დებიუტანტმა ლებრონი და კომპანია სენსაციურად დაამარცხა
მოქმედ ჩემპიონ "მაიამი ჰიტს" ორი დღის განმავლობაში ორი მატჩის ჩატარება მოუწია. შინ "ჩიკაგოს" დამარცხების შემდეგ ფლორიდელები ფილადელფიაში ჩავიდნენ სათამაშოდ და მეორე გამარჯვებას გეგმავდნენ.

სეზონის წინ "სიქსერზს" მთლიანად ასოციაციის უსუსტეს გუნდს უწოდებდნენ და ეჭვი არავის ეპარებოდა "ჰიტის" გამარჯვებაში, მაგრამ მასპინძლებმა შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთეს ლეგენდარულ ალენ აივერსონს, რომელმაც იმ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ.

ის, რომ "მაიამის" ამ მატჩში გაუჭირდებოდა, დებიუტშივე გამოჩნდა, როცა ჩემპიონებმა 19:0 გაქცევა მიიღეს. ჩემპიონებს ბევრი პრობლემა ჰქონდათ: როცა მეოთხე მეოთხედში სიტუაცია გათანაბრდა, ფავორიტმა ზედიზედ 10 ტყორცნა ააცილა მიზანს. შვიდიდან ყველა სამქულიანი ააცილა შეინ ბატიემ, არც ერთი მოხსნა არ ჰქონდათ მოედანზე გატარებული 26 წუთის განმავლობაში უდონის ჰასლემსა და კრის ანდერსენს...

და ასეთი თამაშის მიუხედავად, "მაიამის" შეეძლო და ვალდებულიც იყო, მოეგო, მაგრამ ამაში ხელი შეუშალა მაიკლ კარტერ-უილიამსის ფანტასტიკურმა თამაშმა. "ფილადელფიას" გამთამაშებელი, რომელიც პირველ შეხვედრას ატარებდა NBA-ში, კინაღამ გვერდით ამოუდგა ასოციაციის ისტორიაში უდიადეს მოთამაშეებს: ახალგაზრდა მცველს ოთხმაგ (!) დუბლამდე ერთი ჩაჭრა და სამი მოხსნა დააკლდა!

უკეთ პროფესიულ კარიერას ძალიან შორეულ წარსულში მხოლოდ ოსკარ რობერტსონი იწყებდა, როცა მან სადებიუტო შეხვედრაში სამმაგი დუბლი შეასრულა. კარტერ-უილიამსმა 36 წუთი გაატარა მოედანზე, 22 ქულა დააგროვა, 12 შედეგიანი პასი მიითვალა და მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი.

სავარაუდოდ, ამ კალათბურთელს ულაპარაკოდ მისცემენ დიდ სათამაშო დროსა და ადგილს სასტარტო ხუთეულში. ასე რომ, გამოიკვეთა წლის საუკეთესო დებიუტანტის პრიზის პირველი მაძიებელი.

ფილადელფია-მაიამი 114:110

33:14, 18:35, 34:45, 29:16

ფ: ტერნერი (26+5 პასი), ჰეიესი (24+9 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (22+12 პასი+9 ჩაჭრა+7 მოხსნა), როტენი (14), იანგი (10+6 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (25+13 პასი), ბოში (22+10 მოხსნა), ალენი (19+6 მოხსნა), ჩელმერსი (16+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ლუისი (11+5 პასი), იანგი (10+3 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჩემპიონმა როუზის დაბრუნება დაჩრდილა

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
"ცარუკიანსაც ვერ დაამარცხებს" - გეიჯიმ "მატადორზე" ისაუბრა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
დროს აღარ აქვს დრო - პსჟ ნიჭიერ ფეხბურთელთან დამშვიდობებას აპირებს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
39 წლის რეი ალენი ისევ აქტუალურია
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
რეი ალენს კალათბურთიდან წასვლა ურჩევნია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ისე, როგორც 44 წლის წინ
ოფიციალურად: რეი ალენი კალათბურთიდან წავიდა
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
NBA-ს ლეგენდამ გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი დაასახელა
ზაზა ფაჩულია "იუტასთან" მატჩში გუნდის საუკეთესო მეპასე გახდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ასეთი რამ NBA-ს არ უნახავს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონმა რეი დაპატიჟა
ალენ აივერსონი: კობის ენდომებოდა, რომ ეს გაგვეკეთებინა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
ალენ აივერსონი: თუ ფარსაც ვეღარ წვდები, დროა, დაამთავრო
გურამ მინაშვილი - აზარტი, ჟინი, ბრძოლა...
ზაზა ფაჩულიას ორმაგი დუბლი და "მილუოკის" დასანანი მარცხი
ლეგენდები სპრინგფილდში
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] ლებრონის ლიდერობით - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონის" ბარიერი დაძლია და "ოკლაჰომას" დაუპირისპირდება
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
NBA: რეი ალენი წასვლას არ ჩქარობს
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა
ალენ აივერსონის საყვარელი მოთამაშე რასელ უესტბრუკია
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
ახალი ტრანსფერები ასოციაციაში: დირკ ნოვიცკი რჩება, რეი ალენი ბრუნდება
კრის ბოში და პორნოინდუსტრია