27 ოქტომბერს სპორტკომპლექს "არენაზე", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა
27 ოქტომბერს სპორტკომპლექს "არენაზე", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში, "ვერცხლის ლიგის" მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტური "ნატახტარი-2"-ისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა.

ფავორიტისა და ტურნირის დებიუტანტის შეხვედრა 40 წუთის მანძილზე ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და მინი-ფეხბურთისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:1 დასრულდა "ნატახტარის" სასარგებლოდ.

უხვგოლიანი გამოდგა "Georgian Manganese ზესტაფონისა" და "საქართველოს ბანკის" გუნდების დაპირისპირება.

ცვალებადი ანგარიშით მიმდინარე შეხვედრა ბანკირებმა უკეთ ჩაატარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს - 4:2.

მიმდინარე სეზონში სადებიუტო შეხვედრა გამართა "ვერცხლის ლიგის" სპონსორის, "VTB ბანკის" გუნდმა, რომლის მეტოქეც ტერმინალ "ლილო-1"-ის კოლექტივი იყო.

პირველის მსგავსად, ეს მატჩიც სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ "ვითიბის" გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ტური კი "ვერცხლის ლიგის" შარშანდელი ჩემპიონის, "ბი პი ჯორჯიასა" და გათამაშების დებიუტანტის, "ქართუ ბანკის" გუნდების დაპირისპირებით დასრულდა, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა დამაჯერებლად იმარჯვა - 5:1.

ორი ტურის შემდეგ 6-6 ქულა "ნატახტარი-2"-ს და "საქართველოს ბანკს" დაუგროვდათ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობით სატურნირო ცხრილს "ნატახტარი-2" ლიდერობს.

ტურის სიმბოლური ნაკრები:

ნიკოლაიშვილი (ქართუ ბანკი), ნ. მაჭავარიანი (VTB), სირაძე (საქართველოს ბანკი), კუჭუაშვილი (BP), მშვიდობაძე (ნატახტარი-2), გოგბერაშვილი (ჭიათურა)

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი გოგბერაშვილი (ჭიათურა) გახდა.

ბომბარდირები:

ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) 4 გოლი

მიშა წეველიძე (ნატახტარი-2) 3 გოლი

ლაშა მუმლაძე (ზესტაფონი) 3 გოლი

ალექსანდრე ხოჭოლავა (BP) 2 გოლი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2013-14 წწ. ვერცხლის ლიგა. II ტური. 27.10.2013

Georgian Manganese (ჭიათურა) - ნატახტარი-2 0:1

გოლები: (0-1) ღარიბაშვილი

GM (ჭიათურა): 1. ბადურაშვილი, 3. შეყილაძე, 4. კიკვიძე, 5. ბიწაძე, 6. რობაქიძე, 10. გოგბერაშვილი

სათადარიგოები: 7. შუბითიძე, 8. გაფრინდაშვილი, 9. იაკობიძე, 23. მოდებაძე

ნატახტარი-2: 16. სიხარულიძე, 10. სეფერთელაძე, 13. ხამხაძე, 4. კაპანაძე, 14. მშვიდობაძე, 9. ღარიბაშვილი

სათადარიგოები: 12. გონგაძე, 26. წეველიძე, 17. ჩიტიშვილი, 77. აფაქიძე

Georgian Manganese (ზესტაფონი) - საქართველოს ბანკი 2:4

გოლები: (0-1) გოგიტიძე, (1-1) მუმლაძე, (1-2) სურგულაძე, (1-3) სარიშვილი, (2-3) მუმლაძე, (2-4) ჯოხაძე

GM (ზესტაფონი): 1. მაჭავარიანი, 9. მუმლაძე, 11. მანჯავიძე, 3. გაბრიჭიძე, 5. ყუბარაძე, 10. შარაბიძე

სათადარიგოები: 2. ქათამაძე, 6. გოგლიძე, 7. ჭანტურიძე

საქართველოს ბანკი: 12. კილასონია, 5. სირაძე, 4. გვალია, 10. ცაგარეიშვილი, 13. ივანიაძე, 77. ჯოხაძე

სათადარიგოები: 1. ჯალაღონია, 2. სურგულაძე, 14. გოგიტიძე, 21. კასრაძე, 99. მიქაუტაძე, 11. სარიშვილი

VTB ბანკი - ლილო-1 3:1

გოლები: (0-1) ბეტეევი, (1-1) ნ. მაჭავარიანი, (2-1) სულაძე, (3-1) დარსალია

VTB ბანკი: 1. ალადაშვილი, 2. ნ. მაჭავარიანი, 7. მაჭავარიანი, 8. ჯობავა, 9. სულაძე, 71. თევზაძე

სათადარიგოები: 16. ჩიღოშვილი, 96. უსანეთაშვილი, 4. დარსალია, 6. ხაინდრავა

ლილო-1: 22. ტიტოვი, 3. ჭაფანძე, 5. კირკიტაძე, 6. ლეჟავა, 13. ბასილაშვილი, 10. ბეტეევი

სათადარიგოები: 7. ჯეირანაშვილი, 4. კვინიკაძე, 9. მახარაშვილი, 11. თინიკაშვილი, 8. კოდიაშვილი

BP Georgia - ქართუ ბანკი 5:1

გოლები: (1-0) ხოჭოლავა, (2-0) კუჭუაშვილი, (2-1) მჭედლიშვილი, (3-1) გობეჯიშვილი, (4-1) ხოჭოლავა, (5-1) ცქიტიშვილი

BP Georgia : 90. ბუდაღაშვილი, 5. კუჭუაშვილი, 7. ხოჭოლავა, 10. გულარიძე, 11. გობეჯიშვილი, 13. მალაშხია

სათადარიგოები: 1. ხარაძე, 2. ივანიძე, 3. გურეშიძე, 8. ხმალაძე, 40. ჯინჭარაძე, 50. ცქიტიშვილი

ქართუ ბანკი: 1. ნიკოლაიშვილი, 9. აფციაური, 10. ჩიკვილაძე, 13. ჩახვაშვილი, 11. წიკლაური, 12. ძაგნიძე

სათადარიგოები: 7. მგელაძე, 14. გლუაშვილი, 15. მერაბიშვილი, 8. მჭედლიშვილი

ტურნირი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - "სპორტი ყველასათვის" მხარდაჭერით და სპორტული სააგენტოს - SBM GEORGIA-ს ორგანიზებით იმართება.

"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ტექნიკური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი JOMA.

ლიგის პარტნიორია ყვავილების მაღაზია - www.flowers.ge.

ლიგის საინფორმაციო პარტნიორები არიან: რადიო "კომერსანტი 95,5", რადიო "ჯაკო 96,3" და ინტერნეტპორტალები - www.sportall.ge, www.worldsport.ge და www. Geosports.ge.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა