გამოუსადეგარი ვეტერანები
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა წამყვანმა ცენტრმა ენდრიუ ბაინუმმა, რომელმაც გასული სეზონი სრულად გამოტოვა ტრავმის გამო, 28 ოქტომბერს პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა ახალი კლუბის - "კლივლენდ კავალიერზის" შემადგენლობაში.

თუმცა ექიმები კალათბურთელს ყველანაირი ვარჯიშის შესრულების უფლებას არ აძლევენ, რადგან მუხლის ტრავმის რეციდივის ეშინიათ. მაგრამ "კლივლენდის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს ბაინუმის მოედანზე გამოჩენას რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში, რომელშიც "კავალერები" "ბრუკლინს" შეხვდებიან.

მსგავს სიტუაციაში იმყოფება "კავალიერზის" კიდევ ერთი ცენტრი ტაილერ ზელერი, რომელმაც ბარძაყის დაზიანების გამო გამოტოვა მთელი საწვრთნელი პროცესი. ისიც ექიმების ვერდიქტის მოლოდინშია და "ნეტსთან" თამაშის იმედი აქვს. ასევე არ ჩქარობს მაიკ ბრაუნი ბრაზილიელი ანდერსონ ვარეჟაოს დატვირთვას, რომელიც მხოლოდ ახლა იკრებს ოპტიმალურ კონდიციებს შარშანდელი მძიმე ტრავმის შემდეგ.

გამოუსადეგარი ვეტერანები

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონი მოახლოვდა, მაგრამ ორი სახელოვანი კალათბურთელი კვლავაც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და ახალი კლუბი ვერ იპოვა. ლაპარაკია მცველ რიჩარდ ჰემილტონზე და ცენტრ მარკუს კემბიზე.

ჰემილტონთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი და გასაგებია. ერთ-ერთი გენერალური მენეჯერის თქმით, საწვრთნელ ბანაკებში მუშაობისას რიჩარდს მინიმუმ შვიდ კლუბთან ჰქონდა მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, ეს გუნდები ჰემილტონს არაგარანტირებულ კონტრაქტს ჰპირდებოდნენ, ხოლო შემადგენლობაში მოსახვედრად ვეტერანს თავდაუზოგავი შრომა დასჭირდებოდა.

მცველს ამგვარი პერსპექტივა არ მოეწონა, ამიტომაც ის ინდივიდუალურად იმუშავებს და დაელოდება, სანამ რომელიმე კლუბს არ დასჭირდება მეორე ნომერი საჩემპიონო გამოცდილებით.

რაც შეეხება კემბის, მან კონტრაქტი გააფორმა "ჰიუსტონთან", მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, ტექსასური კლუბი მას მალე დაითხოვს შემადგენლობიდან. ამის მიზეზი ის არ არის, რომ "ჰიუსტონს" ისედაც ჰყავს მაღალი დონის "მაღლები" (დუაიტ ჰოვარდი, ომერ აშიქი).

საქმე ისაა, რომ მარკუსს უკვე დიდი ხანია აწუხებს ტერფის ტრავმა. კემბიმ არათუ ვერ მოაგვარა ეს პრობლემა, არამედ შეიძლება ოპერაციაც დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, "როკეტსის" გენერალური მენეჯერი დერილ მორი ბოლომდე უარის თქმას არ აპირებს ვეტერანზე და თუ მის გუნდს დასჭირდა გამოცდილი ცენტრი, ხოლო კემბი ჯანმრთელი იქნა, კლუბსა და კალათბურთელს შორის ახალი ურთიერთობა დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორტატი დედაქალაქში გაუშვეს

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დენის როდმანი თამაშობს და მღერის
ბაინუმს "კლივლენდიდან" აგდებენ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სუპერმენმა" 26 მოხსნით დაიწყო
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
ბაინუმი კლივლენდელია
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლიპერსი" აგებს, "ლეიკერსი" იგებს
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
ევროთასის MVP "მემფისში" წავიდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დენგი "კლივლენდში" წავიდა
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]