ეროვნულ გუნდში კი ყველას ერთი დროშა და ერთი მიზანი გვაერთიანებს
დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა მარკო როისმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დორტმუნდული კლუბის ბოლოდროინდელ პროგრესსა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი "ბორუსიაში" მიმდინარე პროცესებით და ზოგადად, ამ კლუბის განვითარებით ძალიან კმაყოფილია, გერმანიის ნაკრების გულშემატკივრებს კი ჰპირდება, რომ ბუნდესგუნდი ბრაზილია 2014-ზე უაღრესად მოტივირებული გუნდი იქნება.

"დორტმუნდმა" ბოლო წლებში უდიდესი პროგრესი განიცადა, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით დადასტურდა, - აცხადებს როისი, - მაგრამ "უემბლი" ჩვენთვის ერთჯერადი წარმატება არ იყო. თუ ისევ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ, ნამდვილად გვაქვს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ გავიდეთ. ფაქტია, რომ "ბორუსია" წლიდან წლამდე ძლიერდება."

როისს პირადი აქტივისთვისაც სერიოზული მიზნები აქვს: "პირადად მეც პროგრესს განვიცდი და იმედი მაქვს, რომ ეს სეზონი ჩემთვის წინა სეზონზე უკეთესი იქნება. უკვე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობას გავაგრძელებ. ჩემს თავს მსოფლიო დონის მოთამაშედ, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევ. ასეთი ეპითეტები მხოლოდ ლიონელ მესის, კრიშტიანო რონალდოს ან ფრანკ რიბერის რანგის ფეხბურთელებს ესადაგებათ. იქამდე კი მე ჯერ ძალიან ბევრი მაკლია.

ყველაზე მეტად რიბერით ვარ აღფრთოვანებული. ბოლო ორი წელია, ფრანკი გენიალურ ფეხბურთს თამაშობს, კიდევ უფრო გაძლიერდა," - ამბობს მარკო.

ჩვენ კი დავძენთ, რომ მიუხედავად ამისა, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გოლს პლუს პასის რეიტინგში როისი რიბერის უსწრებს.

არანორმალურად გენიალური საფეხბურთო ატმოსფერო

როისის ანგარიშზე გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში 5 გოლი და 4 საგოლე პასია, საინტერესო კი ის არის, რომ მან ყველა გოლი დორტმუნდში, "სიგნალ-იდუნა-პარკზე" გაიტანა.

"ცხადია, ეს ჩვენი გულშემატკივრების და იმ არანორმალურად გენიალური საფეხბურთო ატმოსფეროს დამსახურებაა, რაც ჩვენს სტადიონზეა ხოლმე. ამ არენაზე გოლის გატანა დაუვიწყარი რამ არის. როცა საკუთარ კედლებში ვთამაშობთ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მოედანზე 12 ან 13 ფეხბურთელი გვყავდეს," - აცხადებს როისი.

თუმცა მარკოს არა მარტო საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც დიდი მიზნები აქვს. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, როისი კი გერმანიის ნაკრებში თამაშობს. მეტიც: მარკოს ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში თავისი ადგილი, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა (მაგალითად, ტრავმა), მუნდიალზე იოახიმ ლიოვის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.

"მართალია, გერმანიის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ სამუშაო და გამოსასწორებელი საკმაოდ ბევრია. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დროც ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალს იდეალურ ფორმაში და განსაკუთრებით მოტივირებულები შევხვდებით," - დასძენს როისი და კითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი ნაკრებში დაპირისპირება "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ფეხბურთელებს შორის, ასე პასუხობს:

"ჩვენ მხოლოდ კლუბებში თამაშის დროს ვართ ერთმანეთის მტრები. ეროვნულ გუნდში კი ყველას ერთი დროშა და ერთი მიზანი გვაერთიანებს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ კლუბშია ფეხბურთელი - გერმანიის ნაკრებში ჩვენ მთელი გერმანიისთვის ვიბრძვით. არა მგონია, რომ ამ მოსაზრებას რომელიმე ბუნდესგუნდელი არ ეთანხმებოდეს..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარკო როისი: ტიტულების მოგების დროა!

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს
ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო