იტალიელ თავკაცს, მის დაუკითხავად, გუნდიდან ასისტენტი გაუთავისუფლეს
სენსაცია: კარლო ანჩელოტი „ჩელსის“ დატოვებაზე ფიქრობს. მას მიაჩნია, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს! – ასეთი ხმა დაირხა ინგლისში.

„სანი“ წერს, რომ პრემიერლიგის ჩემპიონთა იტალიელ თავკაცს, თავისი სატკივარით, კვირა საღამოს, ლიგის მწვრთნელთა ასოციაციისთვის მიუმართავს. ცნობისთვის: ლიგის მწვრთნელთა ასოციაცია გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც ინგლისური პრემიერლიგისა და ქვედა დივიზიონების მწვრთნელებს აერთიანებს და მათ ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი გახლავთ ქვეყნის ნაკრების თავკაცი ფაბიო კაპელო, ხოლო თავმჯდომარე, ცნობილი მწვრთნელი ჰოვარდ უილკინსონი.

სურათი ასეთია: ანჩელოტის გუნდმა ბოლო ტურში „ბირმინგემთან“ 1:0 წააგო, რაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში მისი მესამე მარცხი გახლდათ და იტალიელის დაუკითხავად, პირდაპირ სარეზერვო გუნდის თამაშის შესვენებისას თანამდებობიდან დაითხოვეს მისი ასისტენტი რეი უილკინსი, რამაც იგი ძალიან შეაშფოთა. საინტერესოა, რომ უილკინსის ნაცვლად ანჩელოტის ასისტენტად მისთვის სრულიად უცნობი ნიგერიელი მაიკლ (ან მიკაელ) ემენალო დაუსვეს.

დასავლეთ ლონდონელთა კლუბის მეპატრონე, რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი აქამდე ანჩელოტით ძალიან კმაყოფილი გახლდათ. მწვრთნელმა ხომ „სტემფორდ ბრიჯზე“ მოღვაწეობა იმით დაიწყო, რომ „ლურჯებს“ ორი ტიტული, ინგლისის ჩემპიონობა და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოაპოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს მესაკუთრესა და ანჩელოტის შორის ბზარიც გაჩნდა: „მილანის“ ყოფილი თავკაცი გრძნობს, რომ სადავეები ბოლომდე მის ხელში არ არის. ანჩელოტი გრძნობს, რომ ის უფრო ტექნიკური დირექტორია ვიდრე სრულფასოვანი ხელმძღვანელი, როგორიც, მაგალითად, „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონია. მან თქვა:

„ჩემი ფერგიუსონთან შედარება არ შეიძლება. ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვართ. მე მხოლოდ ტექნიკური დირექტორის საქმე მაბარია და მორჩა“.

ბირმინგემში წაგების შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილში „ჩელსის“ პოზიცია შეირყა. დღეს „ლურჯები“ კონკურენტებს ბევრი ქულით კი აღარ უსწრებენ, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თანაბრად არიან და პირველ ადგილზე მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ გატანილი და გაშვებული გოლების უკეთესი ბალანსი აქვთ. გარდა ამისა, ანჩელოტიზე სერიოზულად იმოქმედა უილკინსის ზემოხსენებულმა გათავისუფლებამ. საქმე ის გახლავთ, რომ პრესაში ამ ამბავმა დიდი ალიაქოთი გამოიწვია – იტალიელს საყვედურობდნენ კიდეც, რომ თავისი ასისტენტი არ დაიცვა და სამსახურში ვერ დატოვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ანჩელოტის კომენტარებმა საქმე კიდევ უფრო არია და აშკარად გამოიკვეთა, რომ კლუბში პრობლემებია. საქმეში ჩახედული ადამიანები ერთხელაც დადგნენ იმ ფაქტის წინაშე, რომ აბრამოვიჩის ეპოქის „ჩელსიში“ მწვრთნელის უფლება-მოვალეობა შეზღუდულია, პრინციპულ გადაწყვეტილებებს კი მეპატრონე და მისი დირექტორები იღებენ. სხვათაშორის, კლუბმა სრულიად დაუფარავად დაადასტურა, რომ კარლო ანჩელოტი „სტემფორდ ბრიჯზე“ მხოლოდ მწვრთნელია და არა მენეჯერი – ინგლისში კი ხალხი, რომელთაც ჩვენ მწვრთნელებად მოვიხსენიებთ მენეჯერის ფუნქციებს ასრულებს და მათ ასე ეძახიან კიდეც.

დასავლეთ ლონდონის კლუბში პირდაპირ ამბობენ, რომ ანჩელოტი სწორედ მწვრთნელობას არის დაჩვეული - „ჩელსიმდე“ ის ხომ მთელი რვა წლის განმავლობაში „მილანში“ მუშაობდა, სადაც მხოლოდ ბურთაობასთან დაკავშირებული საკითხები ებარა, დანარჩენზე კი იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ზრუნავდა. კლუბმა ისიც დაადასტურა, რომ ანჩელოტისთან ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით ლაპარაკიც არ არის. მოქმედი ხელშეკრულების თანახმად იტალიელი „სტემფორდ ბრიჯზე“ კიდევ 18 თვეს უნდა დარჩეს, მომავალზე ფიქრი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს არის დაგეგმილი.

თითქოს მართლაც, კარლო ანჩელოტი „მილანში“ სულაც არ იყო ყველაფრის ბატონ-პატრონი, მაგრამ იტალიური წყაროების თანახმად მას იქ ასე არასდროს მოპყრობიან. ბირმინგემში წაგების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი ანჩელოტი ჩვეულებრივ ამბობდა:

„როდესაც გუნდი აგებს, პასუხისმგებლობა, რასაკვირველია, მწვრთნელს ეკისრება. კრიტიკას სულაც არ ვემალები. ასეთია მწვრთნელის ცხოვრება და მე ეს ძალიან კარგად ვიცი. უბრალოდ, ახლა „ჩელსის“ რთული პერიოდი აქვს თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს პერიოდი მალე დავძლიოთ. ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ „სანდერლენდთან“ ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ვინც „ჩელსის“ თამაში „ბირმინგემთან“ ნახა, დამეთანხმება, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ გაიმარჯვა“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა