დეკემბერში გასამართ "დუბაი ოუფენს" თუ არ ჩავთვლით, ჩვენი ჩოგბურთელებისთვის სეზონი დასრულებულია

დეკემბერში გასამართავ "დუბაი ოუფენს" თუ არ ჩავთვლით, ქართველი ჩოგბურთელებისთვის სეზონი დასრულებულია. ამიტომ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, ვინ როგორ ამთავრებს წელიწადს კლასიფიკაციაში. ახალ რეიტინგ-ლისტში ჩვენ პირველ ჩოგან ანა ტატიშვილს ცვლილება არ შეეხო - 502 ქულით მსოფლიოში 134-ეა. ეს მისი საუკეთესო შედეგია კარიერაში. შესანიშნავი პლატფორმაა, საიდანაც ანამ მოწინავე ასეულს უნდა შეუტიოს. წყვილთა თანრიგში იგი მსოფლიოს 128-ე ჩოგანია (გაზაფხულზე 107-ე იყო). წლეულს ანამ კარიერაში ყველაზე მეტი, 63 ათასი დოლარი გამოიმუშავა (ჯამში 210 ათასი დოლარი).

ოქსანა კალაშნიკოვა დაბრუნდა მეორე ასეულში - 297 ქულით მსოფლიოს 198-ე (+9) ჩოგანია. წყვილებში ის 160-ე პოზიციაზეა. წლეულს ოქსანას ჰონორარმა 41 ათასი დოლარი შეადგინა (ჯამში 90 ათასი). მაკა ჩახნაშვილი 216 ქულით 251-ეა (+2). წლეულს მაკამ დათმო პოზიციები, ჰონორარიც მხოლოდ 34 ათასი მიითვალა (სულ 241 ათასი). სხვებზე ასე დაწვრილებით არ შევჩერდებით: 273 (-1) სოფიო შაფათავა - 187 ქულა; 292 (-) თათია მიქაძე - 168; 397 (+3) სოფიო ქვაცაბაია - 100; 590 (-) მანანა შაფაქიძე - 44; 616 (-1) ეკა გორგოძე - 39; 1090 (+1) ანა ჯიქია - 4.

ერთეულთა და წყვილთა რეიტინგის გარდა ჭთA "წლის რბოლასაც" აფიქსირებს. ყოველ სეზონში ათვლა თავიდან იწყება. "წლის რბოლის" სეზონი კი კალენდარულ წელიწადს არ ემთხვევა, ამიტომ ახლახან გამართული რამდენიმე შეჯიბრება ახალ სეზონს ეკუთვნის. ასეთი შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ აგვეხსნა, რატომ არის ანა ტატიშვილი... წლის რბოლაში მსოფლიოში მე-5 ადგილზეა ალბუკერკში მოპოვებული 50 ქულით. ამ რბოლაში 14 ქულა აქვს და 36-ე პოზიცია უკავია ოქსანა კალაშნიკოვას. ამ რეიტინგით ჭთA-ს ჩემპიონშიპის 8 მონაწილე ირკვევა. ჩემპიონშიპს დოჰა მასპინძლობს, დღევანელი მდგომარეობით ანა დოჰას საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ იქამდე ჯერ 337 დღე რჩება.

ვაჟთა რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 30 ქულით 642-ე (-6) პოზიციაზეა, ხოლო ლადო ჩიხლაძე - 11 ქულით 855-ეა.

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს