ქუვეითის ჩემპიონატის მატჩში მსაჯმა მოედანზე რომ დაამყარა წესრიგი, შემდეგ მის მიღმა მყოფებსაც დაერია...
ფეხბურთი ქუვეითშიც ფეხბურთია და როგორც ყველგან, მსაჯებსა და ფეხბურთელებს შორის შავი კატა იქაც დარბის ხოლმე.

მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს.

აგერ, ახლახან, ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც "ალ-ნასერი" და "ალ-არაბი" ბურთაობდნენ, მოთამაშეებმა არბიტრის გადაწყვეტილება, პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ მოიწონეს და გაიწიეს...

მაგრამ გაწევა და თვალების დაქაჩვა ეგრე არ უნდაო - აგრესიულ ფეხბურთელთა გარემოცვაში მყოფმა მსაჯმა ჯერ ერთს მოსდო მადლიანი მარცხენა და მინდორზე გააგორა რუმბივით, შემდეგ მეორეს გაუსწორდა წიხლით... არბიტრი ფეხბურთელებს თან სცემდა და თან წითელ ბარათებს უჩვენებდა.

"კაი ბიჭმა" მსაჯმა მოედანზე რომ დაამყარა წესრიგი, შემდეგ მის მიღმა მყოფებსაც დაერია...

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ეს უნიკალური ვიდეო თავად უნდა ნახოთ, ჩვენ კი იმასღა დავამატებთ, რომ ის მატჩი "ალ-არაბიმ" ანგარიშით 4:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე დამკვიდრდა.

იხილეთ ვიდეო

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა