ზაზამ დიდებული მატჩი ჩაატარა

ზაზა ფაჩულიას ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი. "მილუოკის" ქართველმა ცენტრმა ინდიანაში დიდებულად ითამაშა და დასანანი მხოლოდ ისაა, რომ ქებული გარჯა ზაზას მოგებით არ დაუფასდა. დაძაბული, დამატებით დროში გადასული მატჩი მილუოკელებმა 103:109 წააგეს.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი მილუოკელებმა დამაჯერებლად - 31:19 მოიგეს, თუმცა მომდევნო პერიოდები ჩააგდეს და გადამწყვეტი 12-წუთეულის წინ 8 ქულით ჩამორჩნენ. ძირითადი დროის ბოლო 8 წუთი მოედანზე გაატარა და ჩამორჩენის გაბათილებაში დიდი წვლილი დაიდო ფაჩულიამ. მართალია, ამ პერიოდში ზაზამ მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო, მაგრამ შეტევაში ბურთი არაერთხელ მოხსნა და თანაგუნდელებს შედეგიანი პასები ჩამოურიგა.

ბოლო პერიოდი მილუოკელებმა ზუსტად 8 ქულით - 22:14 მოიგეს და დამატებითი 5-წუთეულიც დაინიშნა. ოვერტაიმი ფაჩულიას 2 ზუსტი საჯარიმოთი გაიხსნა. ზაზამ საჭირო მოხსნებიც გააკეთა, თუმცა მასპინძლებმა უფრო მობილიზებულად ითამაშეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. მიმდინარე სეზონში ამაზე მეტი ზაზას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები. გასული წლის 18 ნოემბერს ქართველმა ცენტრმა "ნიუ იორკთან" 117:113-ით მოგებულ მატჩში 35 წუთი ითამაშა და 14 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა (8 შეტევაში) მიითვალა. ფაჩულია ამჯერად არანაკლებ შედეგიანად გაისარჯა. ქართველმა ცენტრმა "ინდიანასთან" მატჩში 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

ზაზამ 34 წუთში თამაშიდან 11 სროლა განახორციელა და 5 მათგანი ჩააგდო, რასაც 6-დან 6 საჯარიმო მოაყოლა. 16 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად, ფაჩულიას 3 პასი და 2 ჩაჭრაც დაუგროვდა, 5 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის 28 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო იქნებოდა. აღსანიშნავია ფერადკანიანი ბერძენის, გიანის ანტეტოკოუმპოს გარჯაც, რომელმაც თავი 19 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა.

რაკი წაგებებს უხშირა, "მილუოკი" ცხრილში მის წინ მყოფ "ვაშინგტონს" დაშორდა, თუმცა არც ისე დაძირულა, რომ მდევარი წამოეწიოს. "ინდიანამ" ამ გამარჯვებით მხოლოდ შეამცირა აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-6 ადგილზე მყოფ "მილუოკისთან" ჩამორჩენა. მილუოკელებს ინდიანელებზე 4 მოგებით მეტი და 3 წაგებით ნაკლები აქვთ. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 14 მარტს, სტუმრად "მემფის გრიზლისთან" ელის.

წყარო: gbf.ge

კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
დონჩიჩი ფანტასტიკის საზღვრებს გარეთ! 3-მა ფავორიტმა სერია წარმატებით დახურა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის გარეშე დარჩენილი "ლეიკერსი" "მემფისთან" დამარცხდა [VIDEO]
ბრედლი ბილის 60 ქულა და დასანანი მარცხი [VIDEO]
"ყველა ჩემი რეკორდი მარცხით დასრულდა..." - ბრედლი ბილი რეკორდს გამოეხმაურა
გოგას კარგი თამაში და გამართლებული იმედები! "ინდიანამ" მოიგო [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ისე, როგორც 44 წლის წინ
ფანტასტიკა თუ იმედგაცრუება? ჰარდენი ყოფილ თანაგუნდელს შეუერთდა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
"ინდიანა" ბოლო წამზე დამარცხდა - გოგას არ უთამაშია [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ასეთი რამ NBA-ს არ უნახავს
ზაზა ფაჩულია "იუტასთან" მატჩში გუნდის საუკეთესო მეპასე გახდა
დრამა ლოს ანჯელესში - "ლეიკერსმა" "მემფისი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"ინდიანამ" მოიგო! გოგა მიზერული დროით დაიტვირთა [VIDEO]
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
"ვაშინგტონის" ზედიზედ მეორე გამარჯვება, დურანტმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ის დაბრუნდა! იანისის ფანტასტიკური მატჩი და გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ [VIDEO]
"მემფისმა" "მილუოკი" გაანადგურა და დასავლეთში გალიდერდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თითქმის ოთხმაგი დუბლი!
"მილუოკიმ" "ინდიანა" დაამარცხა - იანისის 31 ქულა და 12 მოხსნა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
სეზონის სტარტზე ბითაძის გუნდი თამაშებს მიყოლებით იგებს [VIDEO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]