ფრანგულ პელეტონს ისევ შეეცვალა ლიდერი - "მონპელიემ" კოტ დ'აზურული კლასიკა მოიგო

ფრანგულ პელეტონს ისევ შეეცვალა ლიდერი - "მონპელიემ" კოტ დ'აზურული კლასიკა მოიგო "სტად დუ რეიზე" და 24 ქულა დააგროვა. მატჩის ერთადერთი გოლი "ნიცას" კარში შეცვლაზე შესულმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ გაიტანა. თამაშის დასრულებას 7 წუთიღა აკლდა, როცა კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა, მარკო ესტრადამ ჩააწოდა ფლანგიდან, ხოლო ჟირუ გრეგორი პეისლიზე "ერთი თავით" მაღლა ახტა - 0:1. თუმცა "მონპელიეს" ლიდერობამ მხოლოდ 24 საათი გასტანა, წუხელ "ლილმაც" მოიგო და ქულებით გაუთანაბრდა მას.

ლიდერობა "ბრესტმა" "რენთან" სტუმრობის შემდეგ დაკარგა. ბრეტონულ დერბიში მასპინძლებს ჟირ კემბო-ეკოკომ და ჟერომ ლერუამ გაამარჯვებინეს - 2:1. სხვათა შორის, მე-8 ტურის შემდეგ "რენმა" პირველად მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გუნდი პოტენციურ ლიდერად (დაკარგული ქულების მიხედვით) ქცეულიყო, იმდენად დიდია სიმჭიდროვე ფრანგულ ცხრილში.

"მარსელმა" "ტულუზი" მხოლოდ 88-ე წუთზე გატეხა შეცვლაზე შესული ანდრე აეუს გოლის წყალობით. ჩემპიონებს ტულუზში 2005 წლის შემდეგ ვერ მოეგოთ.

ფრანგული "კლასიკის" შემდეგ ფრთებშესხმულმა "პარი სენ ჟერმენმა" მორიგი სამი ქულა მოიპოვა. თავი დედაქალაქელთა ფორვარდებმა გიომ ოარომ და მევლუთ ერდინჩმა გამოიჩინეს.

ანტუან კამბუარე (პსჟ): "უმთავრესი იყო მოგება, რადგან ეს ჩვენს სატურნირო მდგომარეობას მეტად სახარბიელოს გახდიდა. ახლა ბრწყინვალე ფორმაში ვართ, თუმცა ლიგაში დიდი კონკურენციაა. ჯერ ყველაფერი წინაა - სეზონის დასრულებამდე ხომ 24 ტური დარჩა, ამიტომ ახლა რომელ ადგილზე ვართ, ნაკლებად მაინტერესებს".

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური

ტულუზი-მარსელი 0:1

მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, მბია, ტაივო - ლ. გონსალესი, სისე, აბრიელი (59. ვალბუენა) - რემი (90. კაბორე), ჟინიაკი, ბრანდაო (60. ა. აეუ).

გოლი: 0:1 ა. აეუ (88)

სენტ ეტიენი-ოსერი 1:1

გოლები: 0:1 მინიო (28), 1:1 პერენი (54)

სოშო-ლორიანი 2:0

გოლები: 1:0 მაიგა (44), 2:0 იდეიე (59)

რენი-ბრესტი 2:1

გოლები: 1:0 კემბო-ეკოკო (39), 2:0 ლერუა (81), 2:1 გრუჟი (90-პენ)

პსჟ-კაენი 2:1

პსჟ (4-4-2): ედელი - ჟალე, არმანი, სახო, ტიენე - ჟიული, მაკელელე, შანტომი, ნენე (71. ლუინდულა) - ერდინჩი (87. სესენიონი), ოარო (70. ბოდმერი).

გოლები: 1:0 ოარო (40), 2:0 ერდინჩი (50), 2:1 ელ-არაბი (85)

ნანსი-ვალანსიენი 2:0

გოლები: 1:0 ლუიზი (29), 2:0 ვაირუა (74)

ნიცა-მონპელიე 0:1

გოლი: 0:1 ჟირუ (82)

ლილი-მონაკო 2:1

გოლები: 1:0 ფრო (39), 1:1 ა. პერეირა (57), 2:1 ობრანიაკი (78)

არლი-ბორდო 2:4

ბორდო (4-3-2-1): კარასო - სანე, ფერნანდო, სიანი, ტრემულინასი - ჟუსიე, პლაშილი, ვენდელი - გუფრანი (86. აიტე), მოდესტე - მააზუ (46. საივე)

გოლები: 1:0 მერიემი (22), 1:1 მოდესტე (35-პენ), 1:2 გუფრანი (39), 1:3 მოდესტე (59), 1:4 მოდესტე (88), 2:4 ბუაზა.

გაძევება: ლორენტი (33. არლი)

ლანსი-ლიონი 1:3

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 14 6 6 2 24-16 24

2. მონპელიე 14 7 3 4 13-12 24

3. პსჟ 14 6 5 3 21-13 23

4. რენი 13 6 5 2 16-9 23

5. მარსელი 13 6 4 3 21-14 22

6. ბრესტი 14 6 4 4 14-10 22

7. ბორდო 14 6 4 4 18-15 22

8. ოსერი 14 4 7 3 20-16 19

9. სენტ ეტიენი 13 5 4 4 17-15 19

10 ლიონი 13 5 4 4 15-15 19

11. სოშო 14 5 3 6 22-18 18

12. ლორიანი 14 5 3 6 14-15 18

13. ტულუზი 14 5 3 6 14-15 18

14. ნანსი 14 5 2 7 16-24 17

15. ნიცა 14 4 4 6 11-16 16

16. ვალანსიენი 13 3 6 4 13-14 15

17. მონაკო 14 2 8 4 14-13 14

18. კაენი 14 3 5 6 16-22 14

19. ლანსი 13 3 5 5 12-19 14

20. არლი 14 1 3 10 9-29 6

ბომბარდირები: 10 - ელ-არაბი (კაენი); 9 - სოუ (ლილი); 8 - პაიე (სენტ ეტიენი); 7 - ნენე (პსჟ); 6 - ბრაუნი (სოშო), პუჟოლი (ვალანსიენი), ჟერვინიო (ლილი), გამეირო (ლორიანი), ჟირუ (მონპელიე).

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა