30 ოქტომბერს პანევეჟისში ლიტვის ნაკრები, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
30 ოქტომბერს პანევეჟისში ლიტვის ნაკრები, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

როგორც შევიტყვეთ, ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ორთაბრძოლის რეპორტაჟს 20:45 საათიდან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ხელბურთელ ვაჟთა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი 24 გუნდის მონაწილეობით ყატარში გაიმართება. ამ შეჯიბრებაზე ევროპას 12 ადგილი აქვს გამოყოფილი (მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი დასკვნით რაუნდში პირდაპირ არის დაშვებული).

სამ საგზურს 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის (იანვარი, დანია) მედალოსნები დაიბევებენ. დარჩენილი 9 ვაკანტური ადგილისთვის იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე (ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელორუსი, ჩერნოგორია) 12 გუნდი, რომელიც პირდაპირ გადავა პლეი ოფში.

მათ დაემატება საუკეთესო რეიტინგის მქონე გერმანია და პირველი ეტაპის ხუთი გამარჯვებული. ამ უკანასკნელთ კი შესარჩევი ტურნირი გამოავლენს.

კონტინენტის 20 ქვეყნის წარმომადგენლები ოთხ-ოთხგუნდიან ხუთ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. პირველ ჯგუფში ერთადერთი საგზურისთვის საქართველო ლიტვას, ფინეთსა და თურქეთს დაუპირისპირდება.

ამ ასპარეზობისთვის მიზანმიმართული მზადება ჩვენმა ნაკრებმა სექტემბრიდან დაიწყო სერბი სპეციალისტის - ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით. 26 ოქტომბერს საკონტროლო შეხვედრაც გამართა უკრაინელებთან, წუხელ საღამოს კი ბალტიისპირეთში ჩაფრინდა.

30 ოქტომბერს საქართველოს გუნდი ლიტვას ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: შოთა თევზაძე ("სტიინტა ბაკაუ", რუმინეთი), გიგა ტორონჯაძე (სტუ), ლევან ბერძენიშვილი (სტუ), გიორგი გვაზავა (სტუ), რატი მსხვილიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე (უგუნდო), უჩა გამზარდია (ბათუმი), სერგო დათუკაშვილი ("ას სადი", ლიბანი), ირაკლი ჩიქოვანი ("ტიმოშიორა", რუმინეთი), ვლადიმერ რუსია ("სტიინტა ბაკაუ", რუმინეთი), რეზო ჭანტურია ("სტრუმიცა", მაკედონია), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ილია გოგალაძე (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ). მწვრთნელები - ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე.

3 ნოემბერს ქართველი ხელბურთელები ფინელებს 18:00 საათზე, სპორტის სასახლეში დაუხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა