NBA: "იუტასა" და "სან ანტონიოს" შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა
გასულ უქმეებზე რეგულარულ ჩემპიონატში ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო "ბოსტონ სელტიქსის" პირველი მარცხი საკუთარ მოედანზე. "ოკლაჰომასთან" წაგება მით უფრო სენსაციური გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ სტუმართა რიგებში არ უთამაშია რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირ კევინ დურანტს - "ოკლაჰომას" ლიდერს ფეხი აქვს დაზიანებული. ანალოგიური მიზეზით არ იყო მოედანზე ჯეფ გრინი და ამ დუეტის არყოფნაში მატჩის მთელი სიმძიმე რასელ უესტბურკს დაატყდა თავს, რომელმაც გაუძლო ამ ტვირთს და 31 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

უცნაურად განვითარდა მოვლენები ბოლო მეოთხედში, რომლის დაწყებამდე "ოკლაჰომა" 10 ქულით იყო დაწინაურებული. უცნაურობა იმაში მდგომარეობდა, რომ შეხვედრის ბოლო ცხრანახევარი წუთის განმავლობაში, ორივე გუნდმა თამაშიდან ვერც ერთი (!) ბურთი ვერ ჩააგდო. მიუხედავად ამისა, "ბოსტონმა" საჯარიმოებით მოახერხა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება - 84:85. მატჩის დასრულებამდე წუთი და 15 წამი რჩებოდა. ამას მოჰყვა "ოკლაჰომას" ორი არაზუსტი ტყორცნა, რასაც "ბოსტონმა" რეი ალენის არაზუსტი საშუალო სროლით უპასუხა. შემდეგი იყო უესტბრუკის ორი ზუსტი საჯარიმო და სხვაობა სამ ქულამდე გაიზარდა. "კელტებს" შეეძლოთ ოვერტაიმში გადასვლა, მაგრამ დელონტე უესტმა კუთხიდან სამქულიანი არაზუსტად ისროლა და მატჩიც აქ დასრულდა.

ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა "იუტასა" და "სან ანტონიოს" შეხვედრაში. "სპურსის" ლიდერმა ტიმ დანკანმა 17 ქულა დააგროვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს ბრწყინვალე კალათბურთელი "სან ანტონიოს" ყველა დროის საუკეთესო მექულე გამხდარიყო. ახლა ტიმის ანგარიშზე 20 797 ქულაა და მან უკან ჩამოიტოვა "სპურსის" კიდევ ერთ ლეგენდა დევიდ რობინსონი. სხვათა შორის, ტიმი ასევე პირველი გახდა თავის გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - ის რეგულარულში 988-ჯერ გავიდა მოედანზე, რობინსონს კი ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

"ტიმის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის ჩვენი ლიდერია და სწორედ მისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით მოიგო "სან ანტონიომ" ოთხი ტიტული. დანკანი ყველანაირი რეკორდის ღირსია", - განაცხადა "სპურსის" დამრიგებელმა გრეგ პოპოვიჩმა.

"გულწრფელად მიხარია ეს მიღწევა, - ამბობს დანკანი. - ჩემთვის "სპურსის" რეკორდის გაუმჯობესება - ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა კარიერაში, რომლის დასრულებასაც ჯერ არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, რობინსონი დიადი მოთამაშეა და მისი შედეგის გაუმჯობესება ძალიან ბევრს ნიშნავს".

"სან ანტონიომ" "იუტასთან" მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყვიტა, როცა მეტოქეს 12 წუთში მხოლოდ 14 ქულა დააგროვებინა, თავად კი 24 ქულას მოუყარა თავი. "სპურსს" 11 თამაშში 10 მოგება და ერთი წაგება აქვს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი გახლავთ.

იგივე შედეგი აქვს "ნიუ ორლეანს", რომელმაც "კლივლენდთან" მატჩში პირველად გაუშვა 100 ქულა და მაინც მოახერხა გამარჯვება - 108:101. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო იყო დევიდ უესტი. 30 წლის ფორვარდმა სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. დევიდმა 32 წუთის განმავლობაში 34 ქულა (თამაშიდან - 14/20), 11 მოხსნა, 3 დაფარება და თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა.

მეორე დღეს სენსაცია მოხდა მემფისში. ადგილობრივმა "დათვებმა" თვით "მაიამი ჰიტის" დამარცხება შეძლეს. შეხვედრის გმირი გახდა რუდი გეი, რომელიც სეზონის სტარტზე შესანიშნავ ფორმას აჩვენებს, თუმცა ამ მატჩში თავიდან იწვალა და თამაშიდან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო (13 ტყორცნიდან). ამასთან, კინაღამ დაღუპა თავისი გუნდი, როცა საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ტარებისას დაკარგა ბურთი და ლებრონ ჯეიმსმა სწრაფი გარღვევით გაათანაბრა ანგარიში - 95:95.

სათამაშო რჩებოდა 5 წამი და თითქოს ოვერტაიმი გარდაუვალი იყო, მაგრამ გეიმ არ მოისურვა მატჩის ანტიგმირად დასრულება და დარჩენილი დრო იკმარა შორეული ტყორცნის კალათში ჩასაგდებად. გეის თვით ლებრონი მეურვეობდა, რომელმაც მატჩის შემდეგ აღიარა, რომ დაცვაში ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ გეისთვის ხელის შეშლა მაინც ვერ მოახერხა.

"მაიამიმ" სეზონში მეხუთე მატჩი წააგო და კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ფლორიდელთა მწვრთნელის ერიკ სპოელსტრას გადაყენების შესახებ.

19 ნოემბერი

ბოსტონი-ოკლაჰომა 84:89

23:25, 23:24, 23:28, 15:12

ბ: გარნეტი (16), რონდო (14+7 პასი), პირსი (14+6 მოხსნა), ო'ნილი (11+6 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (31+6 პასი), იბაკა (13+7 მოხსნა), ჰარდენი (12+6 მოხსნა).

ფილადელფია-მილუოკი 90:79

20:25, 29:18, 23:16, 18:20

ფ: იანგი (23+6 მოხსნა), უილიამსი (19), ნოჩიონი (12), ჰოლიდეი (10+6 მოხსნა+5 პასი).

მ: მაგეტი (20+6 მოხსნა), გუდენი (16+8 მოხსნა), ჯენინგსი (12), სალმონსი (11+8 მოხსნა).

ვაშინგტონი-მემფისი 89:86

25:24, 18:21, 23:23, 23:18

ვ: არენასი (24), ჰაინრიხი (22+6 პასი), ბლეტჩი (17+9 მოხსნა), მაკგი (10+12 მოხსნა).

მ: რენდოლფი (19+12 მოხსნა), გასოლი (16+8 მოხსნა), კონლი (12+6 პასი), გეი (11+7 მოხსნა).

ტორონტო-ჰიუსტონი 106:96

28:27, 23:16, 24:31, 31:22

ტ: ბარნიანი (26+6 მოხსნა), კლეიზა (17), დეროზანი (15+7 მოხსნა), უიმსი (13), ჯონსონი (10+8 მოხსნა), კალდერონი (10+7 პასი).

ჰ: მარტინი (31), სკოლა (19), ბატიე (14+6 მოხსნა+5 პასი), ლაური (11+12 პასი+7 მოხსნა).

მაიამი-შარლოტი 95:87

31:23, 25:14, 19:31, 20:19

მ: ჯეიმსი (32+5 პასი), ბოში (22+14 მოხსნა), უეიდი (11).

შ: ჯექსონი (30), მოჰამედი (12), ლივინგსტონი (10+6 მოხსნა).

ნ. ორლეანი-კლივლენდი 108:101

26:28, 36:15, 19:25, 27:33

ნ-ო: უესტი (34+11 მოხსნა), ბელინელი (20+5 პასი), პოლი (15+10 პასი+6 ჩაჭრა).

კ: ჯეიმისონი (20+11 მოხსნა), სეშენსი (16+5 პასი), ვარეჟაო (10+13 მოხსნა), გიბსონი (10).

მინესოტა-ლეიკერსი 95:112

21:20, 20:31, 30:33, 24:28

მ: ბიზლი (25+10 მოხსნა), მილიჩიჩი (23+16 მოხსნა+6 დაფარება+5 პასი), რიდნური (11), ტოლივერი (11).

ლ: ბარნსი (24+7 მოხსნა+6 პასი), ბრაიანტი (23+8 მოხსნა), გასოლი (16+14 მოხსნა+6 პასი), ფიშერი (12), ოდომი (11+8 მოხსნა+7 პასი), ბრაუნი (11).

იუტა-სან ანტონიო 82:94

14:24, 26:20, 28:26, 14:24

ი: უილიამსი (23+5 პასი), მილსეპი (12+7 მოხსნა), მაილზი (11), კირილენკო (10+6 მოხსნა+5 პასი), ჯეფერსონი (10+6 მოხსნა).

ს-ა: პარკერი (24+7 პასი), დანკანი (19+14 მოხსნა), ჯინობილი (15), ბლეირი (11+8 მოხსნა), ჯეფერსონი (11).

დალასი-ჩიკაგო 83:88

13:19, 22:20, 24:17, 24:32

დ: ნოვიცკი (36+8 მოხსნა), ბატლერი (12).

ჩ: როუზი (22+6 პასი), გიბსონი (17+18 მოხსნა), კორვერი (14), უოტსონი (13), ნოა (10+17 მოხსნა+5 პასი).

საკრამენტო-ნიუ ჯერსი 86:81

21:19, 22:27, 21:17, 22:18

ს: ევანსი (20), ლენდრი (15+6 მოხსნა), უდრიხი (12), ჰედი (10), კაზინსი (8+10 მოხსნა).

ნ-ჯ: ჰემფრიზი (18+10 მოხსნა), მოროუ (17), აუთლო (13+6 მოხსნა), ჰარისი (10+8 პასი).

გ. სტეიტი-ნიუ იორკი 119:125

31:31, 28:41, 25:26, 35:27

გ-ს: ელისი (40+5 პასი), კარი (29+8 პასი), უილიამსი (18), რაიტი (16+6 მოხსნა).

ნ-ი: ფელტონი (35+11 პასი), სტაუდმაიერი (26+11 მოხსნა), გალინარი (23), ჩენდლერი (13+6 მოხსნა).

20 ნოემბერი

ინდიანა-ორლანდო 86:90

26:29, 26:20, 14:22, 20:19

ი: ჰიბერტი (19+10 მოხსნა), რაში (14), გრეინჯერი (13), ფორდი (10+9 მოხსნა+5 პასი), დანლივი (10+6 მოხსნა).

ო: ჰოვარდი (25+12 მოხსნა), ლუისი (21), ნელსონი (11+9 პასი).

შარლოტი-ფინიქსი 123:105

30:25, 25:26, 34:23, 34:31

შ: დიაო (26+6 პასი), ჯექსონი (24+10 მოხსნა+10 პასი), ტომასი (22+6 მოხსნა), ოგუსტინი (16+6 მოხსნა+5 პასი), უოლასი (14).

ფ: ჰოლი (23), თურქოგლუ (18), დრაგიჩი (17+10 პასი), რიჩარდსონი (13), ფრაი (11+6 მოხსნა), უოლასი (11).

ატლანტა-დალასი 93:98

25:28, 18:27, 25:22, 25:21

ა: სმიტი (21+6 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), ჰორფორდი (20+20 მოხსნა+5 პასი), ბიბი (16), ჯონსონი (11), ჯორდან კროუფორდი (10).

დ: ნოვიცკი (21+7 მოხსნა), ტერი (15+7 პასი), ბატლერი (13), სტივენსონი (13), მერიონი (12+10 მოხსნა).

მემფისი-მაიამი 97:95

26:17, 17:22, 25:29, 29:27

მემ: რენდოლფი (21+13 მოხსნა), კონლი (16+6 პასი), გეი (15+8 მოხსნა), არტური (14+6 მოხსნა), გასოლი (11+11 მოხსნა), იანგი (10)

მაი: ჯეიმსი (29+11 პასი), ბოში (20+10 მოხსნა), ჰაუსი (20).

მილუოკი-ოკლაჰომა 81:82

19:26, 18:21, 19:15, 25:20

მ: ჯენინგსი (25), გუდენი (16+16 მოხსნა), ბოგუტი (8+12 მოხსნა).

ო: ჰარდენი (23+9 მოხსნა), უესტბრუკი (18+6 პასი), მეინორი (12), სეფოლოშა (10).

ს. ანტონიო-კლივლენდი 116:92

28:29, 36:28, 25:18, 27:17

ს-ა: პარკერი (19+9 პასი), სპლიტერი (18), ჯეფერსონი (14), ჯინობილი (13+6 პასი), ბონერი (12), ნილი (10).

კ: უილიამსი (21+6 პასი), გიბსონი (17), ჯეიმისონი (12)

დენვერი-ნიუ ჯერსი 107:103

28:25, 31:29, 24:21, 24:28

დ: ენტონი (28+8 მოხსნა+5 პასი), ნენე (22+8 მოხსნა), ლოუსონი (15), სმიტი (11).

ნ-ჯ: ლოპესი (20+8 მოხსნა), აუთლო (15), ფეივორსი (14+8 მოხსნა), ფარმარი (14+5 პასი), მოროუ (12+7 მოხსნა), ჰარისი (12).

პორტლენდი-იუტა 94:103

24:19, 24:26, 26:20, 20:38

პ: ოლდრიჯი (24+11 მოხსნა), მეტიუზი (16), მილერი (15+9 პასი), ბატუმი (14+6 მოხსნა), ფერნანდესი (12).

ი: მაილზი (25), ჯეფერსონი (20+14 მოხსნა), მილსეპი (15+6 მოხსნა), კირილენკო (13).

კლიპერსი-ნიუ იორკი 115:124

29:28,24:30, 32:35, 30:31

კ: გრიფინი (44+15 მოხსნა+7 პასი), გორდონი (25), ფოიე (14).

ნ-ი: სტაუდმაიერი (39+11 მოხსნა), გალინარი (31), ფელტონი (20+7 პასი+7 ჩაჭრა), დუგლასი (12), ჩენდლერი (10).

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ალ-იტიჰადი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავს
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო
კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის
პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
გადაწყვეტილება მიღებულია - ცნობილია, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[PHOTO] პსჟ-ის გულშემატკივრებს ეს ძალიან მოეწონებათ - ნახეთ, რა საქმითაა დაკავებული ჟოაო ნევეშის 19 წლის ულამაზესი მეგობარი გოგონა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა