ერთ-ერთმა ქართულმა ტოტალიზატორმა საკუთარ პროგრამაში 27 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები შეიტანა
ყოველდღიურად ყვითელ სამარშრუტო ტაქსიში საფეხბურთო მატჩის დროს ვატარებ: სახლიდან სამსახურამდე ერთი ტაიმი (45 წუთი), უკანა გზაზეც ამდენივე და ჯამში 90 წუთი გამოდის...

მსაჯის მიერ წამატებული დრო ხშირად ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება - "მარშრუტები" საღამოობით ისე ივსება, საქართველო-გერმანიის 1995 წლის მატჩს გაგახსენებთ და არ მიჩერებენ.

სამშაბათს მორიგი შეხვედრისთვის ყვითელში ჩავჯექი. გაზეთი მოვიმარჯვე და იმ გვერდზე გადავშალე, ჩემპიონთა ლიგის წინათქმა რომ ეწერა. ღამით "მილანსა" და "ბარსელონას" უნდა ეთამაშათ.

გაზეთი ორიოდე წუთში დავხურე, რადგან მარცხენა ყურში "დინამიკი" ჩამყვიროდა - ნუ დაიდარდებო. არადა, როგორ არ უნდა დაიდარდო, როცა ბოლო ხმაზე უსმენ: "სიყვარულმა დაურეკა სევდას"... მარჯვნიდან კი ახალგაზრდა კაცმა ტელეფონით 45 წუთში ხუთგან დარეკა და ხუთივე შემთხვევაში შესავალი იმდენად მსგავსი იყო, რომ მეორე ზარის შემდეგ ვიცოდი, რას ეტყოდა თანამოსაუბრეს:

- დღეს ლიგაა, გადახედე წყვილებს? მერე რას ფიქრობ?

...და ყოველი დარეკვისას თავიდან ბოლომდე იხილავდა რვავე თამაშს:

- კი ამბობ, "ბარსა" მაინც "ბარსააო", მაგრამ გავიწყდება, რომ შაბათს კლასიკო აქვს სათამაშო? ხომ შეიძლება "რეალისთვის" ძალები გამოიზოგოს და მილანში წააგოს?!

- როგორ? "მილანი" არაა "ბარსელონას" მომგები? კაი, ან ერთიანს ავიღებ, ან - ორიანს.

- "სელტიკი"-"აიაქსი" ტაიმბოლია? ჰოლანდიელები მოიგებენ? მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.

- აბა, მითხარი, ყველაზე ნაღდი რომელი თამაშია.

- "პორტუ"-"ზენიტი"? ვითომ, ფორიანიცაა?

- წეღან ვოვას ველაპარაკე, მითხრა "ჩელსი" იგრუზებაო. შენც ფიქრობ, რომ ჩელსელები ვერ მოიგებენ? მაშინ, 1/X-ს ავიღებ. "არსენალი"-"ბორუსიას" "აძინიქსსაც" მივაბამ და მოვიგებ. ეგ უეჭველია, არსენალელები ინგლისში ყველაფერს ანადგურებენ.

ჩემმა მარჯვენა მეზობელმა კიდევ ორი თამაში ახსენა: "სტიაუა"-"ბაზელი" და "აუსტრია"-"ატლეტიკო", თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ყურმილს მიღმიდან რა უთხრეს და არც ის მახსოვს, რა გადაწყვიტა ამ ორ შეხვედრაზე.

კიდევ კარგი, საღამო იყო და სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულს სასიამოვნო ჰაერმა დამკრა (გაზეთი განგებ დავტოვე სკამზე, იქნებ, ისიც რამეში გამოადგეს მეზობელს-მეთქი). უკვე ცივ გონებაზე გავაანალიზე ქართული მუსიკის ფონზე მოსმენილი საფეხბურთო წინათქმა.

მოკლედ, დასკვნა ასეთია:

"არსენალი"-"ბორუსია" - 1/X (უეჭველი)

"პორტუ"-"ზენიტი" - 1

"შალკე"-"ჩელსი" - 1/X

"სელტიკი"-"აიაქსი" - 2

"მილანი"-"ბარსელონა" - 1/2

ისღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი 22:45 საათს და მეყურებინა, როგორ გამართლდებოდა ექვსი ექსპერტის დიაგნოზი. ამასობაში, სამსახურში მისულს ერთი "მსუყე კუში" დამხვდა: ერთ-ერთ ქართულ ტოტალიზატორს საკუთარ პროგრამაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეუტანია.

გიორგი მარგველაშვილის მოგებაზე ლარის დადების შემთხვევაში 1.10-ს მოიგებ, დავით ბაქრაძის გამარჯვება - 7.0, ნინო ბურჯანაძის - 10.0, გიორგი თარგამაძის - 1000.0, შალვა ნათელაშვილის - 1500.0, სხვა კანდიდატის - 2000.0.

დადგა ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის დრო: მარგველაშვილის ფორიანი მოგება...

დავით ბაქრაძის ტაიმბოლი (პირველ ტურში წაგება, მეორეში გამარჯვება)...

ისე, კი შეაგდებდა კაცი ნათელაშვილის ჩემპიონობაზე ლარიანს...

ზოგის აზრით, ხომ ყველა მატჩს ტოტალიზატორები აკონტროლებენ და რატომ არ შეიძლება 15000-იანი კუში ამოაგდონ?!

მოკლედ, პოლიტიკური საჩემპიონო თამაში (არჩევნები) 27 ოქტომბერს გაიმართება და ვნახოთ, სამშაბათს კი "მარშრუტკელი" მეზობლის ნოსტრადამუსობა დადასტურდა: ხუთივე თამაში მის საწინააღმდეგოდ დამთავრდა - მოიგეს "ბორუსიამ" (უეჭველი რომ იყო), "ჩელსიმ", "ზენიტმა" "სელტიკმა", ხოლო "მილანი"-"ბარსა" 1/2-ის ნაცვლად ფრედ დამთავრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

del piero
ავტორ ყველა თამაში როგორ გატეხე შე დალოცვიულო? ერთი მაინც დაგესვა?!
dinamo
ყველაზ ემაგარი ისაა რომ ზემოთ მოყვანილი ანგარიშებიდანნ არცერთი არ დამთავრდა მასე 1.არსენალი-ბორუსია 2 2.პორტუ_ზენიტი 2 3.შალკე-ჩელსი 2 4.სელტიკი-აიაქსი 1 5.მილანი-ბარსა х
SAVASH BALDAR
რა , უეჭველი ბილეთი ჰქონია , შენს მეზობელს ! : დდ :))
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა