როჯერ ფედერერისა და დავიდ ფერერის მატჩში ამ უკანასკნელის გმირობას არც არავინ მოელოდა

როჯერ ფედერერისა და დავიდ ფერერის მატჩით დასრულდა B ჯგუფში პირველი ტური. ეს შეხვედრა თითქმის ისეთივე სცენარით განვითარდა, რომლითაც გახსნის მატჩში ბრიტანელმა ენდი მიურეიმ შვედი რობინ სიოდერლინი დაამარცხა.

ფერერისგან გმირობას არავინ ელოდა - ესპანელს აქამდე 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული ფედერერის წინააღმდეგ და ყველაში დამარცხებულმა დატოვა კორტი. მატჩის დებიუტმა დაადასტურა ეს პროგნოზი. შვეიცარიელმა ბრწყინვალედ დაიწყო - ძალიან მალე 4:0 და 40:0 დაწინაურდა. ასეთმა იოლმა დასაწყისმა როჯერი მოადუნა და მან სამი გეიმბოლიდან საკუთარი გეიმის წაგება მოახერხა. დავიდმა ამ მომენტიდან დაცვაში თამაში დაალაგა და შეცდომებს უკლო, მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე მაინც უხვად დაარიგა ქულები - მეექვსე გეიმში მან სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და შვეიცარიელს მორიგი ბრეიკი ააღებინა. შემდეგ გეიმში კი ფედერერი სეტის მოგებას ზეიმობდა - 6:1.

ფერერის მოწოდებებზე ბრძოლა მეორე პარტიაშიც გაგრძელდა. ესპანელმა ორ გეიმში მოიგერია ბრეიკ-პოინტები, მაგრამ მესამე ცდაზე ფედერერმა მაინც შეძლო ბრეიკის აღება, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა სეტში და მთლიანად მატჩში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ როჯერის თამაში იდეალური იყო. ის ხშირად უთმობდა ინიციატივას მეტოქეს და ესპანელი უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, იქნებ მეტისთვის მიეღწია. როჯერმა ყველა ბრეიკ-პოინტი მოიგერია, რომელთაგანაც სამი მატჩზე ჩაწოდებისას დაფიქსირდა. 6:4 და ფედერერმა პირველ გამარჯვებას მიაღწია წლის შემაჯამებელ ტურნირზე. მეორე ტურში როჯერს მიურეისთან მოუწევს შეხვედრა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 5:8-ს აგებს.

გუშინ კი ბრძოლაში ჩაებნენ A ჯგუფის მონაწილეები. პირველები კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტომაშ ბერდიხი გავიდნენ. ჩეხს აქამდე ერთადერთხელ ჰყავდა დამარცხებული ჯოკოვიჩი და ეს წლევანდელი უიმბლდონის ნახევარფინალში მოხდა. შესაბამისად, სერბს რევანშზე ზრუნვა უწევდა და ეს დამაჯერებლად გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ბერდიხი ლონდონის ტურნირის ერთადერთი მონაწილეა, ვისაც 2010 წელს ტიტული არ მოუგია.

მთელი მატჩის განმავლობაში ჩეხს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, რაც მოწოდებაზე ჯოკოვიჩის კარგი თამაშით იყო განპირობებული. თავად ბერდიხი კი ძალიან ცუდად აწვდიდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტომაშმა პირველი მოწოდების მხოლოდ 48 პროცენტი გარდასახა მოგებულ ქულებში. ამის წყალობით ჯოკოვიჩმა შვიდი ბრეიკ-პოინტი მიიღო და აქედან სამი გამოიყენა - ორი პირველ სეტში და ერთი - მეორეში. საბოლოო ანგარიშია - 6:3, 6:3.

აღსანიშნავია, რომ ATP-ის წლის ტურნირში სამი საწყისი მატჩი ორ სეტში დასრულდა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა