"კიევო" მეათე მსხვერპლია
ტურინის "იუვენტუსი" იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც სერია A-ს სტარტზე ზედიზედ 9 მატჩი ჰქონდა მოგებული და ეს ამბავი სხვადასხვა წლებში სამჯერ მომხდარა.

მიმდინარე სეზონში, "რომა" არა თუ შეწვდა ტურინული გრანდის შედეგს, არამედ გააუმჯობესა და მიჯრით მეათე მატჩი მოიგო. ეს ამბავი რომის ოლიმპიურ სტადიონზე მოხდა, დედაქალაქელთა მეათე მსხვერპლი კი "კიევო" გახლავთ.

"რომას" ლიდერების: ფრანჩესკო ტოტის და ჟერვინიოს გარეშე უწევს ასპარეზობა, რაც გვარიანად ამცირებს გუნდის შემტევ პოტენციალს.

ეს ნამატჩევს რუდი გარსიამაც აღნიშნა და დასძინა, განსაკუთრებული მადლობა ბრწყინვალედ მოასპარეზე ცენტრალურ მცველებს ეკუთვნითო. მართლაც, "ჯალოროისის" უკანახაზელები სასწაულებს სჩადიან - 10 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი აქვთ გაშვებული. ბუნებრივია, ამაში თავისი წვლილი შემტევებსაც აქვთ შეტანილი, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი უტევს და მთელი გუნდი იცავს თავს. აღარაფერს ვამბობთ მეკარე მორგან დე სანკტისზე.

"რომა"-"კიევოს" მატჩის მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ერთადერთი და გამარჯვების გოლი მარკო ბორიელომ 67-ე წუთზე გაიტანა - ტანმაღალმა ფორვარდმა ეფექტური კომბინაცია თავური დარტყმით დააგვირგვინა.

მარკო ბორიელო (რომა): "უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი გოლით "რომამ" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 10-დან 10 მატჩის მოგება ფანტასტიკური შედეგია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია - წინ, კიდევ უამრავი მატჩი გველოდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უფრო ხშირად ვითამაშო და გულშემატკივრები გოლებით გავახარო".

რუდი გარსია (რომა): "რას ვგრძნობ? - კმაყოფილი ვარ, რადგან ავად თუ კარგად, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა, აშკარაა რომ ტოტის და ჟერვინიოს გარეშე შეტევაში რაღაც გვაკლია, ეს კი ბევრ საფიქრალს მიჩენს. უქმეებზე ტურინში გვიწევს ჩასვლა და დღეს, ზეიმის დრო არ არის. მიხარია, რომ ტოფოზები გავახარეთ, დაე მათ მოაწყონ ფიესტა, ჩვენ კი წინ ურთულესი მატჩი გველის. ისე კი, სეზონის განვლილი ნაწილი მართლაც გამორჩეული იყო, ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ უგუნდოდ არიან
ჟულიო სეზარი ნეაპოლელია
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ტრანსფერ ONLINE: გაარწივებული ადებაიორი
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
იანვრის TOP ტრანსფერები: პატო, ადებაიორი, ედერი, ელ შაარავი და სხვები
ტრანსფერ ONLINE. 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
დაბრუნდება მორგან დე სანკტისი "სკუადრა აძურაში"?
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
მარკო ბორიელომ კლუბი ვერ იპოვა, მაგრამ იბიცაზე ლამაზმანებთან ისვენებს
გარსიამ მადრიდში ჩააკითხა - კურტუა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდა
"ჩელსის" ლაბირინთებში: მატიჩი და სალაჰი, მატას და ესიენის ნაცვლად
"ნაპოლიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას სამწვრთნელო საქმიანობის სანაკრებო დონეზე გაგრძელების ვარიანტი გამოუჩნდა
ბორიელოს შემდეგ კასანო და გალიანი - ესპანური კლუბი იტალიელებს იწვევს
კვირა ციფრებში: პატარა არწივები და გოლეადორი მეკარე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ნაპოლიდან" გათავისუფლებული მწვრთნელი ბელგიის ნაკრებს ჩაიბარებს
"ამ სიახლემ შოკში ჩამაგდო" - რუდი გარსია
"როდესაც "კვარას" ვცვლიდი და უკმაყოფილებას გამოხატავდა, არავინ მიცავდა, დე ლაურენტისი? ფეხბურთის საერთოდ არაფერი ესმის" - გარსიამ "პარტენოპეიში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
რუდი გარსია და "რომას" კრიზისი
ფოტოშარჟების მორიგი გმირი ამჯერად ჟერვინიო გახდა [PHOTO]
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
ᓡᓔᓠᓘᓐ A-ᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓓᓐ ᓒᓐᓓᓐᓤᓐᓡᓔᓑᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ
ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 7 ივლისი
ჟერვინიო "პარმას" ფეხბურთელი გახდა
"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება