მასა უკვე "უილიამსშია"?
უახლოეს უქმეებზე ინდოეთში უნდა გაიმართოს მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი, თუმცა ეს რბოლა ჩაშლის პირასაა.

ინდურმა სასამართლომ 25 ოქტომბერს უნდა განიხილოს ეტაპის გაუქმების შესახებ სარჩელი. საქმე ისაა, რომ რბოლის ორგანიზატორებს არ გადაუხდიათ გართობის გადასახადი, რომელიც ინდოეთში მოქმედებს.

სარჩელი შეიტანა ინდოეთის გრანპრის გაუქმების აქტივისტმა ამით ქუმარმა. მანვე 2011 წელს დაამტკიცა, რომ ფორმულა 1 - ეს არის გართობა და არა სპორტი და შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე არ უნდა გავრცელდეს საგადასახადო შეღავათები. ორი წლის წინ უმაღლესმა სასამართლომ გრანპრის ორგანიზატორები დაავალდებულა, "გაეყინათ" ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის 25 პროცენტი იქამდე, სანამ დარეგულირდება საგადასახადო დავა იმ შტატთან, რომელშიც ეტაპი ტარდება.

შეგახსენებთ, რომ ივლისში სამეფო რბოლების გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ ინდოეთის გრანპრი მომავალ სეზონში არ გაიმართება, მაგრამ დაბრუნდება 2015 წელს. ეს უკავშირდება ეტაპის გადატანას სეზონის პირველ ნახევარში.

მასა უკვე "უილიამსშია"?

როგორც ბრაზილიური გამოცემა Diario Motorsport-ი ამტკიცებს, ბრაზილიელმა ფელიპე მასამ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ საჯინიბო "უილიამსთან". უფრო მეტიც, იტყობინებიან, რომ ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში ან საათებში გამოაცხადებენ.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ფელიპე "უილიამსში" შეცვლის ვენესუელელ პასტორ მალდონადოს და თან, ამ გუნდის ბოლიდით გამოსვლისთვის თანხას არ გადაიხდის. სხვათა შორის, ფელიპე უკვე დარეგისტრირდა "უილიამსის" ოფიციალურ "ტვიტერზე" და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ტაკი ინუე მიიჩნევს, რომ ეს კარგი ნიშანია "ფერარის" ამჟამინდელი წევრისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ტორო როსომ" რუსი აირჩია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფოტო-NEWS: გაიცანით ახალი "ლოტუსი"
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓒᓠᓐᓜ ᓞᓠᓘᓖᓔ ᓮᓐᓚᓮᓘ ᓐᓠ ᓛᓘᓕᓘᓓᓐ, ᓓᓐᓛᓜᓐᓨᓐᓕᓔ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓐ
ფორმულა 1: ნომრები დარიგებულია
ფორმულა 1: დიდ ცირკში ჯოჯოხეთი იწყება
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს" - მაქს ფერსტაპენს სურს, რომ საჯინიბოებმა სარბოლო ტემპში მოუმატონ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
კიმის ჰეიკი შეცვლის?
სებასტიან ფეტელის გაჩემპიონებას ინდოეთში ველოდებით
ფორმულა 1. ტესტები: "მერსედესი" მზად არის, "ფერარი"?
ნიკო როსბერგი აირტონ სენას ნაკვალევზე
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]
ფორმულა 1 "ფერარის" გარეშე? იტალიურ გუნდს ჯერ პასუხი არ აქვს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1: მასა "უილიამსის" კანდიდატია
ოფიციალურად: მასა დიდ ცირკს ტოვებს
"ასაკის მატებასთან ერთად შენი პრიორიტეტებიც იცვლება" - ჰაკინენმა ჰამილტონზე ისაუბრა