საქართველოს გურმანთა ნაკრები
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ალბანეთს ამხანაგურად რომ ეთამაშებოდა, სწორედ მაშინ ჩვენი თანაჯგუფელი ირლანდია ბოსნიას უგებდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს ინაღდებდა. გახსოვთ ირლანდიასთან დაპირისპირებები: თბილისში 1:2 წავაგეთ, მეორე გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით, არადა, ფრეს ნამდვილად ვიმსახურებდით. მეორე მატჩი ირლანდიაშიც ფრედ რომ დასრულებულიყო, ალბათ, არც ირლანდიელები იტყოდნენ, უსამართლო შედეგიაო, 0:1 კი წავაგეთ.

იმსახურებდა თუ არა, შემთხვევითი გოლი და მსგავსი გამოთქმები ფეხბურთს არ უყვარს, მისთვის მთავარია ტაბლო - ირლანდიამ ორივე მატჩში დაგვამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. გადათამაშებაში კი ბოსნიას აჯობა. თუკი ირლანდიას თანაბრად ვეთამაშეთ, რატომ არ შეიძლებოდა მის ნაცვლად ბოსნიას ჩვენ დავპირისპირებოდით?

შეიძლებოდა, რაღაც რომ არ დაგვკლებოდა...

კარგი, ირლანდიას თავი დავანებოთ, ალბანეთი ხომ თითქმის დამარცხებული გვყავდა მისსავე მოედანზე? ეს ის ალბანეთი იყო, რომელმაც შესარჩევში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ევრო-2016-ზე თამაში. 87-ე წუთამდე ალბანეთს 2:0-ს ვუგებდით, მაგრამ მატჩი 2:2 დასრულდა.

აკი ვთქვით, რაღაცა გვაკლიაო. რა? - მარილი! მხოლოდ მარილი არა, სიცხარეც, სინოყიერეც, გაფორმებაც, შამფურიც...

შამფური რა შუაშიაო? - იკითხავთ. შუაში კი არა, თავშია - ქართული დაცვა ერთ ცეცხლგამძლე შამფურზე გამწკრივებული მწვადივით უნდა იყოს, მსოფლიოს ნაკრებსაც რომ ვეთამაშებოდეთ და მწარე მექსიკურმა ჩილიმ შემოგვიტიოს, მწყობრი არ უნდა დაირღვეს.

ალბანეთთან მატჩის ბოლო წუთებზე კი მანამდე შამფურზე აკინძული მწვადი კარგად იცავდა საჯარიმოს მისადგომებს, მოგების გემრიელი სურნელიც დატრიალდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ალბანელებმა თონის პურით მწვადის ნაჭრები სათითაოდ ჩამოაცალეს შამფურს...

11 ნოემბრის შემდეგ პურის ხსენებაზე ესტონელი პურიე მიდგას თვალწინ, თავისი ფინტითა და გოლით. ალბათ, კარგა ხანს მემახსოვრება...

ჩვენს ნაკრებს არ მოუხდებოდა ერთი ძვალმსხვილი ხაშლამა საყრდენ ნახევარმცველად? ან მოედნის ცენტრში მოტრიალე კარგად შეზავებულ ლობიოს რომელი მეტოქე აჯობებს? - რომ დადგება ბურჯად, აბა, თუ კაცი ხარ, გასცდი.

ბოლო დროს ძვალმსხვილი და ღონიერი მოთამაშეები რაგბისკენ მიისწრაფვიან. ეს პრობლემა ნამდვილად არ არის, საქართველოში ძვალმსხვილ ხალხს რა დალევს?! მათ, უბრალოდ, მიკვლევა და სწორი მიმართულებით ვარჯიში სჭირდებათ. რაგბიში ეუბნებიან: მობრძანდით, ივარჯიშეთ, "კაპიკს" არ გადაგახდევინებთო, ფეხბურთში?..

ჩვენი სუფრის ნახევარდაცვას ელარჯიც აკლია, კარგი, ელასტიკური, მოქნილი ელარჯი, რომელიც მეტოქეებს ქინქლაძესავით აუვლის გვერდს, საჯარიმოში შესრიალდება ან საგოლე პასებით მოამარაგებს პარტნიორებს. დიდი ხანია, გემრიელი, შებოლილი სულგუნით შეზავებული ელარჯი არ მინახავს, დაგემოვნებაზე აღარაფერს ვამბობ.

2006 წელს "ლევსკი"-"სიონის" საჩემპიონთალიგო (ჯგუფური ეტაპი არა, საკვალიფიკაციო იყო) მატჩისას ბულგარეთში გახლდით. ჟურნალისტი ტოდორ იანკიევი გავიცანი, რომელმაც ისტორიაზე საუბრისას საგულისხმო რამ მითხრა: 80-იანი წლების ევროპის საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში თამამად შევიყვანდი რამაზ შენგელიასო... თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი გემრიელ ფეხბურთს თამაშობდა და მთელი მსოფლიო იცნობდა.

ტოდორმა ხინკალიც მიხსენა... ვისაც საქართველოსთან შეხება ჰქონია, ხინკლის გემოც ეცოდინება. სწორედ ასეთი ცნობადი სახე სჭირდება საქართველოს ნაკრებს თავდასხმაში. ცნობადი კი მაშინ იქნება, მაღალი დონის ფეხბურთს რომ ითამაშებს და ტოპ-გუნდში გაირჯება. თუკი მხითარიანი თამაშობს "ბორუსიაში"?

თავდასხმის დუეტი: ხინკალი-ჩურჩხელა, როგორია? აგერ, შვედმა ჩურჩხელამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში 210 სმ სიმაღლის მოთამაშეები იმდენი გვყავს, ნიკა ცქიტიშვილი (215) ევრობასკეტს მიღმა დარჩა. ფეხბურთში კი ვერა და ვერ გაიზარდა ერთი კარგი ორმეტრიანი თავდამსხმელი...

დროა, პუბლიკაციას თვალი ზემოთ ავაყოლოთ. რამდენ მადისაღმძვრელ სიტყვას ვნახავთ! მათ კი დახარისხება სჭირდება. აი, საქართველოს გურმანთა ნაკრებიც:

მეკარე: ლორი.

დაცვა: ოთხი ნაჭერი მწვადი (შამფურზე მწყობრად ჩამწკრივებული).

ნახევარდაცვა: ხაშლამა, ელარჯი, ხაჭაპური, ლობიო.

თავდასხმა: ჩურჩხელა, ხინკალი.

სათადარიგოები: ყაურმა, ბოზბაში, ჩიხირთმა, საცივი, კუბდარი.

საინტერესო სანახავი იქნება ნაკრების მწვრთნელი შეცვლის განხორციელების წინ: უთუოდ ბევრი ფიქრი დასჭირდება, ვიდრე გადაწყვეტს, მოედანზე ბოზბაში შეუშვას თუ ჩიხირთმა.

თუმცა გადაწყვეტილება მწვრთნელის გემოვნებაზე იქნება დამოკიდებული. კახელ სპეციალისტს მოედნიდან ხაშლამას ვერ გამოაყვანინებთ, მეგრელი დამრიგებლის ნაკრები კი ასეთი იქნება:

მეკარე: სულგუნი.

დაცვა: ღომი, ელარჯი, გებჟალია, ჯურჯალი, კვალამკვარი.

ნახევარდაცვა: საცივი, ინდაური, მეგრული ხაჭაპური.

თავდასხმა: აჯიკა, საწებელი.

"მეგრული ხაჭაპური" ორი არ გეგონოთ, ერთი ფეხბურთელია, როგორც დავიდ ლუისი.

საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, ასეთ გუნდს რომელი მეტოქე დაამარცხებს? რუსეთი? ირლანდია? ვერცერთი! იტალიური დაცვით გაძლიერებული მსოფლიო ნაკრები კი გაუწევდა სერიოზულ წინააღმდეგობას:

მეკარე: სოსისი (გერმანია)

მცველები: პიცა (იტალია), ლაძანია (იტალია), პასტა (იტალია).

ნახევარმცველები: ბიგმაკი (აშშ), ბორშჩი (უკრაინა), კრევეტები (საფრანგეთი), გასპაჩო (ესპანეთი), გულიაში (უნგრეთი).

თავდასხმა: კარტოფილი (მექსიკა), ჩილი (მექსიკა)

სათადარიგოები: ზეთისხილი (საბერძნეთი), ბურეკი (ბოსნია), ფუფუ (კამერუნი), ბრინჯი (ჩინეთი), ყველი (შვეიცარია).

ბურთად რუსული "კალაბოკი" გამოგვადგებოდა... რამდენჯერ შევაგორებდით "კალაბოკს" მეკარე სოსისის კარში!

ბოლოს, ამაყ, ქართულ რეალობას მივადექით: სმა-ჭამაში ბადალი არ გვყავს, მსოფლიოს კი არა, გალაქტიკის ჩემპიონები ვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯიჯი
ვაჯა ძმაო მაგარი ... ხარ,სად შოულობთ ასეთ ....
irakli apkhaidze
დამახრჩო ნერწყვმა, არა და რა შევედი აზარტში... რას ვერჩოდი ჩემ თავს ა:))
vajas
როდემდე უნდა წერო ესეთი სულელური სტატიები ვაჟა? ლობიო ვინ გინდა რომ იყოს მოედნის ცენტრში? იბრა ყოფილა ჩურჩხელა...
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
TimeLine: ...ყაზაიშვილი, ქანთარია, ეგოროვი
TimeLine: ცვლილებების ქარი
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
დავიდ ლუისი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
დავიდ ლუისი "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
TimeLine: ...ის მოიგებსო
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დავიდ ლუისმა სებალიოსს ცხვირ-პირიდან სისხლი ადინა
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
დავიდ ლუისი ბალოტელისთან ერთად ითამაშებს
ცქიტიშვილის 11 ქულა და მორიგი მარცხი ლიბანში
ნიკა ცქიტიშვილის 34 ქულა "ბიბლოსს" მოსაგებად არ ეყო
დავიდ ლუისმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
დავიდ ლუისი "არსენალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
TimeLine: ცეცხლი აენთო...
ნიკა ცქიტიშვილმა "ლოუაიზეს" 18 ქულა ჩაუგდო
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რატომ ვერ დამკვიდრდა ნიკა ცქიტიშვილი NBA-ში?
ნიკა ცქიტიშვილი ვაჟის მამა გახდა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება