე-კომო 0:0, პავია-ალესანდრია 1:1, პერგოკრემა-რეჯანა 0:1, სალერნიტანა-რავენა 1:1, სორენტო-სუდტიროლი 3:2, სპალ-ვერონა 1:1.

ლეგა პრო 1 B

ბარლეტა-ვიარეჯო 0:0, ბენევენტო-ანდრია 2:0, კავეზე-ატლეტიკო 0:2, კოზენცა-სირაკუზა 1:2, ლუკეზე-ფოლინო 3:0, ნოჩერინა-ფოჯა 3:0, ტარანტო-იუვე სტაბია 1:0, ტერნანა-ჯელა 2:0.

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა