ფიფას აგენტი გოგა გახოკიძე "ანდერლეხტს" კიდევ ერთხელ დაელაპარაკება
საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა ჩვენებურ მენეჯერებს ლამის უსაქმოდ ტოვებს. სამწუხაროდ, დიდი ხანია, რაც ჩვენი ფეხბურთელები სერიოზული კლუბების სამიზნეში აღარ არიან. ამიტომ ნამდვილი "განძის" მოსაძებნად მენეჯერებს ერთმანეთში დიდი კონკურენცია აქვთ...

იშვიათი გამონაკლისი არნემის "ვიტესის" კაპიტანი, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშიაა, რომლის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ფიფას აგენტმა გოგა გახოკიძემ გვიამბო:

"გურამ კაშიათი ინგლისური პრემიერლიგის კლუბი "სანდერლენდი" და გერმანიის ბუნდესლიგის წარმომადგენელი "შტუტგარტი" დაინტერესდნენ. გერმანელებს იჯარა სურდათ, რაც არ გამოვიდა.

ყველაზე სერიოზული ინტერესი მაინც "ანდერლეხტის" მხრიდან იყო, ამ გუნდს ხომ "ვიტესის" ყოფილი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი ავარჯიშებს. მას გურამი ძალიან მოსწონს და მისი ბელგიაში გადაყვანა სურდა, მაგრამ ჯერ ახალი არაფერია.

კაშია თავს "ვიტესშიც" კარგად გრძნობს, გუნდის კაპიტანია, მაგრამ უკეთეს კლუბსა და უკეთეს პირობებზე უარს რატომ იტყვის?

არის ლაპარაკი, რომ "ანდერლეხტში", შესაძლოა, მაინც წავიდეს. მალე ევროპაში მივდივარ და დაინტერესებულ კლუბებს კიდევ ერთხელ დაველაპარაკები".

გახოკიძემ დაადასტურა, რომ 2012 წლის დასაწყისში კაშიათი "ჩელსიც" დაინტერესდა:

"მაშინ ინგლისელებს რამდენიმე ცენტრალური მცველი დაუშავდათ და სასწრაფოდ მათ შემცვლელებს ეძებდნენ. სიაში კაშიაც მოხვდა, მაგრამ ლონდონელებმა არჩევანი სხვა ფეხბურთელზე შეაჩერეს. "ჩელსისთან" კონკრეტულ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა".

გახოკიძე მიიჩნევს, რომ საინტერესო პერსპექტივა აქვს მარტვილის "მერანის" თავდამსხმელს, 17 წლის აკაკი შულაიას:

"ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტია და ცოტა ხნის წინ მასთან კონტრაქტიც გავაფორმეთ. შულაია სამი წლის წინ შევნიშნე, ძალიან მომეწონა და ამ პერიოდში მან დიდი პროგრესი განიცადა.

თუ ძველებურად გააგრძელა შრომა, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი გახდება.

საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოეთში წასასვლელი ფეხბურთელების გრძელი სია ჩამოვწეროთ. სამწუხაროდ, საინტერესო ფეხბურთელთა რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ თუ ვინმე გამოჩნდება, ხელშეწყობა, გვერდში დგომა და დაკვალიანება სჭირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Shukoovanii
ძალიან , გაფუჭდა საიტი. "სიახლეები" იდება , 1-2 დღის დაგვიანებით :)) სიახლესაც რომ , ვეღარ უწოდებს შემდეგ უკვე კაცი :))
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
შულაია თბილისის "დინამოდან" "საბურთალოში" გადავიდა
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
csakfoci.hu: შულაია ტრანსფერზე უნგრულ კლუბს შეუთანხმდა
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა