ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" (U17) ბომბარდირი და ლიდერია, მელქაძე - მოსკოვის "სპარტაკის" (U17) კაპიტანი და ბომბარდირი
მცირე ხნის წინ ვწერდით, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდში გასულ რუსეთის ნაკრებში ორმა ქართველმა - ნიკა ყიფიანმა და გიორგი მელქაძემ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ყიფიანი, რომელმაც რუსეთის ნაკრების ფორმით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, თბილისში დაიბადა, მოსკოვში რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვარჯიშობდა, ამჟამად კი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის გამთამაშებელი, ბომბარდირი და ლიდერია.

შესარჩევ ციკლში მან ორჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში, მესამე შეხვედრა კი ორი ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა.

მელქაძემ კი რუსეთის ნაკრების ფორმა 19 მატჩში მოირგო და 2 გოლი გაიტანა, შესარჩევში კი ბოლო ორ დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი რუსეთის დედაქალაქში 1997 წლის 4 აპრილს დაიბადა, მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, შემტევი ნახევარმცველია, "სპარტაკის" 17-წლამდელთა გუნდის კაპიტანი და ბომბარდირიც გახლავთ.

ჩვენი გულისტკივილი იმით იყო გამოწვეული, რომ ელიტრაუნდში მოხვედრის მიუხედავად, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა და კვალიფიციურ მოთამაშეთა დეფიციტიც გამოჩნდა.

დაინტერესდა თუ არა ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა რუსეთში მოთამაშე ქართველებით?

ამ კითხვით გუნდის მენეჯერ გიორგი კაციტაძეს მივმართეთ.

"ცხადია, ასეთ საინტერესო ფეხბურთელებს ჩვენ თავად ვეძებთ და არც ერთ მათგანს უყურადღებოდ არ ვტოვებთ.

ნიკა ყიფიანსა და გიორგი მელქაძეზე ინფორმაცია უკვე ორი წელია გვაქვს. ვიცით ასევე, რომ ყიფიანის უმცროსი ძმაც ფეხბურთელია, არანაკლებ ნიჭიერი ბიჭია და ისიც მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში თამაშობს.

რაც შეეხება დაინტერესებას: მე რაც ვიცი, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობია შესარჩევის ციკლის დაწყებამდე ორივე მათგანს ელაპარაკა, რადგან ნაკრებში ორივეს მიწვევა სურდა.

ყიფიანსა და მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში სურთ, მაგრამ ახლა რომ დაგთანხმდეთ, შესაძლოა, რუსეთში პრობლემები შეგვექმნასო და ჩამოსვლაზე თავი შეიკავეს.

მათი კარგად გვესმის, კარგ პირობებში ვარჯიშობენ, ცნობილ კლუბებში თამაშობენ... მოკლედ, პერსპექტივა აქვთ და, ღმერთმა ქნას, დიდი ფეხბურთელები გახდნენ, მერე კი ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მაინც გამოადგებიან.

მთავარია, ამის სურვილი ორივეს აქვს", - გვითხრა კაციტაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levan machitidze
zan magari bichebia yifiani da melqadzew.mew vamayob ro qartveli var.
durmishxan gulua
ესეა ესე ხდება,რაქნან ბიჭებმა იქ არიან ცხოვრობენ,თამაშობენ და უცებ შეიძლება ყველაფერი დაკარგონ ,მე შენ გეტყვი ეხლა საქართველოში არ შეთავაზონ ისეთი პირობები როგორც იქ,ან მარტო პირობებიც ხომარარის,ხალხი ოჯახებითაა წასული და სამსახურებიც აქვთ ალბათ..ესეა..მძიმეა ვითარება..
მამუკა
ღმერთმა ხელი იქ მოუმართოთ ამ ბიჭებს სადაც თამაშობენ.აქედანაც დიდი სიყვარულით ვუქომაგებ და გავიხარებ მათი წარმატებებით.თქვენ კი,ვისაც ერთი სული გაქვთ ეს ბიჭები და მსგავსნი აქ იმ ჭაობში იხილოთ ქართული ფეხბურთი,რომ ქვია დღეს,ერთ რამეს გეტყვით:ჩვენმა ფეხბურთმა,რომ თავისი სიტყვა თქვას საფეხბურთო სამყაროში დღეიდან უნდა დავიწყოთ მისი შენება.შენობა კი ჯერ სახურავიდან არავის აუშენებია,;საბურთალო''და ;დინამო აკადემია;მარტო არ ეყოფა ამ საქმეს.ეს საქმე სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს და ბიზნესს უნდა მიეცეს გასაქანი,რომ პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთში შევიდეს ფინანსები,იქ ყველაფერი შესაცვლელია,ინფრასტრუქტურით დაწყებული მწვრთნელებით დამთავრებული.მწვრთნელს იმდენი ანაზღაურება უნდა მიეცეს,რომ მშობლის ჯიბისკენ ყურება არ დაიწყოს.ყველაფერი ამის შემდეგ 12-15წელი იქნება საჭირო სერიოზული შედეგის მისაღწევათ.P.S.ბოდიში ყველას,მაგრამ მე ესე წარმომიდგენია.
guja_kakhadze
fani! ჩაგეთვალა. გფარავდეს უფალი!
fani
გუჯა ააბი გლუკოზა!
guja_kakhadze
ქართველი მწვრთნელები სატელევიზიო ეთერით აცხადებენ, რომ ფეხბურთელების მომზადება არ შეუძლიათ და მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულები აღწევენ შედეგს. (შემიძლია პიროვნულადაც დავასახელო). ამიტომ ქართველ მოზარდს სხვა გზა აღარ რჩება, უცხოეთში უნდა დაოსტატდნენ!!!!
რაც უფრო მეტ ნიჭიერ მოზარდს მივავლენთ უცხოეთში, საქართველოს პირველ ნაკრებს მით უფრო მალე დაეტყობა პროგრესი!!!!
ამ 2ს მაგალითზე და კიდევ გოგოაც რომ მივაყოლოთ სავსებით შესაძლებელია I ნაკრებზეც უარი თქვან მომავალში და მართლებიც იქნებიან
guja_kakhadze
რაც უფრო მეტ ნიჭიერ მოზარდს მივავლენთ უცხოეთში, საქართველოს პირველ ნაკრებს მით უფრო მალე დაეტყობა პროგრესი!!!!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
უფრო ახლოს ევროპასთან - რას მოუტანს ქართულ ფეხბურთს ვიზალიბერალიზაცია?
ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔ
ათი დღე ბერლინში... ლევან კობიაშვილმა "ჰერტას" უმცროსი კიკნაძე აჩვენა
18 წლის ქართველი "რეჯანას" ძირითადში? ნიკა ქორიძე გიორგი ნემსაძის კვალზე
სფფ-ის სამძიმარი ნოდარ აკობიას გარდაცვალების გამო
U18. საქართველო-პოლონეთი 0:1 - ოთხთა ტურნირი მარცხით დავიწყეთ