სუპერლიგა 2013/14. III ტური
"ქუთაისმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო და სტარტზე ორივე დაპირისპირებაში გაიმარჯვა. მალხაზ კოხრეიძის გუნდი "მაკაბისთანაც" ფავორიტად მოიაზრებოდა და ქუთაისურმა გუნდმა მასზე გაცემული ავანსები ბოლომდე გაამართლა.

მასპინძლები თამაშის დაწყებისთანავე დაეუფლნენ უპირატესობას, ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

გადამწყვეტი. მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომლის შემდეგაც ქუთათურები 14 ქულით დაწინაურდნენ. ანგარიში სამქულიანი სროლით გოგა ცეკვავამ გახსნა, რომელიც საწყის მეოთხედში ქუთაისელთაგან ყველაზე შედეგიანად ისროდა.

ცეკვავას მხარი აუბეს ზაურ ფაშაევმა და გიგი ბარბაქაძემ, სამწამიან ზონაში ჩვეულად ნაყოფიერად ირჯებოდა ქუთაისელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი.

კარგად ერთვებოდა თამაშში ავთანდილ ლომინაშვილიც, განსაკუთრებით მისი ეფექტური და შედეგიანი ალეი ოპი იყო დასამახსოვრებელი. ქუთათურები კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშშიც აისახა. 23:9 - ასე დასრულდა პირველი მეოთხედი.

მეორე პერიოდი ლევან რევაზაშვილის ზუსტი სამქულიანით დაიწყო, თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის შეგირდებისთვის ეს გარდამტეხი არ აღმოჩნდა, ცეკვავამ სტუმრებს "ხურდა" იქვე დაუბრუნა და ზუსტ სამქულიანს მალევე ორქულიანი შეტევაც მიაყოლა.

ამის შემდეგ ქუთაისელები კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლნენ, მათ ყველაფერი კაგად გამოსდიოდათ, კარგად ისროდნენ საშუალო დისტანციიდან, ფარქვეშ კვლავ შეუჩერებელი იყო დვალიშვილი და დავით ბარბაქაძე.

მასპინძლები შედეგიანად ისროდნენ სამქულიანებსაც (35-დან 13 ჩააგდეს, 37.1%) ქუთათურები ეფექტური თამაშით, მაყურებელსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ.

ერთ რამედ ღირდა დვალიშვილისა და გიგი ბარბაქაძის ეფექტური ჩატენვები, ასეთი ლაღი თამაშით მალხაზ კოხრეიძის გუნდი დიდ შესვენებაზე 31-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 60:29.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა დვალიშვილის ორქულიანის შემდეგ კვლავ გაზარდეს ანგარიში და სხვაობა 38 ქულამდე ავიდა. თამაშს ინტრიგად ისღა შერჩენოდა, თუ რამდენი ქულით გაიმარჯვებდა "ქუთაისი".

ბოლო პერიოდი ადგილობრივთა მწვრთნელმა მთლიანად სათადარიგოებით ჩაატარა, მაგრამ ახალგაზრდა კალათბურთელები გამოცდილ თანაგუნდელებს არ ჩამორჩნენ და საკმაოდ ნაყოფიერად ითამაშეს.

მათგან განსაკუთრებით ეფექტურები ავთო ლომინაშვილი (19 ქულა, 8 მოხსნა) და ლევან გრძელიძე (11 ქულა და 7 პასი) გახლდნენ. "ქუთაისმა" საბოლოოდ 48 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

სტატისტიკა არ ტყუის. მასპინძელთა ესოდენ დიდი სხვაობით გამარჯვება არ გაგვიკვირდება. მალხაზ კოხრეიძის გუნდმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა, განსაკუთრებით კი ორქულიანების რეალიზაციასა (56.9%) და მოხსნებში (60 მოხსნა - 32-ის წინააღმდეგ) აჯობა.

ქუთაისელთა იოლი გამარჯვება დიდწილად დაცვაში და სამწამიან ზონაში შესანიშნავმა თამაშმა განაპირობა.

რჩეულნი. თუ წინა წლებში "ქუთაისის" წარმატებულ თამაშს ცალკეულ ლიდერთა მონდომება განაპირობებდა, მიმდინარე სეზონში იმერლები გუნდური თამაშის წყალობით აღწევენ წარმატებას. აქ ყველა კალათბურთელს თავისი წვლილი შეაქვს გამარჯვებაში.

ასე იყო "მაქაბისთან" მატჩშიც - ყველა კარგად გაისარჯა და მათგან რომელიმეს გამორჩევა ძალიან რთულია.

შესანიშნავად თამაშობდა გოგა ცეკვავა, რომელმაც 18 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ტრადიციულად ეფექტურები იყვნენ ძმები დავით და გიგი ბარბაქაძეები, მაგრამ მატჩის MVP ქუთაისელთა ცენტრი აკაკი დვალიშვილი უნდა დავასახელოთ, რომელიც გუშინ შეუჩერებელი იყო, 18 ქულითა და 21 მოხსნით მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.

აქამდე უმეტესად გამარჯვებული გუნდის კალათბურთელებზე ვისაუბრეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს მაქაბელები ლევან რევაზაშვილი და გიორგი ფერიაშვილი, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო ეწინააღმდეგებოდნენ "გავეშებულ" მეტოქეს და ცდილობდნენ ქუთაისლებისთვის მცირედი პრობლემები მაიც შეექმნათ.

"მაქაბის" მიერ მოპოვებული 69 ქულიდან 52 სწორედ ამ ორი კალათბურთელის ანგარიშზეა! ლევან რევაზაშვილი ამ მატჩში ყველაზე შედეგიანად ისროდა და საკუთარ გუნდს 30 ქულა მოუპოვა, მაგრამ "მაქაბი" დიდი სხვაობით მარცხისგან ვერ იხსნა.

1 ნოემბერი, ქუთაისი

ქუთაისი-მაქაბი 117:69

23:9, 37:20, 28:16, 29:24

ქუთაისი: ფაშაევი (13ქ, 5პ), ცეკვავა (18ქ, 8პ), დ. ბარბაქაძე (19ქ), გ. ბარბაქაძე (10ქ, 5მ), ა. დვალიშვილი (18ქ, 21მ), გრძელიძე (11ქ, 7პ), დიდია, დ. დვალიშვილი (4ქ), მესხი (4ქ), ლომინაშვილი (19ქ, 8მ), ქორიძე (1ქ), გამრეკლიძე.

მაქაბი: ტეტელაშვილი (4ქ, 5მ), მეგენეიშვილი (1ქ, 6მ, 14პ), მ. რევაზაშვილი (4ქ), ლ. რევაზაშვილი (30ქ, 6მ), ფერიაშვილი (22ქ, 8მ), გულმაგარაშვილი (2ქ), პატარაია (2ქ), ბეშქენაძე (4ქ), ბუთხუზი.

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ვართანოვი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. ქუთაისი 3 3 0 298/193 6

2. არმია 2 2 0 147/111 4

3. სოხუმი 3 1 2 198/196 4

4. რუსთავი 3 0 3 162/254 3

5. ოლიმპი 2 1 1 182/164 3

6. მაკაბი 3 0 3 211/300 3

7. ბათუმი-რსუ 2 1 1 166/157 3

8. დინამო 1 1 0 70/63 2

9. შსს აკადემია 1 1 0 87/83 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
ევროპა ლიგა. VI ტური: ქართველების "რიგასი" "მაკაბისთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან" - "რიგასმა" ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს